რატომ უნდა შეუერთდე ემიგრანტების ფეისბუქ ჯგუფს?
ემიგრანტობის დროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე სწორი და გადამოწმებული ინფორმაციის მოძიებაა, განსაკუთრებით კი ფინანსურ საკითხებზე. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა migrants.ge | საქართველოს ბანკი ემიგრანტებისთვის– ჯგუფი, რომელიც მხოლოდ ემიგრანტებს აერთიანებს.
ნახე ყველა მიზეზი, თუ რატომ უნდა გაწევრიანდე ამ ჯგუფში, თუ ემიგრანტი ხარ:
ჯგუფში კითხვას უშუალოდ ბანკს უსვამ და პასუხს სწრაფად იღებ. ასე ყოველთვის გეცოდინება, რომ ინფორმაცია სანდოა და შეცდომაში არ შეგიყვანს.
ჯგუფი დახურულია, რაც ნიშნავს, რომ შენს შეკითხვებსა და კომენტარებს მხოლოდ წევრები და ბანკის წარმომადგენლები ნახულობენ. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლია ანონიმურადაც დაწერო, რომ კიდევ უფრო თავისუფლად დასვა კითხვები, რომლებიც პირად ფინანსებს ეხება.
აქციები, სპეციალური პირობები თუ შეთავაზებები – პირველად ყველაფერი ჯგუფში ქვეყნდება. ასე ყოველთვის საქმის კურსში ხარ და არ გამოგრჩება ახალი შესაძლებლობები.
არ აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობ: საბერძნეთში, იტალიაში, გერმანიაში თუ აშშ-ში. ჯგუფში ყოველთვის შეგიძლია ჩაერთო და დასვა კითხვები. კომუნიკაცია ხდება სწრაფად და მარტივად, ამიტომ დისტანცია პრობლემას არ წარმოადგენს.
ჯგუფში ემიგრანტები ხშირად უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას: როგორ გადაჭრეს კონკრეტული პრობლემა, რა გამოსავალი იპოვეს ან რა სერვისი გამოადგათ ყველაზე მეტად. ეს გამოცდილება ხშირად ისეთივე ღირებულია, როგორც ოფიციალური ინფორმაცია.
ჯგუფში მუდმივად ზიარდება ინფორმაცია იმ ღონისძიებებზე, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, იქნება ეს თბილისობა ათენში, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ირლანდიაში თუ ქართული წიგნის კუთხეები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.
თუ ჯერ კიდევ არ ხარ ჯგუფის წევრი, შემოგვიერთდი და მიიღე შენთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია პირველმა.
სხვა სიახლეები
გადაიხადე Kiwi Post-ის საიტზე საქართველოს ბანკის PLUS ბარათით და დააგროვე 10-ჯერ მეტ ქულა
07.02.2026.13:00
თუ ხარ საქართველოს ბანკის და Kiwi Post-ის მომხმარებელი შენი ამანათებით უკვე ქულების დაგროვებაა შესაძლებელი.
„გადაიხადე Kiwi Post-ის საიტზე PLUS ბარათით და დააგროვე 10-ჯერ მეტი PLUS ქულა.
Kiwi Post გეხმარება სწრაფად და მარტივად მიიღო ამანათები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან - კომფორტულად და უსაფრთხოდ“, - აღნიშნულია საქართველოს ბანკის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.
აქცია ძალაშია თებერვლის ბოლომდე!