როგორ დავუკავშიროთ ინვესტიციები ჩვენს მიზნებს და როგორ ვიმოქმედოთ ჭკვიანურად
ინვესტირება მხოლოდ ფინანსური სარგებლის მოსაპოვებელი საშუალება არ არის − ის ჩვენი მიზნების მიღწევის ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტია. ინვესტიცია უნდა შეესაბამებოდეს იმას, თუ რა გვსურს მომავალში − ვისწავლოთ? ვიშოვოთ ბინა? ვიცხოვროთ მშვიდად პენსიაზე გასვლის შემდეგ?
ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად შევაფასოთ რისკები. მაღალი შემოსავალი ყოველთვის ყველას იზიდავს, მაგრამ ის ხშირად მაღალი გაურკვევლობის ფასად მოდის
მოდით, განვიხილოთ პრაქტიკული რჩევები − როგორ მოვარგოთ ინვესტიციები სწორად ჩვენს მიზნებსა და რისკისადმი დამოკიდებულებას
რჩევა: დაყავი მიზნები კატეგორიებად (მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი) და თითოეულისთვის შეარჩიე შესაბამისი ინვესტიცია
მაღალი რისკი = მაღალი სარგებლის შანსი, მაგრამ ასევე დიდია დანაკარგის რისკი, მაგალითად:
რჩევა:
ინვესტიციები მოკლე პერიოდში შეიძლება არ იცვლებოდეს, იზრდებოდეს ან ეცემოდეს. თუმცა უმეტესად გრძელვადიან პერსპექტივაში ბაზრები ტენდენციურად იზრდება. წარმატებული ინვესტორები არ იღებენ სპონტანურ, ემოციურ გადაწყვეტილებებს
რჩევა:
ვალუტის კურსი: თუ ინვესტიციას უცხოურ ვალუტაში განახორციელებ, გაითვალისწინე, რომ კურსის ცვლილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს საბოლოო შემოსავალზე
ლიკვიდურობა: ზოგი აქტივი მარტივად იყიდება, ზოგი − როგორც უძრავი ქონება ან მცირე ბიზნესში წილი − გაყიდვისთვის მეტ დროს და ძალისხმევას მოითხოვს
საგადასახადო რეჟიმი: გაითვალისწინე, რომ სხვადასხვა ინვესტიციას განსხვავებული საგადასახადო დატვირთვა აქვს. ზოგ შემთხვევაში მოგება შეიძლება შემცირდეს გადასახადებით ან რეგულაციების გამო
ასე რომ, ფულის დაბანდება მხოლოდ სარგებლის მოლოდინი არ უნდა იყოს.
ინვესტიცია უნდა ემსახურებოდეს შენს მიზნებს, შეესაბამებოდეს შენს ფინანსურ რეალობას და რისკისადმი დამოკიდებულებას. სწორი დაგეგმვით, ინფორმირებული გადაწყვეტილებებითა და მოთმინებით შენ შეგიძლია ინვესტიციები იქცეს არა მარტო ფულის ზრდის საშუალებად, არამედ შენი ცხოვრების სტაბილური საყრდენად.
სხვა სიახლეები
გადაიხადე Kiwi Post-ის საიტზე საქართველოს ბანკის PLUS ბარათით და დააგროვე 10-ჯერ მეტ ქულა
07.02.2026.13:00
თუ ხარ საქართველოს ბანკის და Kiwi Post-ის მომხმარებელი შენი ამანათებით უკვე ქულების დაგროვებაა შესაძლებელი.
„გადაიხადე Kiwi Post-ის საიტზე PLUS ბარათით და დააგროვე 10-ჯერ მეტი PLUS ქულა.
Kiwi Post გეხმარება სწრაფად და მარტივად მიიღო ამანათები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან - კომფორტულად და უსაფრთხოდ“, - აღნიშნულია საქართველოს ბანკის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.
აქცია ძალაშია თებერვლის ბოლომდე!