სად გავერთოთ WEEKEND-ზე | 27 - 28 იანვარი
Business Insider Georgia ყოველი კვირის პარასკევს რუბრიკა INSIDER WEEKEND-ის ფარგლებში გირჩევთ სად გაერთოთ.
2 თებერვალს, სასტუმრო Monograph-ში Magnifique შეგიქმნით დაუვიწყარ ემოციებს!
თქვენთვის დაუკრავს ოქროს ტრეკის „It’s not right”-ის ავტორი, იტალიელი არტისტი - Emanuele Esposito! Emanuele აფრო ჰაუსის ტოპ არტისტების სიაში წამყვან ადგილს იკავებს.
https://open.spotify.com/track/4W3eLpTRL18ulWgCXMFbNm?si=fbHXLjmDTLulWePYXnuXtQ
https://open.spotify.com/track/5V36io8ojKP1fVnO6c6A1L?si=OQPqqlXoRQG4rNSeS7zRqA
https://open.spotify.com/track/3RBkcrkmx4T4pfBuVbsWuM?si=T3AIQfOxSrared7vMgvl9Q
შევხვდებით ერთმამეთს წარსულისა და აწმყოს საუკეთესო სინთეზით, ყველასთვის ნაცნობი სიმღერებით!?
Age Control: 21+
Dress Code: Smart Casual
Early Bird -100 ₾ (Sold Out)
I Basket – 150 ₾
II Basket – 200 ₾
VIP Lounge Access- 250₾
VIP ბილეთების მფლობელები ისარგებლებენ გამოყოფილი შესასვლელით, იზოლირებული ბარით და VIP დარბაზით.
მაგიდების დასაჯავშნად ნომერზე: 599 930 764
27 იანვარს Mtkvarze ქართული ალტერნატიული ჰიპ-ჰოპ ბენდის KILLAGES ლაივი გაიმართება.
▾Main Room
• KILLAGES [Live] (Bloom Music)
• IAMNIKITA
• DJ Delorean
• Rydeen
▾Small Room
• Kraumur
• Sevda
Killages სცენაზე 2016 წელს გამოჩნდა და ამ 10 წლის მანძილზე მსმენელს ბევრი სხვადასხვა ჟღერადობის სინთეზი შესთავაზა. დღეს ბენდის სტილი ელექტრონული მუსიკისა და Hip-Hop-ის განსაკუთრებული ერთობლიობით გამოირჩევა.
2017 წელს ბენდი Newcomers კონკურსში გაიმარჯვა, ბენდის პირველი ალბომი კი 2020 წელს გამოიცა, როცა killages ერთ-ერთი ყველაზე მოსმენადი ქართული ბენდი გახდა. ბენდის მუსიკალური მიმართულება მუდმივად ვითარდება, ცდილობს ახალი ხმების აღმოჩენას და მუსიკის საზღვრების გაფართოებას რაც მათ ლაივებს ყოველთვის გამორჩეულად აქცევს.
ლაივამდე Main Room-ის დეკებზე IAMNIKITA დადგება, რომელიც ქართული Queercore-ის პიონერი, სელექტორი და ლოკალური სცენის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროდიუსერია.
ლაივის შემდეგ სთეიჯს DJ Delorean დაიკავებს, რომლის სეტებიც ძველ და ახალ House, Techno და Breakbeat ჟღერადობებზე ფოკუსირდება. მასთან დეკებს გაიზიარებს Rydeen, რომელიც თბილისში დაფუძნებული DJ, პროდიუსერი და ლაივ პერფორმერი დათუნა დგებუაძის პროექტია.
Small Room-ში Left Bank-ის რეზიდენტი Kraumur დადგება, რომელსაც მისი მრავალფეროვანი და ენერგიული სელექციებით იცნობენ. მის შემდეგ სთეიჯს Sevda დაიკავებს, რომელიც ქართველი პროდისერი ლადუკა ნინუას Deep House პროექტია.
Tickets: 50 Gel
Entry with Permanent QR Codes Before 02:00: 25 Gel
*Free Entry with Permanent QR Codes after 02:00
კვირას, არტერია წარმოგიდგენთ განსაკუთრებულ ჯემ სესიას შესანიშნავ კვარტეტთან ერთად
• გუგა ჭაჭანიძე
• ოთო ჭავჭანიძე
• ანუკა ყიფშიძე
• რომა ერანოსოვი
კარი გაიღება: 21:00
ონლაინ ბილეთის ფასი: 20₾
კარზე: 30₾
ადგილები შეზღუდულია.
მაგიდის დასაჯავშნად:
599 38 02 38
მისამართი: ნ.ბარათაშვილის 7
3 თებერვალს - 10 წლიანი პაუზის შემდეგ ჯგუფი "ყველა", მეგობრებთან ერთად Mono Hall-ის სცენაზე, გრანდიოზული კონცერტით ბრუნდება. შემოგვიერთდი
დიახ, ეს სწორედ ის ჯგუფი ყველაა, რომელიც გაგახსენდათ და კი, 10 წლიანი პაუზის შემდეგ, ბენდთან ერთად შეგისრულებენ "სამშობლოს", "გვიან სერენადას" და ა.შ.
ლეგენდარული ჰიტების გარდა, მოისმენთ ჯგუფი ყველა-ს წევრების სიმღერებს მათი სხვა მუსიკალური პროექტებიდან (ჯგუფი არა, პორნოპოეზია, დერვიშები). ამ უნიკალურ მოვლენას არ უნდა გამოაკლდე, რადგან კაცმა არ იცის, განმეორდება თუ არა მსგავსი კონცერტი ოდესმე.
------
21:00 - Doors Open
21:30 - Tato Rusia
00:00 - კონცერტის დასაწყისი
02:00 - Tato Rusia
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
22.03.2025.00:00
ინვესტირებისას, ხშრიად ყველაზე რთული, პირველი ნაბიჯის გადადგმაა, როდესაც არ იცი საიდან დაიწყო. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას ინოვაციური პროდუქტი - სმარტ პორტფელები დაემატა - შენს მიზნებზე მორგებული და ავტომატურად მართვადი.
შენი მიზნებისა და რისკიანობის დასადგენად, საინვესტიციო პლატფორმაზე შეავსე მარტივი კითხვარი. პასუხების მიხედვით განისაზღვრება რომელია შენთვის რეკომენდებული სმარტ პორტფელი - კონსერვატიული, დაბალანსებული, თუ დინამიური.
შესაძლებლობა გაქვს შენთვის რეკომენდებული, ან შენთვის სასურველი პორტფელი აირჩიო.
კონსერვატიული პორტფელი გათვლილია იმ მიმხმარებლებზე რომლებიც სტაბილურობას ანიჭებენ უპირატესობას და მზად არიან, ნაკლები რისკის სანაცვლოდ, შედარებით მცირე სარგებელი მიიღონ. რისკი და სარგებელი - დაბალი.
დაბალანსებული პორტფელი გათვლილია იმ მომხმარებლებზე, ვისაც საშუალოვადიან პერსპექტივაში თანხის დაბანდება და საფონდო ბირჟის ზრდის ტენდენციით სარგებლის მიღება სურთ. რისკი და სარგებელი - საშუალო.
დინამიური პორტფელის მიზანი გრძელვადიან პერიოდში მაქსიმალური სარგებლის მიღებაა და ის გათვლილია ისეთ ინვესტორებზე, რომელთაც შედარებით მაღალი რისკი და მერყეობა არ აშინებთ. რისკი და სარგებელი - მაღალი.
სმარტ პორტფელი უზრუნველყოფს:
დივერსიფიკაციას - თანხა ნაწილდება სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო აქტივებში (გლობალურ ბაზარზე წარმოდგენილი კომპანიების აქციებში და ობლიგაციებში), რაც ამცირებს რისკს და უზრუნველყოფს პორტფელის სტაბილურობას.
ზრდას - პორტფელი მზარდი აქტივებითაა დაკომპლექტებული, რომელთა მიმართაც ანალიტიკოსებს პოზიტიური მოლოდინები აქვთ და რომლებიც ზრდის დინამიკით გამოირჩევიან.
რებალანსირებას - სისტემა ავტომატურად აბალანსებს პორტფელს - ზრდის ან ამცირებს პოზიციებს იმისთვის, რომ წინასწარ განსაზღვრული სამიზნე პარამეტრები და სტრატეგია მუდმივად იყოს შენარჩუნებული. სისტემა პორტფელის რებალანსირებას და შედეგების მონიტორინგს ყოველდღიურად უზრუნველყოფს.
სიმარტივეს - შენ არ გჭირდება ფინანსური ბაზრის შესწავლა და კომპანიების ფინანსური შედეგების მონიტორინგი. სმარტ პორტფელი თავად არჩევს საინვესტიციო აქტივების სიას და ამით მარტივად პასუხობს შენს მთავარ შეკითხვას - რა უნდა ვიყიდო?
ხელმისაწვდომობას - პორტფელი დაბალდანახარჯიანი აქტივებისაგან შედგება და მომსახურების წლიური საკომისიო პორტფელის 0.8%-ს შეადგენს. პორტფელის მინიმალური ინვესტიციის მოცულობა კი მხოლოდ $20-ია.
ანგარიშზე თანხის ასახვას საშუალოდ 2 სამუშაო დღე სჭირდება. თანხის ასახვის შემდეგ, სისტემა მის ინვესტირებას და მართვას ავტომატურად უზრუნველყოფს.
თანხის გატანისთვის სმარტ პორტფელის პანელიდან სასურველი თანხის მოცულობა უნდა აირჩიო და შესაბამისი ბრძანება მონიშნო. მას შემდეგ, რაც სისტემა პოზიციების დახურვას უზრუნველყოფს, თანხა საბანკო ანგარიშზე დაგერიცხება და საშუალოდ 3 სამუშაო დღეში ანგარიშზე აგესახება.
შერჩეული პორტფელის სტრუქტურა წინასწარაა განსაზღვრული და მისი შეცვლა არ შეგიძლია. თუმცა, თავად პორტფელის სხვა პორტფელით ჩანაცვლება ნებისმიერ დროს შეგიძლია. არსებული აქტივების გაყიდვას და ახლის შეძენას გარკვეული დრო სჭირდება.
სმარტ პორტფელების არაერთი უპირატესობის მიუხედავად, გაითვალისწინე, რომ ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, აქტივების ღირებულება შემცირდეს. შესაბამისად, საბაზრო რყევების სრულად დაზღვევას სმარტ პორტფელი ვერ უზრუნველყოფს.
ასევე, საინვესტიციო სტრატეგია ყოველთვის სასურველ შედეგს ვერ აჩვენებს და შესაძლოა, პორტფელის რეალური ამონაგები პროგნოზირებულზე ნაკლები აღმოჩნდეს, ან სასურველი შედეგის მიღებას, მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდეს.
გაიგე რომელია შენს მიზნებზე მორგებული სმარტ პორტფელი და დაიწყე ინვესტირება მარტივად.