S&P 500 ინდექსმა 6-დღიანი ზრდის სერია დააფიქსირა
გიზიარებთ ბლოგს: აპრილის თვეში ბაზრის მერყეობის შემდეგ, რომელიც ტარიფების გამოცხადებითა და აშშ-ჩინეთის სავაჭრო დაპირისპირების გამწვავებით იყო განპირობებული, კაპიტალის ბაზარი მაისის ვარდნის მიუხედავად აღდგენას იწყებს. S&P 500 ინდექსი უკვე ზედიზედ 6 სავაჭრო დღის განმავლობაში აღმასვლას ახერხებს და ოპტიმისტური რეიტინგის (,,bull”) პერსპექტივას უახლოვდება. ამ ტენდენციის მთავარი მიზეზი აშშ-სა და მის სავაჭრო პარტნიორებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება და რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმებაა, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთთან.
Moody’s-ის მიერ აშშ-ის საკრედიტო რეიტინგის შემცირების მიუხედავად, ინდექსმა ზრდა ორშაბათსაც გააგრძელა - თუმცა, მოლოდინები საპირისპირო იყო. ეს წელს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც S&P 500 ინდექსმა მნიშვნელოვანი თანმიმდევრული ზრდა აჩვენა - პირველად ეს აპრილის ბოლოს მოხდა, როდესაც ინდექსმა 9-დღიანი ზრდის სერია დააფიქსირა.
ბოლო პერიოდის დინამიკა ინვესტორთა მზარდ ოპტიმიზმს ასახავს, თუმცა გარკვეული სკეპტიციზმიც იჩენს თავს - ბევრი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ფასების ზრდას მოცემული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე. მიუხედავად ინდექსის სწრაფი აღდგენისა, ბაზრების მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია.
ფედერალური რეზერვის მიდგომა - გეგმიურად აღარ შეამციროს საპროცენტო განაკვეთები და დააკვირდეს მოვლენების განვითარებას - მიანიშნებს, რომ ინფლაციის მოლოდინები უარესდება. ამას ემატება მომხმარებელთა და ბიზნესის მოლოდინების შესუსტება, რაც S&P 500 ინდექსთან დაკავშირებულ რისკებს კიდევ უფრო ზრდის.
*გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.
თვალი ადევნე ბაზრის დინამიკას თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმაზე
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
გადაიხადე Kiwi Post-ის საიტზე საქართველოს ბანკის PLUS ბარათით და დააგროვე 10-ჯერ მეტ ქულა
07.02.2026.13:00
თუ ხარ საქართველოს ბანკის და Kiwi Post-ის მომხმარებელი შენი ამანათებით უკვე ქულების დაგროვებაა შესაძლებელი.
„გადაიხადე Kiwi Post-ის საიტზე PLUS ბარათით და დააგროვე 10-ჯერ მეტი PLUS ქულა.
Kiwi Post გეხმარება სწრაფად და მარტივად მიიღო ამანათები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან - კომფორტულად და უსაფრთხოდ“, - აღნიშნულია საქართველოს ბანკის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.
აქცია ძალაშია თებერვლის ბოლომდე!