მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7068.2
0.0045
flag
AZN 1.597
-0.0003
flag
CNY 37.878
-0.0013
flag
EUR 3.1737
-0.0016
flag
GBP 3.6619
-0.0153
flag
KZT 51.71
-0.0028
flag
TRY 0.0675
-0.0001
flag
USD 2.7149
-0.0011

საფონდო ბირჟა მკვეთრ ზრდას დაუბრუნდა – რა შეიცვალა და როგორი მოლოდინებია ბაზარზე?

news image

გიზიარებთ ბლოგს: კორექციის პერიოდი, რომელიც 2 აპრილს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესებით იყო განპირობებული, შეიძლება ითქვას, რომ დასრულებულია. მიმდინარე თვეს ამერიკული საფონდო ბირჟა მკვეთრი აღმასვლის ტენდენციას დაუბრუნდა და მაისის განმავლობაში ძირითადი ინდექსების (S&P 500, Nasdaq) ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7%-ს მიაღწია.

აპრილის დასაწყისში დაფიქსირებულ მინიმალურ ნიშნულთან შედარებით, Nasdaq-ის ინდექსის შეფასება 12%-ითაა გაზრდილი, ხოლო S&P 500-ის შემთხვევაში მატების მაჩვენებელი 18%-ს აჭარბებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2 აპრილის შემდეგ დაფიქსირებული კორექცია უკვე სრულად განეიტრალებულია.

ბოლო პერიოდში გამორჩეული შედეგები აქვთ უმსხვილეს ამერიკულ კომპანიებსაც, რომელთა აქციების შეფასება აპრილის მინიმუმთან შედარებით ასეა შეცვლილი:

1.           Microsoft (MSFT): +26.7%

2.           Apple (AAPL): +23.5%

3.           Nvidia (NVDA): +37.8%

4.           Amazon (AMZN): +26.3%

5.           Google (GOOG): +9.8%

6.           Meta (META): +35.4%

7.           Berkshire Hathaway (BRK): +4.4%

8.           Broadcom (AVGO): +58.9%

9.           Tesla (TSLA): +50.6%

10.        Walmart (WMT): +17.3%

თუკი ამ სიაში მოცემული 8 ტექნოლოგიური კომპანიის შედეგებს გავითვალისწინებთ, დავინახავთ, რომ მათ თითქმის ერთთვიან პერიოდში საშუალოდ 34%-იანი ზრდა დააფიქსირეს, ხოლო 10 უმსხვილესი კომპანიის შედეგების გათვალისწინებით, საშუალო ზრდის მაჩვენებელი 29%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ინვესტორებმა, რომლებმაც კორექციით ისარგებლეს და უმსხვილესი ამერიკული კომპანიების აქციები აპრილში შეიძინეს, ერთ თვეში დაახლოებით 30%-იანი სარგებელი მიიღეს, რაც ფენომენალურ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს. თავად ეს შედეგი იმაზე მიუთითებს, რომ საფონდო ბირჟა სწორედ იმ ინვესტორებს აჯილდოებს, რომლებიც ნეგატიურ ემოციებს არ ემორჩილებიან და საბაზრო კორექციებს შესანიშნავ საინვესტიციო შესაძლებლობებად განიხილავენ.

საფონდო ბირჟის ზრდის განმაპირობებელ მიზეზებს რაც შეეხება, ეს ყველაფერი, პირველ რიგში, პრეზიდენტ ტრამპის მიერ 180-მდე სახელმწიფოსთვის ტარიფების შეჩერებით არის განპირობებული. ამჟამად ინვესტორებს აქვთ მოლოდინი, რომ აშშ-ის მთავრობა ყველა ქვეყანასთან სავაჭრო შეთანხმებებს გააფორმებს, რაც ტარიფების დაბრუნების რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ამ მოსაზრებას ის ფაქტი ამყარებს, რომ გაერთიანებულ სამეფოსთან შეთანხმება უკვე გაფორმდა და ცოტა ხნის წინ, აშშ-ჩინეთის მთავრობები 90 დღით ტარიფების 115 პროცენტული პუნქტით შემცირებაზე შეთანხმდნენ. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ „სავაჭრო ომი“ დასრულდება და ბაზარზე სტაბილური აღმასვლის ეპოქა დაბრუნდება.

ამასთან, გასულ კვირას ინდოეთი და პაკისტანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ და არ არის გამორიცხული, მსგავსი გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში რუსეთმა და უკრაინამაც მიიღონ, რაც გეოპოლიტიკური რისკების მნიშვნელოვნად შემცირებას გამოიწვევს და საფონდო ბირჟას ზრდა-განვითარებისთვის დამატებით ბიძგს მისცემს. 

გეოპოლიტიკასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსხვილი კომპანიები ფინანსურ შედეგებს ასაჯაროებენ და ამ მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება, მაგალითად: Microsoft-ის და Meta-ს შემოსავლები რეკორდულადაა გაზრდილი; Apple-მა დასაკეცი iPhone-ის და ჭკვიანი სათვალის გამოშვება გადაწყვიტა; ხოლო Nvidia-ს შემთხვევაში AI-ჩიპებზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ კომპანია რეკორდული მოგების მიღებას პროგნოზირებს.

საერთო ჯამში, კომპანიების პოზიტიური შედეგების და გეოპოლიტიკური რისკების შემცირების ფონზე, მსოფლიოს მასშტაბით ინვესტორების განწყობა გაუმჯობესებულია, რაც საფონდო ბირჟის ზრდას იწვევს და თუ ფიქრობ, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, მაშინ მობილბანკში შენს მიერ არჩეულ საინვესტიციო სტრატეგიას უნდა მიჰყვე. 

მოცემული „ინფორმაცია“ არ წარმოადგენს და ამავდროულად არ შეიძლება აღქმულ იქნას როგორც საინვესტიციო რჩევა, ყიდვის/გაყიდვის ან შუამავლობის შეთავაზება ან რეკომენდაცია ფასიანი ქაღალდების შეძენასთან/ გაყიდვასთან დაკავშირებით. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

WEEKEND
image ისტორიაში პირველად, ქართველმა ქალმა ძიუდოისტმა, ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა

15.06.2025.23:00

უნგრეთში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს ძიუდოში. მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ).

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ლიპარტელიანმ ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც სენიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალამდე ეთერ ლიპარტელიანმა სამხრეთკორეელი ჯუჰე კიმი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია კურბონმამედოვა და ფინელი ფილალ სალონელი დაამარცხა. ნახევარფინალში კი თურქმენეთის სახელით მოასპარეზე მაია პარდაიევას სძლია.

ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა