ლოპოტა სპა რეზორტში დასვენება Mastercard-ის მფლობელებს 20%-ით იაფად შეუძლიათ
კახეთში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სასტუმრო ლოპოტა სპა რეზორტში დასვენება Mastercard-ის მფლობელებს 20%-ით იაფად შეუძლიათ.
„დაისვენე სასტუმრო ლოპოტა სპა რეზორტში გადაიხადე Mastercard-ით და დაიბრუნე 20% მაქს. 200 ლარი ანგარიშზე. შეთავაზებით სარგებლობის ბოლო დღე: 15.08.2023“, ასეთია სასტუმრო ლოპოტა სპა რეზორტისა Mastercard-ის ერთობლივი აქციის პირობები.
ლოპოტა სპა რეზორტი, შუაგულ კახეთში ტბის გარშემოა გაშენებული და თვალწარმტაცი კავკასიონის ქედებითაა გარშემორტყმული. დედაქალაქიდან 2 საათის სავალზე, 60 ჰექტარზე განლაგებული რეზორტი სტუმრებს ოთხი სეზონის მანძილზე განსხვავებულ შთაბეჭდილებებს სთავაზობს. ეს არის ადგილი, სადაც დამფუძნებლის ხელით შექმნილი და საგულდაგულოდ ნარჩევი დეტალებით გამორჩეული გარემო დაგხვდებათ, სადაც ოჯახი შენი მასპინძელია და გრძნობ გულწრფელ ზრუნვას - პერსონალური ურთიერთობებით, უშუალობით და ყურადღებით. ლოპოტაზე სტუმრებს საშუალება აქვთ დაისვენონ მაღალი კლასის სასტუმრო კოტეჯებში, ეზიარონ ქართულ, ევროპულ და აზიურ კულინარიას, დააგემოვნონ ქართული, ექსკლუზიური ღვინო და გაეცნონ მისი დამზადების ტრადიციას, განიტვირთონ ეკო-თერაპიით ტყის სპაში, დაკავდნენ სპორტული თუ სათავგადასავლო აქტივობებით, აღმოაჩინონ ადგილობრივი ფლორა და ფაუნა - ლოპოტა ის იშვიათი ადგილია, სადაც კომფორტულ დასვენებას ბუნებასთან სიახლოვე და ინტერაქცია ერწყმის, აქ შეგიძლიათ გაიცნოთ ბიომრავალფეროვან გარემოში მცხოვრები სხვადასხვა ცხოველი თუ ფრინველი, ბუნებრივად წარმოქმნილ მცენარეებთან ერთად, შეხვდებით ადამიანების მიერ ხელით გაშენებულ ბოსტანს ჯანსაღი პროდუქტებით და ორანჟერეას - ორგანული ბოსტნეულის ჩითილების გამოსაყვანად. ლოპოტაზე ყველაფერია ოჯახური, ინდივიდუალური, რომანტიკული, მეგობრული თუ კორპორაციული დასვენებისთვის, აქ ყველა იპოვის იმას, რასაც ელის დასვენებისგან.
ლეგენდად ქცეული ისტორია
ლოპოტა სპა რეზორტის ისტორია ადამიანის გამბედავი მიზნის, დიდი შრომის და ბუნების მრავალფეროვნების თანხვედრას უკავშირდება. 2008 წელს კახეთის ერთ-ერთ მივიწყებულ ტბასთან სასტუმროს აშენება ყველას განწირულ და უიმედო იდეად ეჩვენებოდა, თუმცა ლოპოტას დამფუძნებელს, გოგა მაისურაძეს შორეული გეგმები ჰქონდა და მან მისი მიზანდასახულობით შეძლო კიდეც ლოპოტა მსოფლიო რუკაზე მნიშვნელოვან ტურისტულ ადგილად ექცია. ყველაფერი დაიწყო 7-ოთახიანი საოჯახო სასტუმროთი, ნაბიჯ-ნაბიჯ კი უნიკალურ რეზორტად და შეუდარებელ მიკროსამყაროდ იქცა - პრემიუმ ხარისხის სერვისით და შთამბეჭდავი ინფრასტრუქტურით, 232 ნომრით, მრავალგვარი გამაჯანსაღებელი ობიექტებით, სპორტული დარბაზებით, სპა ცენტრებით, რესტორნებით, ცხენებითა და ვენახებით. ოჯახური სასტუმროს თბილი და სტუმართმოყვარე გარემო, სასტუმროს ამჟამინდელი მასშტაბის მიუხედავად, კვლავაც მისი მთავარი უნიკალური მახასიათებელია.
სასტუმროს ინფრასტრუქტურა ჰარმონიულად ერწყმის ბუნებას და ხაზს უსვამს მისი ლანდშაფტის მშვენიერებას. ეს არის მასშტაბური რეზორტი, სადაც ყოველთვის პოულობ მშვიდ ადგილს, არასდროს იგრძნობა გადატვირთულობა. სიმშვიდე და დაცულობა კი გიქმნის ბედნიერების ეიფორიის განცდას. აქ შეხვდებით ბობის - ჩვენს საყვარელ გერმანულ ნაგაზს, რომელიც პატარაობიდანვე ლოპოტაზე იზრდებოდა და თავადაა ლოპოტას ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. რეზორტის დამფუძნებლისთვის - გოგა მაისურაძისთვის ლოპოტა ბევრად მეტი იყო ვიდრე ბიზნესწამოწყება. ის დაუღალავად უვლიდა სასტუმროს, აქ თითოეული ქვაც კი მისი ხელით შეირჩა; ყოველ შეფასებას გულისყურით ეცნობოდა, რათა სტუმრებისთვის უნაკლო გამოცდილება შეეთავაზებინა. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, გარდაცვალებამდე, გოგა რეზორტს საკუთარი პოზიტივით და სტუმართმოყვარე სულით ავსებდა. მისი გამორჩეული მემკვიდრეობა კვლავაც ცოცხალია—გოგას ოჯახი განაგრძობს ლოპოტას სტუმრებზე სიყვარულით ზრუნვას, რეზორტის ზრდასა და განვითარებას, რათა სხვებსაც გაუზიარონ ყველა სიკეთე, ისე როგორც ნამდვილ ქართულ მასპინძლობას შეეფერება. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ისაა, რომ აქ გატარებული დრო დაუვიწყარ მოგონებად გიქციოთ.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
სხვა სიახლეები
31.08.2025.14:00
ბიზნესის გაფართოება ხშირად იმ მომენტიდან იწყება, როცა არსებული რესურსები კომპანიის ზრდის პოტენციალს ვეღარ უმკლავდება. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ბიზნესი წარმატებით ვითარდება, მომხმარებლების რაოდენობა მატულობს, მოთხოვნა იზრდება, მაგრამ არსებული ინფრასტრუქტურა, აქტივები და კაპიტალი ვეღარ პასუხობს ახალ გამოწვევებს და შესაძლებლობებს. სწორედ ასეთ დროს ჩნდება ლოგიკური შეკითხვა: ღირს თუ არა სესხის აღება და თუ – კი, მაშინ როგორ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს ისე, რომ სესხი განვითარების მასტიმულირებელი ფაქტორი გახდეს და არც დამატებითი ტვირთი.
ასეთ დროს, პირველი ნაბიჯი ყოველთვის საჭიროების შეფასებაა. ზუსტად უნდა იცოდეთ, კონკრეტულად რისთვის გჭირდებათ გაფართოება. იქნება ეს ახალი ფილიალის გახსნა, წარმოების მოცულობის გაზრდა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ახალი სერვისების დამატება, საერთაშორისო ბაზარზე გასვლა თუ სხვა. მოგეხსენებათ, ბიზნესში წარმატების წინაპირობა მკაფიო და რეალისტური სტრატეგიის ქონაა. თუ ამ ფუნდამენტურ შეკითხვაზე პასუხი მკაფიო და რაციონალურია, მაშინ სესხის აღება სწორ გადაწყვეტილებად შეიძლება ჩაითვალოს.
განვითარების სტრატეგიის დასახვის შემდეგ, აუცილებელია ზუსტად განსაზღვროთ, რა ოდენობის თანხა გჭირდებათ მიზნის მისაღწევად და როგორ გამოიყენებთ მას. ზედმეტი თანხის აღება ისეთივე არასწორია, როგორც ნაკლების, რადგან ორივე შემთხვევაში წარუმატებლობის რისკები იზრდება. ამიტომაც უნდა გააკეთოთ დეტალური ბიუჯეტი, სადაც გაწერილი იქნება თითოეული ხარჯი: შესყიდვებიდან დაწყებული, მარკეტინგული აქტივობებით, საოპერაციო ხარჯებით და პერსონალის მომსახურებით დამთავრებული.
ამ ეტაპზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბანკისთვის სწორად მომზადებული ბიზნესგეგმის წარდგენა. როგორც წესი, ბიზნესგეგმა კომპანიის საქმიანობის აღწერას, პროდუქტებისა და სერვისების ჩამონათვალს, ბაზრის ანალიზს, კონკურენტულ უპირატესობებს, გაყიდვების პროგნოზებს, ხარჯების სტრუქტურას და სესხის გამოყენების სქემას მოიცავს. ბიზნესგეგმის მიზანია არა მხოლოდ ბანკის დარწმუნება, არამედ თქვენი საკუთარი ხედვის განმტკიცება, რათა ზუსტად იცოდეთ, რა ნაბიჯებს გადადგამთ მიღებული დაფინანსებით. თუკი ბიზნესგეგმა არ გაქვთ, მის მომზადებაში საქართველოს ბანკი დაგეხმარებათ, რომლის გუნდი ნებისმიერ დროს მზად არის, გაგიწიოთ რეკომენდაციები, მოგცეთ საჭირო რჩევები და წარმატებით მიგიყვანოთ დასახულ მიზნამდე.
გასათვალისწინებელია, რომ სესხის მოთხოვნამდე სასურველია ფინანსური ისტორიის შემოწმება და მისი ოპტიმიზაცია. მაგალითად, საქართველოს ბანკი ყურადღებას აქცევს კომპანიისა და მეწარმის საკრედიტო პროფილს, წარსულ ვალდებულებებსა და მათი მომსახურების ხარისხს. თუ წარსულში დაფიქსირდა გადახდის დაგვიანება ან სხვა ფინანსური დარღვევა, სასურველია, რომ ეს საკითხები წინასწარ მოგვარდეს. როგორც წესი, დავალიანებების დაფარვა, მიმდინარე ვალდებულებების შემცირება და საბანკო ანგარიშების გამჭვირვალობა მნიშვნელოვნად ზრდის ახალი სესხის დამტკიცების შანსს.
უშუალოდ სესხის მიღების პროცესი საქართველოს ბანკში მაქსიმალურად მოქნილი და სწრაფია. ბანკი არამხოლოდ აფინანსებს ბიზნესს, არამედ გეხმარებათ დოკუმენტაციის მოწესრიგებაში, გიწევთ კონსულტაციას და გიზიარებთ რეკომენდაციებს, რათა თქვენი განაცხადი მაქსიმალურად მყარი იყოს და მიღებული დაფინანსება სწორად გამოიყენოთ.
თანაც, საქართველოს ბანკი ბიზნესის საჭიროებებსა და შემოსავლის სტრუქტურას ზუსტად ერგება. ის გთავაზობთ მოქნილ გადახდის გრაფიკს, რომელშიც ყოველთვიური გადახდები მორგებულია ბიზნესის შემოსავლებსა და სეზონურობაზე. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ საშეღავათო პერიოდით სესხის ძირზე, რაც დამატებით მოქნილობას იძლევა. გარდა ამისა, საქართველოს ბანკი წვდომას გაძლევთ საკრედიტო ხაზზე, რომელიც განკუთვნილია საბრუნავი კაპიტალისა და ყოველდღიური საოპერაციო ხარჯების დასაფინანსებლად. ეს მექანიზმი განსაკუთრებით გამოსადეგია იმ დროს, როცა საჭიროა სწრაფი წვდომა კაპიტალზე, რათა ბიზნესმა შეუფერხებლად იმუშაოს და განვითარება არ შეწყვიტოს.
საერთო ჯამში, ბიზნესის გაფართოებისთვის სესხის აღება სწორი არჩევანია მაშინ, როცა ყოველი დახარჯული ლარი სამომავლო პერსპექტივაში განხორციელებულ ინვესტიციას წარმოადგენს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სესხი მხოლოდ ფინანსური ვალდებულება კი არა, განვითარების სტრატეგიული ინსტრუმენტია. თუ მას სწორად გამოვიყენებთ, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ის შეიძლება თქვენი კომპანიის ტრანსფორმაციის ფუნდამენტად იქცეს.