რას სთავაზობს „ეკოვუდი“ მომხმარებელს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით
ნატურალური ხის მასალებისა და ხის დასამუშავებელი ლაქ-საღებავების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი „ეკოვუდი“ 10 წლისაა. იუბილესთან დაკავშირებით კომპანია 13, 14 და 15 ივნისს მომხმარებლებს 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს ხის სხვადასხვა სახეობისგან დამზადებულ პროდუქციაზე. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის კორპორატიული გაყიდვებისა და მარკეტინგის ხემძღვანელმა გიორგი სრესელმა განუცხადა. მისივე თქმით, ფასდაკლება იმოქმედებს შემდეგი თანმიმდევრობით :
13 ივნისი – ფიჭვის მასალა;
14 ივნისი – ლარიქსი;
15 ივნისი – ტროპიკული ხე.
გარდა ამისა, სამი დღის განმავლობაში -25%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს ყველა საჭირო ხის დაცვით და დასამუშავებელ საშუალებაზე:
დამცავი ლაქები;
ზეთები და საღებავები;
ანტისეპტიკები;
ცეცხლსაწინააღმდეგო ხსნარები.
ცნობისთვის, კომპანიამ ათი წლის განმავლობაში მოახერხა შეექმნა ძლიერი და პროფესიონალი გუნდი, გაეფართოვებინა წარმოება და დაენერგა თანამედროვე ტექნოლოგიები, ჩამოეყალიბებინა მტკიცე მიწოდების ჯაჭვი, ხელი შეეწყო ხის ნარჩენების რაციონალურ გამოყენებას.
კომპანიამ 2022 წელს განახორციელა 1 700 000 ლარის ინვესტიცია, ნატახტარში აშენდა 8000 კვ.მ ზე სასაწყობე მეურნეობა და გაიმართა საწარმოო ხაზი.
დღის ტოპ 10 სიახლე
ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს იანვარში ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა - წლიური ზრდა 17.5%-ია
სხვა სიახლეები
გადაიხადე Kiwi Post-ის საიტზე საქართველოს ბანკის PLUS ბარათით და დააგროვე 10-ჯერ მეტ ქულა
07.02.2026.13:00
თუ ხარ საქართველოს ბანკის და Kiwi Post-ის მომხმარებელი შენი ამანათებით უკვე ქულების დაგროვებაა შესაძლებელი.
„გადაიხადე Kiwi Post-ის საიტზე PLUS ბარათით და დააგროვე 10-ჯერ მეტი PLUS ქულა.
Kiwi Post გეხმარება სწრაფად და მარტივად მიიღო ამანათები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან - კომფორტულად და უსაფრთხოდ“, - აღნიშნულია საქართველოს ბანკის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.
აქცია ძალაშია თებერვლის ბოლომდე!