ყველა პროექტი არის რისკის შემცველი, მაგრამ როდესაც სახელმწიფოს მხარდაჭერის იმედი გაქვს, ეს არის ძალიან დიდი ძალის მომცემი - „ჯივიენის“ თანადამფუძნებელი
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში მოქმედი კომპანიის „ჯივიენი“ კაკლის შემნახველ-გადამმუშავებელი საწარმო, სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში ერთდროულად, 300 ტონა კაკლის შენახვა-გადამუშავებაა შესაძლებელი. კომპანიამ საწარმოს მოსაწყობად ისარგებლა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტით და „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამით“, პროდუქციის გადამმუშავებელი დანადგარების შესაძენად კი მიიღო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საგრანტო დაფინსება.
საწარმოში 10 ადგილობრივია დასაქმებული. პროდუქცია ადგილობრივი ბაზრისთვის მზადდება. „როდესაც გრძნობ მხარდაჭერას, უფრო იმედიანად იწყებ პროექტს. დამეთანხმებით, ყველა პროექტი არის რისკის შემცველი, მაგრამ როდესაც სახელმწიფოს მხარდაჭერის იმედი გაქვს, ეს არის ძალიან დიდი ძალის მომცემი“, - აღნიშნავს კომპანიის „ჯივიენი“ თანადამფუძნებელი ლევან მილდიანი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წელს თელავში კაკლის შემნახველ-გადამმუშავებელ საწარმო „ჯივიენი" სახელმწიფოსა და USAID-ის სმხარდაჭერით ამოქმედდა
საწარმოში, ჯამურად, დაახლოებით 2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა: USAID-ის გრანტი 75,000 აშშ დოლარი, ხოლო სახელმწიფო თანადაფინანსება - 500,000 ლარი.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
15.06.2025.23:00
უნგრეთში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს ძიუდოში. მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ).
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ლიპარტელიანმ ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც სენიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალამდე ეთერ ლიპარტელიანმა სამხრეთკორეელი ჯუჰე კიმი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია კურბონმამედოვა და ფინელი ფილალ სალონელი დაამარცხა. ნახევარფინალში კი თურქმენეთის სახელით მოასპარეზე მაია პარდაიევას სძლია.
ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.