მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7117.3
0.0059
flag
AZN 1.6098
-0.0004
flag
CNY 38.112
0.0114
flag
EUR 3.1061
0.0137
flag
GBP 3.6955
0.0273
flag
KZT 53.52
-0.0053
flag
TRY 0.0701
-0.0003
flag
USD 2.7376
-0.0007

S&P 500 ინდექსმა 6-დღიანი ზრდის სერია დააფიქსირა

news image

გიზიარებთ ბლოგს: აპრილის თვეში ბაზრის მერყეობის შემდეგ, რომელიც ტარიფების გამოცხადებითა და აშშ-ჩინეთის სავაჭრო დაპირისპირების გამწვავებით იყო განპირობებული, კაპიტალის ბაზარი მაისის ვარდნის მიუხედავად აღდგენას იწყებს. S&P 500 ინდექსი უკვე ზედიზედ 6 სავაჭრო დღის განმავლობაში აღმასვლას ახერხებს და ოპტიმისტური რეიტინგის (,,bull”) პერსპექტივას უახლოვდება. ამ ტენდენციის მთავარი მიზეზი აშშ-სა და მის სავაჭრო პარტნიორებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება და რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმებაა, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთთან.

 

Moody’s-ის მიერ აშშ-ის საკრედიტო რეიტინგის შემცირების მიუხედავად, ინდექსმა ზრდა ორშაბათსაც გააგრძელა - თუმცა, მოლოდინები საპირისპირო იყო. ეს წელს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც S&P 500 ინდექსმა მნიშვნელოვანი თანმიმდევრული ზრდა აჩვენა - პირველად ეს აპრილის ბოლოს მოხდა, როდესაც ინდექსმა 9-დღიანი ზრდის სერია დააფიქსირა.

 

ბოლო პერიოდის დინამიკა ინვესტორთა მზარდ ოპტიმიზმს ასახავს, თუმცა გარკვეული სკეპტიციზმიც იჩენს თავს - ბევრი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ფასების ზრდას მოცემული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე. მიუხედავად ინდექსის სწრაფი აღდგენისა, ბაზრების მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

 

ფედერალური რეზერვის მიდგომა - გეგმიურად აღარ შეამციროს საპროცენტო განაკვეთები და დააკვირდეს მოვლენების განვითარებას - მიანიშნებს, რომ ინფლაციის მოლოდინები უარესდება. ამას ემატება მომხმარებელთა და ბიზნესის მოლოდინების შესუსტება, რაც S&P 500 ინდექსთან დაკავშირებულ რისკებს კიდევ უფრო ზრდის.

 

*გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.

თვალი ადევნე ბაზრის დინამიკას თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმაზე 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

WEEKEND
image სანდრო ბაზაძე მსოფლიოს თასის „Villa de Madrid”-ის ჩემპიონია

24.05.2025.20:35

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის მსოფლიოს თასი „Villa de Madrid”-ი მიმდინარეობს. ფინალში სანდრო ბაზაძემ თურქი სპორტსმენი დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.

ფინალურ შეხვედრამდე მან იტალიელი, რუმინელი, ჩინელი და ფრანგი მოწინააღმდეგეები დაამარცხა. ნახევარფინალში კი კორეელ მეტოქეს 15:13 სძლია.

სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა