რა ღონისძიებები გაიმართება თბილისსა და რეგიონებში 26 მაისს
საქართველო დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისთვის ემზადება - სამხედრო კომპონენტი, ცერემონიის მთავარი ნაწილი იქნება.
სამხედრო ტექნიკა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გამოიფინება. წელს ეროვნულ დღესასწაულზე სამხედრო ფიცს 700-მდე წვევამდელი დადებს.
ღონისძიების ოფიციალურ ნაწილთან ერთად, დაგეგმილია გასართობი და შემეცნებითი აქტივობები.
სხვა სიახლეები
24.05.2025.20:35
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის მსოფლიოს თასი „Villa de Madrid”-ი მიმდინარეობს. ფინალში სანდრო ბაზაძემ თურქი სპორტსმენი დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.
ფინალურ შეხვედრამდე მან იტალიელი, რუმინელი, ჩინელი და ფრანგი მოწინააღმდეგეები დაამარცხა. ნახევარფინალში კი კორეელ მეტოქეს 15:13 სძლია.
სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.