მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

Nike (NKE) ოლიმპიური თამაშების ფონზე გაყიდვების ზრდას მოელის

news image

გიზიარებთ ბლოგს:  Nike (NKE) ზაფხულში დაგეგმილ ოლიმპიურ თამაშებზე იმედს ამყარებს და სჯერა, რომ სპორტულიმოვლენა მას ბაზარზე პოზიციების გამყარებაში დაეხმარება.

 

პარიზში გასამართ ღონისძიებაზე Nike (NKE) ოლიმპიური გუნდებისთვის ახალ სამოსს წარადგენს. ის მიზნად ისახავს დაამტკიცოს, რომ არამხოლოდ პროფესიონალი სპორტსმენების, არამედ ყველაიმ ადამიანის მთავარი არჩევანია, რომლებიც სპორტული აქტივობით გატაცებული არიან ანყოველდღიურობაში მეტი კომფორტი სურთ.

 

ანალიტიკოსები თვლიან, რომ გაყიდვებში მცირე იმედგაცრუებების ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ოლიმპიური თამაშები ბრენდისთვის ახალ შესაძლებლობას წარმოადგენს. როგორც აშშ-ს გუნდისოფიციალური მიმწოდებელი, Nike (NKE) მიზნად ისახავს, წარმოადგინოს მაღალი ხარისხისპროდუქტები, განსაკუთრებულ ფოკუსში კი მისი სარბენი ფეხსაცმელია.

 

Nike (NKE) -ის ცნობილი ფეხსაცმელი, რომელსაც ისინი ოლიმპიადაზე წარადგენენ, ძირითადადგანკუთვნილია მოყვარული მორბენალებისთვის, რომლებიც არ არიან წინააღმდეგი, Nike Alphafly 3-ის უახლესი მოდელის შესაძენად $285 დახარჯონ (შედარებისთვის, Adidas-ის მსგავსი მოდელიAdizero Adios Pro 3-ს ფასი $250-ია).

 

ბრენდები - On Running, Hoka და Lululemon -  Nike (NKE) -სგან ბაზრის წილს იღებენ. სპორტულისამოსისა და ფეხსაცმლის მწარმოებელ გიგანტს ჩრდილქვეშ ისიც აყენებს, რომ ბოლო დროს სულუფრო მეტი მომხმარებელი გადაერთო Nike (NKE)-ის ე.წ საკალათბურთო ფეხსაცმლიდანყოველდღიურ ფეხსაცმელზე (ამის კარგი მაგალითია ბუმი Adidas Samba-ს გარშემო).

 

3 კვირის წინ Nike (NKE)-მა განაცხადა, რომ მისი შემოსავალი 2025 ფინანსური წლის პირველინახევრისთვის შემცირდება. ასევე აღნიშნეს, რომ პოპულარულ ფეხსაცმელებზე (მათ შორის Air Force 1) შეკვეთებს შედარებით მოუკლებენ, რათა მეტი კონცენტრირება ახალი, ინოვაციური პროდუქტებისშემუშავებაზე მოახდინონ.

 

Nike (NKE) -მა, რომელმაც 2023 წლის 31 მაისამდე $51,2 მილიარდის შემოსავალი მიიღო, მნიშვნელოვნად აჭარბებდა Adidas-სა და Lululemon-ს. თუმცა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომNike (NKE)-ის გაყიდვების წლიური ზრდა, აღნიშნული ბრენდების, ზრდაზე (2024, 2025 და 2026 წლებში) ნაკლები აღმოჩნდება.

 

ექსპერტების აზრით, როდესაც საზოგადოება ოლიმპიელებს იხილავს, თუ როგორ აღწევენ საოცარშედეგებს და ეს ყოველივე Nike (NKE)-ის აღჭურვილობის თანხლებით ხდება, შესაძლოა ფაქტმა მეტი მყიდველი წაახალისოს - აირჩიონ Nike (NKE).

 

გასული წლის ბოლოს, Nike (NKE)-ის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ისინი მეტ ყურადღებასსარბენ ფეხსაცმელზე გაამახვილებენ, იმ მიმართულებით, რომელშიც Nike (NKE)-ს კონკურენციაჩამორჩება. კომპანია ასევე მიზნად ისახავს, გაყიდოს ხელმისაწვდომი ფასის სარბენი ფეხსაცმელი, რომლის ფასიც $100-დან $150-მდე ფარგლებში იქნება.

 

Nike (NKE)-ის აქციების შეძენას შეძლებ აქ.

 

*გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

WEEKEND
image სიახლე თიბისის მობაილბანკში - გაიაქტიურე სმარტ პორტფელი და დაიწყე ინვესტირება მარტივად

22.03.2025.00:00

ინვესტირებისას, ხშრიად ყველაზე რთული, პირველი ნაბიჯის გადადგმაა, როდესაც არ იცი საიდან დაიწყო. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას ინოვაციური პროდუქტი - სმარტ პორტფელები დაემატა - შენს მიზნებზე მორგებული და ავტომატურად მართვადი.

 

შენი მიზნებისა და რისკიანობის დასადგენად, საინვესტიციო პლატფორმაზე შეავსე მარტივი კითხვარი. პასუხების მიხედვით განისაზღვრება რომელია შენთვის რეკომენდებული სმარტ პორტფელი - კონსერვატიული, დაბალანსებული, თუ დინამიური.

 

შესაძლებლობა გაქვს შენთვის რეკომენდებული, ან შენთვის სასურველი პორტფელი აირჩიო.

 

კონსერვატიული პორტფელი გათვლილია იმ მიმხმარებლებზე რომლებიც სტაბილურობას ანიჭებენ უპირატესობას და მზად არიან, ნაკლები რისკის სანაცვლოდ, შედარებით მცირე სარგებელი მიიღონ. რისკი და სარგებელი - დაბალი.  

 

დაბალანსებული პორტფელი გათვლილია იმ მომხმარებლებზე, ვისაც საშუალოვადიან პერსპექტივაში თანხის დაბანდება და საფონდო ბირჟის ზრდის ტენდენციით სარგებლის მიღება სურთ. რისკი და სარგებელი - საშუალო.  

 

დინამიური პორტფელის მიზანი გრძელვადიან პერიოდში მაქსიმალური სარგებლის მიღებაა და ის გათვლილია ისეთ ინვესტორებზე, რომელთაც შედარებით მაღალი რისკი და მერყეობა არ აშინებთ. რისკი და სარგებელი - მაღალი.  

 

სმარტ პორტფელი უზრუნველყოფს:  

 

დივერსიფიკაციას - თანხა ნაწილდება სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო აქტივებში (გლობალურ ბაზარზე წარმოდგენილი კომპანიების აქციებში და ობლიგაციებში), რაც ამცირებს რისკს და უზრუნველყოფს პორტფელის სტაბილურობას.

 

ზრდას - პორტფელი მზარდი აქტივებითაა დაკომპლექტებული, რომელთა მიმართაც ანალიტიკოსებს პოზიტიური მოლოდინები აქვთ და რომლებიც ზრდის დინამიკით გამოირჩევიან. 


 
რებალანსირებას - სისტემა ავტომატურად აბალანსებს პორტფელს - ზრდის ან ამცირებს პოზიციებს იმისთვის, რომ წინასწარ განსაზღვრული სამიზნე პარამეტრები და სტრატეგია მუდმივად იყოს შენარჩუნებული. სისტემა პორტფელის რებალანსირებას და შედეგების მონიტორინგს ყოველდღიურად უზრუნველყოფს.

 

სიმარტივეს - შენ არ გჭირდება ფინანსური ბაზრის შესწავლა და კომპანიების ფინანსური შედეგების მონიტორინგი. სმარტ პორტფელი თავად არჩევს საინვესტიციო აქტივების სიას და ამით მარტივად პასუხობს შენს მთავარ შეკითხვას - რა უნდა ვიყიდო?

 

ხელმისაწვდომობას - პორტფელი დაბალდანახარჯიანი აქტივებისაგან შედგება და მომსახურების წლიური საკომისიო პორტფელის 0.8%-ს შეადგენს. პორტფელის მინიმალური ინვესტიციის მოცულობა კი  მხოლოდ $20-ია.

 

ანგარიშზე თანხის ასახვას საშუალოდ 2 სამუშაო დღე სჭირდება. თანხის ასახვის შემდეგ, სისტემა მის ინვესტირებას და მართვას ავტომატურად უზრუნველყოფს.

 

თანხის გატანისთვის სმარტ პორტფელის პანელიდან სასურველი თანხის მოცულობა უნდა აირჩიო და შესაბამისი ბრძანება მონიშნო. მას შემდეგ, რაც სისტემა პოზიციების დახურვას უზრუნველყოფს, თანხა საბანკო ანგარიშზე დაგერიცხება და საშუალოდ 3 სამუშაო დღეში ანგარიშზე აგესახება.

 

შერჩეული პორტფელის სტრუქტურა წინასწარაა განსაზღვრული და მისი შეცვლა არ შეგიძლია. თუმცა, თავად პორტფელის სხვა პორტფელით ჩანაცვლება ნებისმიერ დროს შეგიძლია. არსებული აქტივების გაყიდვას და ახლის შეძენას გარკვეული დრო სჭირდება.

 

სმარტ პორტფელების არაერთი უპირატესობის მიუხედავად, გაითვალისწინე, რომ ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, აქტივების ღირებულება შემცირდეს. შესაბამისად, საბაზრო რყევების სრულად დაზღვევას სმარტ პორტფელი ვერ უზრუნველყოფს.

 

ასევე, საინვესტიციო სტრატეგია ყოველთვის სასურველ შედეგს ვერ აჩვენებს და შესაძლოა, პორტფელის რეალური ამონაგები პროგნოზირებულზე ნაკლები აღმოჩნდეს, ან სასურველი შედეგის მიღებას, მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდეს.

 

გაიგე რომელია შენს მიზნებზე მორგებული სმარტ პორტფელი და დაიწყე ინვესტირება მარტივად.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა