მიუხედავად იმისა, რომ წინა ორ შეკრებაზე არ ვიყავი, გარედანაც იგრძნობა, რომ ეს ნაკრები იზრდება და ფეხბურთელებს სწამთ საკუთარი ძალების - ნიკოლოზ კვეკვესკირი
მიუხედავად იმისა, რომ წინა ორ შეკრებაზე არ ვიყავი, გარედანაც იგრძნობა, რომ ეს ნაკრები იზრდება და ფეხბურთელებს სწამთ საკუთარი ძალების. თუმცა, ფეხბურთი დინამიკური სპორტია, სადაც თავდაჯერება და თვითრწმენა შეიძლება შეიცვალოს შედეგებიდან გამომდინარე, - განაცხადა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ნიკოლოზ კვეკვესკირმა.
„დიდი იმედი მაქვს, რომ ოქტომბრის შედეგებმა ასეთი გავლენა არ იქონია. ეს არც იგრძნობოდა ამ შეკრებაზე და ვიმედოვნებ, ამას თამაშის მიმდინარეობისას ვაჩვენებთ. როდესაც ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა, წარმატებული სერია გაქვს თავდაჯერება იზრდება. წინა შეკრება, მცირეოდენი ფეხის დაცდენა იყო და ამაზე გუნდური რეაქცია უნდა გვქონდეს. მგონია, რომ ნაკრებს შეუძლია ამის კონტროლი და ამას მომდევნო ორ მატჩში ვაჩვენებთ“, - აღნიშნა ფეხბურთელმა.
სხვა სიახლეები
15.06.2025.23:00
უნგრეთში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს ძიუდოში. მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ).
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ლიპარტელიანმ ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც სენიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალამდე ეთერ ლიპარტელიანმა სამხრეთკორეელი ჯუჰე კიმი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია კურბონმამედოვა და ფინელი ფილალ სალონელი დაამარცხა. ნახევარფინალში კი თურქმენეთის სახელით მოასპარეზე მაია პარდაიევას სძლია.
ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.