მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7098.1
-0.0024
flag
AZN 1.5741
-0.0005
flag
CNY 38.756
-0.0013
flag
EUR 3.148
-0.0086
flag
GBP 3.6067
-0.0042
flag
KZT 53.78
-0.0059
flag
TRY 0.061
-0.0002
flag
USD 2.676
-0.0009

რატომ არის AmEx ბარათი საუკეთესო Black Friday-ზე შოპინგისთვის

news image

სულ მალე შოპინგის მოყვარულებისთვის წლის მთავარი დღე – Black Friday დადგება. ამ დღეს აბსოლუტურად ყველა მაღაზია ფასდაკლებას გვთავაზობს, ჩვენი მიზანი კი რაც შეიძლება ბევრი რამის შეძენაა, რადგან ასეთ განსაკუთრებულ შეთავაზებებს სხვა დროს მხოლოდ PLUS-ის დაბადების დღეზე თუ გამოვკრავთ ხელს. 5 ივლისმა უკვე ჩაიარა, ახლა კი ამ სეზონისთვის გვჭირდება სასურველი ნივთების მომარაგება.

რადგანაც ჩვენი სურვილების სია, როგორც წესი, საკმაოდ გრძელია ხოლმე, ფასდაკლებების მიუხედავად, ფინანსებზე ფიქრი არ გვასვენებს ხოლმე. იმისათვის, რომ არც შოპინგის ამ საყოველთაო დღესასწაულზე დარჩე გულდაწყვეტილი და თან ხელსაყრელი ფინანსური გადაწყვეტილება მიიღო, ასეთ ოპტიმალურ გამოსავალს AmEx ბარათი გთავაზობს.

AmEx ბარათს უამრავი უპირატესობა აქვს, ქვემოთ კი რამდენიმე ძირითადად მიზეზზე გეტყვით, რატომაც არის ასეთ დროს საკრედიტო AmEx ბარათით სარგებლობა საუკეთესო გადაწყვეტილება.

იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით

ეს ბარათის მთავარი უპირატესობაა. Black Friday-ზე, როცა მაღაზიებს მოივლი და უამრავი რაღაცის ყიდვა მოგინდება, არ არის აუცილებელი, რომ საკმარისი ფული ყველაფრისთვის გქონდეს. ასეთ დროს გადახდას AmEx ბარათით უმარტივესად შეძლებ, რადგან დამტკიცებული ლიმიტის გამოყენება სასურველ დროს შეგიძლია.

პროცენტის გარეშე სარგებლობა

AmEx ბარათით სარგებლობა პროცენტის გარეშეც შეგიძლია, ანუ დააბრუნებ იმდენს, რამდენიც გახარჯე. როცა ლიმიტით ისარგებლებ, კონკრეტულ დღეს გაიგებ, რა თანხა გექნება დასაბრუნებელი იმისთვის, რომ უპროცენტოდ ისარგებლო. თუ ამ თანხას დაანგარიშების თარიღიდან 25 დღეში შემოიტან, დამატებით არაფრის გადახდა მოგიწევს.

MR ქულები

AmEx ბარათით ყველა გადახდაზე MR ქულებს დააგროვებ, დაგროვილ ქულებს კი პარტნიორ ობიექტებში ან PLUS ქულებში გადაცვლი. ქულების დაგროვება შეგიძლია AmEx-ის პარტნიორ ნებისმიერ ფიზიკურ თუ ონლაინ მაღაზიაში და ასევე საზღვარგარეთ შოპინგისას ან უცხოურ ვებსაიტებიდან გამოწერისას.

შეთავაზებები

AmEx ბარათზე ხშირად შეხვდები შეთავაზებებს, მაგალითად კონკრეტულ ობიექტებში დააგროვებ გაცილებით მეტ MR ქულას ან ისარგებლებ მაღალპროცენტიანი ფასდაკლებით. შეთავაზებები მუდმივად ახლდება, მათი სარგებლობით კი ხარჯები გაცილებით დაგეზოგება. თანაც Black Friday-ის კვირაში განსაკუთრებული შეთავაზებები გელოდება:

  • 26 ნოემბერს Veli-ზე გადახდისას 30% MR ქულას (მაქსიმუმ 150 ლარის) უკან დაიბრუნებ.
  • 27 ნოემბერს ICR-ში, Afflelou-სა და Voulez-Vous-ში MR ქულებით გადახისას 30% ფასდაკლება გექნება.
  • 29 ნოემბერს კი ყველა გადახდაზე 10-ჯერ მეტ MR ქულას დააგროვებ (მაქსიმუმ 10 000)

ეს უპირატესობების მცირე ჩამონათვალია, დანარჩენს კი ბარათის ყოველდღიურად გამოყენების პროცესში შეიგრძნობ და თავადვე დარწმუნდები, რომ AmEx-თან ერთად შოპინგი კიდევ უფრო სასიამოვნოა. მობილ ან ინტერნეტბანკით გაიგე, რამდენია შენი ლიმიტი, შეუკვეთე სამი ტიპის AmEx ბარათიდან სასურველი და Black Friday-ზე იყიდე ყველაფერი, რაც გინდა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

WEEKEND
image გადაიხადე Kiwi Post-ის საიტზე საქართველოს ბანკის PLUS ბარათით და დააგროვე 10-ჯერ მეტ ქულა

07.02.2026.13:00

თუ ხარ საქართველოს ბანკის და Kiwi Post-ის მომხმარებელი შენი ამანათებით უკვე ქულების დაგროვებაა შესაძლებელი.

„გადაიხადე Kiwi Post-ის საიტზე PLUS ბარათით და დააგროვე 10-ჯერ მეტი PLUS ქულა.

Kiwi Post გეხმარება სწრაფად და მარტივად მიიღო ამანათები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან - კომფორტულად და უსაფრთხოდ“, - აღნიშნულია საქართველოს ბანკის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში. 

აქცია ძალაშია თებერვლის ბოლომდე!

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა