მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

რატომ არის ფიროსმანი ყველაზე დიდი ქართველი მხატვარი

news image

გიზიარებთ ბლოგს: ნიკო ფიროსმანის სახელი დღეს ყველა ქართველისთვის კარგად ნაცნობია და მისი ნამუშევრების უნიკალურობის შემჩნევაც არავის უჭირს. რეალურად კი, თვითნასწავლი გენიოსის შემოქმედება დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნეველი რჩებოდა, როცა მისი ნიჭის მასშტაბებს დროისა და სივრცის გადალახვის პოტენციალი ჰქონდა. საბედნიეროდ, დიდებული მხატვრების ქმნილებები ადრე თუ გვიან ხელოვნებაში კუთვნილ ადგილს იკავებს და ასეთია ნიკო ფიროსმანის ისტორიაც, რომელიც ქართული მხატვრობის სიმბოლოდაც იქცა და საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა.

თვითნასწავლი მხატვრის ცხოვრება

ნიკო ფიროსმანაშვილი კახეთის სოფელ მირზაანში, გლეხების ოჯახში, დაიბადა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფიროსმანი საცხოვრებად თბილისში გადავიდა. მართალია, ფიროსმანს სპეციალური მხატვრული განათლება არასდროს მიუღია, თუმცა მხატვრობის მიმართ დიდ ინტერესს ავლენდა და ხშირად ხატავდა. თავდაპირველად ფიროსმანი სარეკლამო აბრების შეკვეთებს იღებდა, გარკვეული პერიოდი რკინიგზის გამცილებლადაც მუშაობდა, შემდეგ კი ვაჭრობაში სცადა ბედი.  ძველი თბილისი, მედუქნეები, ხელოსნები — სწორედ ეს იყო ფიროსმანის ყოველდღიურობა, რის კვალსაც მხატვრის შემოქმედებაში ვხედავთ. მოგვიანებით, ფიროსმანი სწორედ მედუქნეებთან და მიკიტნებთან აფარებდა თავს, სანაცვლოდ კი, მათი შეკვეთით დუქნებისა და ფარდულების კედლებზე აბრებსა და შესაბამისი შინაარსის სიუჟეტებს ხატავდა. ასე იქმნებოდა დაუფასებელი გენიოსის შედევრები, რომლებიც მოგვიანებით აღმოაჩინეს, კედლის მხატვრობის ნაწილს კი ჩვენამდე აღარ მოუღწევია.

მხატვრობის უნიკალური სტილი

იმის მიუხედავად, რომ ფიროსმანის ნამუშევრების თემები, სიუჟეტები თუ პერსონაჟები განსხვავებული და მრავალფეროვანია,  უნიკალური სტილის აღმოჩენა ყოველ ნახატშია შესაძლებელი. ფიროსმანის ნახატები დეტალების სრულყოფაზე არ ფოკუსირდება და არც ელემენტებით არის დატვირთული, არამედ თითოეული სიუჟეტის უკან მდგარ იდეას თუ პერსონაჟის შინაგან სამყაროს უსვამს ხაზს. ნამუშევრების მნახველებს კი ასეთი მინიმალიზმი აძლევს საშუალებას, რომ ყურადღება ემოციურ ან სიუჟეტურ მხარეზე გაამახვილონ.

“ფიროსმანის მხატვრული ხედვა და მისი გამოსახვის მანერა შუასაუკუნეების ქართული ფრესკებიდან და ხელნაწერების ილუსტრაციებიდან, საეკლესიო არქიტექტურიდან, ხალხური შემოქმედების ნიმუშებიდან და სხვა წყაროებიდან იღებს სათავეს. მან ყოველივე ამის გადამუშავება და თანამედროვედ გადააზრება შეძლო, სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი. მხატვარი ყველაფერს უკვირდებოდა, ითვისებდა და გადაიაზრებდა, ყველაფერს საკუთარი ხედვის პრიზმაში ატარებდა და ახალ მხატვრულ სახეებად აქცევდა. ფიროსმანი წარსულის დიდ ტრადიციას ეყრდნობოდა და ამასთან, მატარებლების და ფოტოგრაფიის ეპოქის მხატვარი იყო”, — ასე აფასებს ფიროსმანის უნიკალურ სტილს ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კინწურაშვილი.

სიუჟეტები და პერსონაჟები

ფიროსმანის ნამუშევრების თემატიკაში დიდ როლს სწორედ იმდროინდელი სოციალური გარემო თამაშობს. ფიროსმანის ნახატებში დიდი ადგილი უჭირავს ქეიფის სცენებს, რომლებიც ზოგჯერ პეიზაჟის ფონზეც არის გაშლილი. ამასთანავე, ფიროსმანის პერსონაჟების უმეტესობა ისეთი უბრალო ადამიანებია, როგორებიცაა “მეეზოვე”, “მეთევზე”, “შეშის გამყიდველი ბიჭი”, “ძიძა” და ა.შ. მხატვარს სოფლის ცხოვრებაც იზიდავდა და მის შემოქმედებაში ანიმალისტურ ჟანრს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ნამუშევრებს შორის კი არის “ირემი”, “ჟირაფი”, “შავი ლომი” და სხვა. გარდა ამისა, ფიროსმანი ისტორიულ პიროვნებებსაც ხატავდა, როგორებიცაა “თამარ მეფე”, “ერეკლე მეორე”, “გიორგი სააკაძე” და ასე შემდეგ.

“ძირითადად ფიროსმანი ხატვადა იმას, რაც მის გარშემო იყო. ზოგ შემთხვევაში, ბევრი რამ შეიძლება ნანახიც არ ჰქონდა და მისთვის მხოლოდ ღია ბარათიდან ან ფოტოდან იყო ნაცნობი, მაგრამ ვისაც და რასაც ხატავდა, მის პერსონაჟად, მის გარემოდ, მისი ხედვის პროდუქტად იქცეოდა. ეს იმიტომ, რომ ფიროსმანს ჩამოყალიბებული ჰქონდა საკუთარი ხედვის შესატყვისი ორიგინალური მხატვრული სისტემა. მან შექმნა საკუთარი კოსმოსი — სამყარო, რომელსაც შეუცდომლად ამოიცნობთ. განსაკუთრებით სრულყოფილად მიმაჩნია მხატვრის ის ნამუშევრები, სადაც თითო ფიგურაა გამოსახული: მეთევზე, ჟირაფი, მეეზოვე, ორთაჭალის ტურფა და სხვა. აქ მისი კომპოზიციები ლაკონიური, შეკრული და დიდი შინაგანი მუხტის მატარებელია. ასეთ ნამუშევრებში ფიროსმანი მხატვრული ფორმის განსაკუთრებულ სრულყოფილებას აღწევს”, — აღნიშნა ქეთევან კინწურაშვილმა.

მსოფლიო აღიარება

ფიროსმანის აღმოჩენასა და მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობების შეგროვებაში განსაკუთრებული წვლილი ილია და კირილ ზდანევიჩებს მიუძღვით. ილია ზდანევიჩი პირადად ფიროსმანისგან მოსმენილ ისტორიებს იწერდა, მალევე კი ფიროსმანის შემოქმედებით მხატვარი დიმიტრი შევარდნაძეც დაინტერესდა. ფიროსმანის ნამუშევრები 1918 წელს თბილისში, ქართველ მხატვართა პირველ დიდ გამოფენაზე, იყო წარმოდგენილი. 1920-იან წლებში ფიროსმანის შესახებ პერიოდულ პრესაში იწერებოდა და მისდამი მიძღვნილი კრებულიც გამოიცა.

ფიროსმანის ნამუშევრების პირველი მნიშვნელოვანი ჩვენება საბჭოთა კავშირის გარეთ 1969 წლის გაზაფხულზე პარიზში, ლუვრის სასახლეში მდებარე დეკორატიული ხელოვნების მუზეუმში, გამართა, რაც ქეთევან კინწურაშვილის შეფასებით, საბჭოთა პერიოდისთვის უპრეცედენტო მოვლენა იყო. 50 წლის შემდეგ, 2019 წელს, ფიროსმანის ნამუშევრები ვენაში, ალბერტინას მუზეუმში, გამოიფინა. გასულ წელს კი ფიროსმანის ნამუშევრები ბაზელში ისეთი მნიშვნელობის მუზეუმში იყო წარმოდგენილი, როგორიც ბაიელერის კოლექციის მუზეუმია.

გავლენა ქართულ ხელოვნებაზე

“ჩემი აზრით, იგი იყო ერთადერთი მხატვარი, რომელმაც ნამდვილი ხალხური გადმოცემის სიცხოველით მოგვცა მთელი XIX საუკუნის ქართული ყოფა-ცხოვრება”, — წერს ფიროსმანის შესახებ დიმიტრი შევარდნაძე. კირილ ზდანევიჩს ფიროსმანისადმი მიძღვნილ წიგნში კი დავით კაკაბაძის შემდეგი სიტყვები მოჰყავს: “როდესაც მე პირველად ვნახე ნიკოს ნამუშევრები 1913 წელს, უკიდურესად განცვიფრებული დავრჩი ამ არაჩვეულებრივი მხატვრით, რომლის მსგავსიც მანამდე არაფერი მენახა. ოცნებად მექცა მუდამ გვერდით მქონოდა ნიკოს სურათები, მათში ამომეკითხა ფერწერის სიბრძნე, მესწავლა მისგან. მანამდე, მხატვრებიდან არავისთან შევხვედრივარ საქართველოს ისეთ განცდას, როგორიც ნიკოსთან ამოვიკითხე”.

ფიროსმანმა დიდი გავლენა მოახდინა ლადო გუდიაშვილზეც, რომელიც მხატვარს თავის ჩანაწერებში ასე იხსენებს: “მახსოვს, ერთხელ შევიყვანეთ მხატვართა საზოგადოების კრებაზე. პასუხს იძლეოდა მოკლედ, ლაპარაკობდა ცოტას, დაინტერესდა ორატორებით. ‘ჰოდა, რა გვინდა, ძმებო, იცით? — თქვა მან, — უსათუოდ საჭიროა ავაშენოთ დიდი ხის სახლი სადმე, ქალაქის შუაგულში, რომ ყველასათვის იყოს ახლოს. ავაშენოთ დიდი სახლი, რომ შევიყარნეთ ხოლმე, ვიყიდოთ დიდი სტოლი და სამოვარი, ვსვათ ჩაი, ბევრი ვსვათ და ვილაპარაკოთ მხატვრობაზე. თქვენ კი ეს არ გინდათ, თქვენ სულ სხვას ლაპარაკობთ'”. გარდა იმისა, რომ ფიროსმანის შემოქმედება და თავად პიროვნება ბევრი ქართველი მხატვრისთვის შთაგონების წყაროდ იქცა, ფიროსმანის შესახებ ბიოგრაფიული ფილმიც გადაიღეს და ასევე, მისდამი მიძღვნილი პიესები და მუსიკალური ნაწარმოებები დაიწერა.

“ფიროსმანმა ერთგვარი სიმბოლოს ხასიათი შეიძინა. მასში თითქოს თავმოყრილია ყველაფერი საუკეთესო, რაც ქართულ ხელოვნებასა და კულტურას ახასიათებს, რაღაც ძალიან ძირეული, ადგილობრივი, რაც ამავე დროს საყოველთაოა. ფიროსმანის ერთ-ერთი მახასიათებელი სიცხადეა. მაშინაც, როცა სურათი მრავალპლანიანია და მრავალფიგურიანი, ყოველი დეტალი იკითხება გარკვევით — როგორც ქართულ დამწერლობაში თითო ასო თითო ბგერას გამოხატავს. ეს არის მიწის და სივრცის, ჰორიზონტის და ცენტრის, სახლის შეგრძნება, როდესაც შენ იმ სამყაროს შუაგულში ექცევი, რომელიც გადახსნილია შენ თვალწინ და თავს “შინ” გრძნობ”, — დასძინა ქეთევან კინწურაშვილმა.

SOLO Talks-ის ფარგლებში, 3 ოქტომბერს ქეთევან კინწურაშვილი შეხვედრას გამართავს თემაზე “ფიროსმანი, ძმები ზდანევიჩები და ტფილისური ავანგარდი”. რამდენად თანამედროვე იყო ფიროსმანის მხატვრობა, რამდენად შეესატყვისებოდა მისი მხატვრული “ენა” თანადროულ ეპოქას, როგორ “აღმოაჩინეს” ის ძმებმა ზდანევიჩებმა, როგორ იცვლებოდა დამოკიდებულება ფიროსმანის მიმართ ათწლეულების განმავლობაში — შეხვედრაზე სწორედ ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე იქნება საუბარი. შეხვედრაზე დასწრება უფასოა, რეგისტრაციას კი ამ ბმულზე შეძლებთ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

WEEKEND
image სიახლე თიბისის მობაილბანკში - გაიაქტიურე სმარტ პორტფელი და დაიწყე ინვესტირება მარტივად

22.03.2025.00:00

ინვესტირებისას, ხშრიად ყველაზე რთული, პირველი ნაბიჯის გადადგმაა, როდესაც არ იცი საიდან დაიწყო. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას ინოვაციური პროდუქტი - სმარტ პორტფელები დაემატა - შენს მიზნებზე მორგებული და ავტომატურად მართვადი.

 

შენი მიზნებისა და რისკიანობის დასადგენად, საინვესტიციო პლატფორმაზე შეავსე მარტივი კითხვარი. პასუხების მიხედვით განისაზღვრება რომელია შენთვის რეკომენდებული სმარტ პორტფელი - კონსერვატიული, დაბალანსებული, თუ დინამიური.

 

შესაძლებლობა გაქვს შენთვის რეკომენდებული, ან შენთვის სასურველი პორტფელი აირჩიო.

 

კონსერვატიული პორტფელი გათვლილია იმ მიმხმარებლებზე რომლებიც სტაბილურობას ანიჭებენ უპირატესობას და მზად არიან, ნაკლები რისკის სანაცვლოდ, შედარებით მცირე სარგებელი მიიღონ. რისკი და სარგებელი - დაბალი.  

 

დაბალანსებული პორტფელი გათვლილია იმ მომხმარებლებზე, ვისაც საშუალოვადიან პერსპექტივაში თანხის დაბანდება და საფონდო ბირჟის ზრდის ტენდენციით სარგებლის მიღება სურთ. რისკი და სარგებელი - საშუალო.  

 

დინამიური პორტფელის მიზანი გრძელვადიან პერიოდში მაქსიმალური სარგებლის მიღებაა და ის გათვლილია ისეთ ინვესტორებზე, რომელთაც შედარებით მაღალი რისკი და მერყეობა არ აშინებთ. რისკი და სარგებელი - მაღალი.  

 

სმარტ პორტფელი უზრუნველყოფს:  

 

დივერსიფიკაციას - თანხა ნაწილდება სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო აქტივებში (გლობალურ ბაზარზე წარმოდგენილი კომპანიების აქციებში და ობლიგაციებში), რაც ამცირებს რისკს და უზრუნველყოფს პორტფელის სტაბილურობას.

 

ზრდას - პორტფელი მზარდი აქტივებითაა დაკომპლექტებული, რომელთა მიმართაც ანალიტიკოსებს პოზიტიური მოლოდინები აქვთ და რომლებიც ზრდის დინამიკით გამოირჩევიან. 


 
რებალანსირებას - სისტემა ავტომატურად აბალანსებს პორტფელს - ზრდის ან ამცირებს პოზიციებს იმისთვის, რომ წინასწარ განსაზღვრული სამიზნე პარამეტრები და სტრატეგია მუდმივად იყოს შენარჩუნებული. სისტემა პორტფელის რებალანსირებას და შედეგების მონიტორინგს ყოველდღიურად უზრუნველყოფს.

 

სიმარტივეს - შენ არ გჭირდება ფინანსური ბაზრის შესწავლა და კომპანიების ფინანსური შედეგების მონიტორინგი. სმარტ პორტფელი თავად არჩევს საინვესტიციო აქტივების სიას და ამით მარტივად პასუხობს შენს მთავარ შეკითხვას - რა უნდა ვიყიდო?

 

ხელმისაწვდომობას - პორტფელი დაბალდანახარჯიანი აქტივებისაგან შედგება და მომსახურების წლიური საკომისიო პორტფელის 0.8%-ს შეადგენს. პორტფელის მინიმალური ინვესტიციის მოცულობა კი  მხოლოდ $20-ია.

 

ანგარიშზე თანხის ასახვას საშუალოდ 2 სამუშაო დღე სჭირდება. თანხის ასახვის შემდეგ, სისტემა მის ინვესტირებას და მართვას ავტომატურად უზრუნველყოფს.

 

თანხის გატანისთვის სმარტ პორტფელის პანელიდან სასურველი თანხის მოცულობა უნდა აირჩიო და შესაბამისი ბრძანება მონიშნო. მას შემდეგ, რაც სისტემა პოზიციების დახურვას უზრუნველყოფს, თანხა საბანკო ანგარიშზე დაგერიცხება და საშუალოდ 3 სამუშაო დღეში ანგარიშზე აგესახება.

 

შერჩეული პორტფელის სტრუქტურა წინასწარაა განსაზღვრული და მისი შეცვლა არ შეგიძლია. თუმცა, თავად პორტფელის სხვა პორტფელით ჩანაცვლება ნებისმიერ დროს შეგიძლია. არსებული აქტივების გაყიდვას და ახლის შეძენას გარკვეული დრო სჭირდება.

 

სმარტ პორტფელების არაერთი უპირატესობის მიუხედავად, გაითვალისწინე, რომ ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, აქტივების ღირებულება შემცირდეს. შესაბამისად, საბაზრო რყევების სრულად დაზღვევას სმარტ პორტფელი ვერ უზრუნველყოფს.

 

ასევე, საინვესტიციო სტრატეგია ყოველთვის სასურველ შედეგს ვერ აჩვენებს და შესაძლოა, პორტფელის რეალური ამონაგები პროგნოზირებულზე ნაკლები აღმოჩნდეს, ან სასურველი შედეგის მიღებას, მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდეს.

 

გაიგე რომელია შენს მიზნებზე მორგებული სმარტ პორტფელი და დაიწყე ინვესტირება მარტივად.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა