მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.4
-0.0021
flag
AZN 1.5916
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0032
flag
EUR 3.123
-0.0114
flag
GBP 3.6172
0.0004
flag
KZT 49.81
-0.0001
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7067
-0.0003

ლოგისტიკური შესაძლებლობები – ჩინეთიდან იმპორტისა და ტრანზიტის შემთხვევაში

news image

ჩინეთთან თანამშრომლობის პერსპექტივები საქართველოსთვის მზარდი და ამავდროულად სტრატეგიულად მნიშვნელოვანია გადაზიდვების სექტორში.აღსანიშნავია,რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის მონაცემებით უმსხვილეს პარტნიორების ათეულში ჩინეთი მეოთხე ადგილს (1 767 104.8 მლნ. დოლარით) იკავებს.

კომპანია Kairos Logistics უკვე 12 წელზე მეტია საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით თანამშრომლობს ქვეყნის უმსხივლეს იმპორტიორებთან და ჩინეთიდან საქართველოში იმპორტის შემთხვევაში მომხმარებელს სრულ ლოგისტიკურ სერვისს სთავაზობს,რაც მოიცავს: იმპორტის დაგეგმვას, სრული და ნაკრები ტვირთის ტრანსპორტირებას დასაწყობებას,საბროკერო მომსახურებას და რა თქმა უნდა სრული პროცესის დაზღვევას კომპანია “ალდაგთან” მრავალწლიანი თანამშრომლობით.

პირველ რიგში გაგიზიარებთ თუ რა მეთოდების საშუალებით ხდება ნებისმიერი ტიპის ტვირთის ტრანსპორტირება,იქნება ეს არაგაბარიტული,რეჟიმიანი თუ ზოგადად სრული ან ნაკრები ტვირთი და ასევე რა კონკურენტული უპირატესობები აქვს თითოეულს.

სახმელეთო გადაზიდვები ჩინეთიდან

ჩინეთიდან სახმელეთო გადაზიდვების უმთავრესი უპირატესობა  მცირე სატრანზიტო პერიოდი- საშუალოდ 25-30 დღეა,გარდა ამისა სახმელეთო გზით შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ტვირთის ტრანსპორტირება,სრული და ნაკრები,არაგაბარიტული,რეჟიმიანი ტვირთის.

სარინიგიზო გადაზიდვები ჩინეთიდან

სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში ?????? ????????? 40 ფუტიანი კონტეინერების ტრანსპორტირებას გთავაზობთ ჩინეთიდან,რა დროსაც უპირატესობა მცირე სატრანზიტო პერიოდს ენიჭება,რომელიც დაახლოებით 25-30 დღემდე მერყეობს, ბოლო პერიოდში კი ეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა რადგან 2-ჯერ სწრაფად ხორციელდება გადაზიდვები, გარდა ამისა მეთოდის მნიშვნელოვანი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ ტვირთი პირდაპირ თბილისში ჩამოდის.

საზღვაო გადაზიდვები

საზღვაო გადაზიდვები განსაკუთრებით ეფექტური და მოთხოვნადია შორ მანძილზე ტვირთის ტრანსპორტირებისას. მიუხედავად იმისა, რომ საზღვაო გადაზიდვები უფრო ხანგრძლივია, ის ხშირად უფრო ეკონომიურია, განსაკუთრებით დიდი მოცულობის ტვირთისთვის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მიმდინარე პერიოდში  სარკინიგზო გადაზიდვების გააქტიურების ფონზე, საზღვაო გადაზიდვებში ტარიფების კლებაც შეინიშნება.

მულტიმოდალური გადაზიდვები-ტრანზიტული ტვირთები

მულტიმოდალური გადაზიდვები საკმაოდ კომპლექსურია და მოითხოვს მაქსიმალურ ჩართულობას და პროცესის მუდმივ კონტროლს. ჩინეთიდან საქართველოში იმპორტის გარდა, ?????? ????????? ტრანზიტული ტვირთის ტრანსპორტირებასაც ახორციელებს, მულტიმოდალური გადაზიდვების გზით და მომხმარებელს სთავაზობს ტვირთის ტრანსპორტირებას, როგორც ფოთში ან  თბილისში გადატვირთვით ისე გადატვირთვის გარშე. მაგალითად, ჩინეთიდან ევროპისა და თურქეთის მიმართულებით.

იმპორტის შემდგომი სასაწყობე/საბროკერო მომსახურება

იმ შემთხვევაში თუ თქვენ იმპორტს გეგმავთ, თუმცა არ ფლობთ საწყობს კომპანია გთავაზობთ ტვირთის მიღება-გაფორმებას და დასაწყობებას  Kairos Logistics-ის A კლასის საბაჟო საწყობში თბილისის გეზთან, რომლის მოცულობა 6 300მ²-ია და გათვლილია 12 000 ევრო პალეტზე. საწყობი WMS სისტემით არის აღჭურვილი, რაც პროგრამულად უზრუნველყოფს ყველა პროცესის ოპტიმალურ კონტროლსა და მართვას. სტანდარტული საწყობებისგან განსხვავებით კი, სივრცეში  + რეჟიმიანი ტვირთებისა და ტრანზიტული ტვირთების დასაწყობებაა შესაძლებელი.

მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, საბაჟო ტერმინალის ტერიტორიაზე კომპანია მეორე საწყობს აშენებს  12,000 კვადრატულ მეტრზე, რომელიც თებერვალში დასრულდება. ახალი საწყობის გახსნის შემდეგ, კი ტერიტორიაზე 24,000 ევრო პალეტის განთავსება იქნება შესაძლებელი. კომპანია კაიროს ლოგისტიკი 2013 წლიდან  ოპერირებს როგორც ლიდერი გადამზიდი კომპანია და წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე 200 ზე მეტ კორპორატიულ კლიენტს უწევს სრულ ლოგისტიკურ მომსახურებას.ფლობს 2 საწყობს თბილისსა და ფოთში და ჰყავს წარმომადგენლობა 5 ქვეყანაში.

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

WEEKEND
image 26 ივლისს, "კიკეთის ფერმაში", ადგილობრივი ფერმერები და მწარმოებლები წარმოადგენენ ნატურალურ, ჯანსაღ და ხელნაკეთ პროდუქტებს

26.07.2025.10:00

26 ივლისს, კიკეთის ფერმაში, ადგილობრივი ფერმერები და მწარმოებლები წარმოგიდგენენ ნატურალურ, ჯანსაღ და ხელნაკეთ პროდუქტებს.
 
მონაწილეები:
 
• საგულეთი – ნატურალური პროდუქტების მწარმოებელი;
• მარგალიტი ქოლექშენი – ინოვაციური მიდგომები შვეიცარიული აგრარული სკოლიდან;
• ფონა – სერტიფიცირებული ბიოწარმოება;
• ლაგაზი ბეიქერი – უძველესი ქართული ხორბლის ჯიშებით დამზადებული პურები;
• ტანინი – ნატურალური მეღვინეობა;
• კიკეთის ფერმა – მცირე წარმოების ნატურალური და ხელნაკეთი პროდუქტები. 
 
ჩვენი მიზანია, შევქმნათ პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციასა და ფერმერთათთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას.
 
გელოდებით კიკეთში ბუნებრივი პროდუქტების დასაგემოვნებლად.
 
კიკეთი, ცხრა ძმა ხერხეულიძის ქ. 28
 
ფერმაში სტუმრობა და დღის განმავლობაში დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა:

ზრდასრული - 20 ლარი;
 
6 წლამდე ბავშვები დაიშვებიან უფასოდ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა