რატომ უნდა აიღო მეორადი ავტოსესხი საქართველოს ბანკში?
თუ გსურს შენი ოცნების მანქანა და ეძებ მას უფრო ხელმისაწვდომ ფასად, მეორადი ავტომობილის შეძენა შეიძლება საუკეთესო გზა იყოს. მთავარი კითხვა ამ დროს ფინანსურ მხარეს და გადაფორმების პროცესებს ეხება — როგორ მოაგვარო ყველაფერი ისე, რომ ზედმეტი დრო და ენერგია არ დაკარგო?
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის სამ ფილიალში — ვაჟა-ფშაველას გამზ. №42-44, აკაკი ვასაძის ქ. №3 და 17 შინდისელი გმირის ქ. №16 — შეგიძლია ყველა პროცედურა ერთ სივრცეში გაიარო.
საქართველოს ბანკის მეორადი ავტოსესხი საშუალებას გაძლევს, მანქანის შეძენასთან ერთად ყველა საჭირო პროცედურა ერთ სივრცეში გაიარო — მარტივად, სწრაფად და კომფორტულად.
სესხის აღებასთან ერთად შეგიძლია, იმავე ფილიალში გადმოიფორმო მანქანა. აღარ არის საჭირო სხვადასხვა დაწესებულებაში სიარული — ყველა პროცესი შეგიძლია ერთი ვიზიტით გაიარო.
ყველაფერი, რაც მანქანის ოფიციალურად გაფორმებას სჭირდება — ტექპასპორტი და ნომრები — შეგიძლია პირდაპირ ფილიალშივე მოაგვარო.
• სესხის ლიმიტი: 2 000 – 30 000 ლარი
• ვადა: მინიმუმ 3 თვე, მაქსიმუმ 6 წელი
• საპროცენტო განაკვეთი: ეფექტური ლარში 17%-დან
ყველა პროცედურა — სესხის აღება, გადაფორმება და დოკუმენტების მიღება — ერთ ადგილზე სრულდება. აღარ არის საჭირო სხვადასხვა უწყებაში სიარული.
შენი ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით შეგიძლია თავად აირჩიო, როგორი გადახდის გრაფიკი მოგერგება — თვეების რაოდენობა და თანხის განაწილება მაქსიმალურად მორგებულია შენზე.
ყველა პროცედურის გავლა — სესხის აღება, გადაფორმება და დოკუმენტების მიღება — შეგიძლია საქართველოს ბანკის შემდეგ ფილიალებში:
• ვაჟა-ფშაველას გამზ. №42-44
• აკაკი ვასაძის ქ. №3
• 17 შინდისელი გმირის ქ. №16
თუ უკვე იპოვე შენი ოცნების მანქანა ან უბრალოდ გსურს მეტი ინფორმაცია, შეავსე განაცხადი და ჩვენი წარმომადგენლები დაგიკავშირდებიან დეტალური კონსულტაციისთვის.
სხვა სიახლეები
გადაიხადე Kiwi Post-ის საიტზე საქართველოს ბანკის PLUS ბარათით და დააგროვე 10-ჯერ მეტ ქულა
07.02.2026.13:00
თუ ხარ საქართველოს ბანკის და Kiwi Post-ის მომხმარებელი შენი ამანათებით უკვე ქულების დაგროვებაა შესაძლებელი.
„გადაიხადე Kiwi Post-ის საიტზე PLUS ბარათით და დააგროვე 10-ჯერ მეტი PLUS ქულა.
Kiwi Post გეხმარება სწრაფად და მარტივად მიიღო ამანათები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან - კომფორტულად და უსაფრთხოდ“, - აღნიშნულია საქართველოს ბანკის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.
აქცია ძალაშია თებერვლის ბოლომდე!