ნოემბრის პირველი ტესტ-მატჩისთვის საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ნოემბრის პირველი ტესტ-მატჩისთვის საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია.
სიახლეა ის ფაქტი, რომ 10 ნოემბერს ახალი ზელანდიის „მაორებთან“ შეხვედრაში „ბორჯღალოსნებს“ ვასილ ლობჟანიძე გაუძღვება, რომელიც ეროვნული გუნდის ისტორიაში რიგით 35-ე კაპიტანი იქნება.
მომავალი შეხვედრა განსაკუთრებულია 36 წლის ალექსანდრე თოდუასთვის, რომელიც ნაკრების შემადგენლობაში 115-ე შეხვედრას ჩაატარებს და მერაბ კვირიკაშვილს გაუთანაბრდება.
სხვა სიახლეები
15.06.2025.23:00
უნგრეთში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს ძიუდოში. მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ).
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ლიპარტელიანმ ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც სენიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალამდე ეთერ ლიპარტელიანმა სამხრეთკორეელი ჯუჰე კიმი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია კურბონმამედოვა და ფინელი ფილალ სალონელი დაამარცხა. ნახევარფინალში კი თურქმენეთის სახელით მოასპარეზე მაია პარდაიევას სძლია.
ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.