მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7082.1
0.0056
flag
AZN 1.5989
-0.0002
flag
CNY 37.964
-0.0015
flag
EUR 3.202
-0.007
flag
GBP 3.711
-0.0052
flag
KZT 52.34
-0.0006
flag
TRY 0.0683
0.0001
flag
USD 2.7191
-0.0004

ქართული კუთხეების ფესტივალი | „წისქვილი ჯგუფი“

news image

„წისქვილი ჯგუფი“ საქართველოში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი სარესტორნო ქსელია, რომელიც გამოირჩევა მუდმივი განვითარებით და სიახლეების დანერგვით, არა მარტო გასტრონომიული, არამედ კულტურული და სახელოვნებო კუთხითაც.

2023 წელს, „წისქვილი ჯგუფმა“ საფუძველი ჩაუყარა ,,ქართული კუთხეების ფესტივალს“, რომლის მთავარი იდეა, ქართული კუთხეების კულტურის, ფოლკლორის, ქორეოგრაფიისა და გასტრონომიის უკეთ გაცნობა და პოპულარიზაციაა, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრებისთვის

წელს ფესტივალმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო და „მეიდან ჯგუფთან“ პარტნიორობით, 1-2 ივნისს, სიონის ქუჩაზე, ყველაზე ტურისტულ ზონაში გაიმართება

ვმასპინძლობთ იმერეთს, სამეგრელოს, სვანეთს, სამცხე-ჯავახეთს, გურიასა და რაჭას. ისინი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული წარმოდგენებით, ასევე გასტრონომიით წარმოაჩენენ მდიდარ ქართულ და ავთენტურ მემკვიდრეობას?

სტუმრებს საშუალება ექნებათ, ქართული მრავალხმიანი სიმღერისა და ცეკვების ფონზე, დააგემოვნონ ავთენტური ქართული კერძები, ქართული ღვინო და ნაწარმი.
ისიამოვნონ საინტერესო ქართული ხელნაკეთი ნივთების დათვალიერებით, რომლის შეძენასაც, რა თქმა უნდა, ადგილზე შეძლებენ.

„ქართული კუთხეების ფესტივალის“ პარტნიორია „გაეროს ქალთა ორგანიზაცია“, რომლის ეგიდითაც 10 მეწარმე ქალი ერთვება ფესტივალში.

სპეციალურად ბავშვებისთვის მოეწყობა ფერადი და მხიარული საბავშვო ზონა, სადაც შეძლებენ თავი შეიქციონ მრავალფეროვანი გასართობი აქტივობებით, ასევე შეხვდებიან ლოკო-მოკოს ლომსაც, რომელიც ყველასვის საყვარელი პერსონაჟია

მხარდამჭერი და პარტნიორები არიან, როგორც მსხვილი, ისე მცირე კომპანიები, მცირე მეწარმეები და ფერმერები, რომლებიც იქნებიან წარმოდგენილები ფესტივალზე.

„ქართული კუთხეების ფესტივალი“ დაუვიწყარი ემოციებით სავსე დღეებს გპირდებათ✨

დასწრება თავისუფალია!
მის: სიონის ქუჩა #1

პროგრამა:

1 ივნისი
▪ 13:00 - ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონია

▪ 14:00 - მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ,, ნაი-ნაი”; აკაკი ვასაძის ფოლკლორული ანსამბლი; ზ.ანჯაფარიძის სახელობის მესამე სამუსიკო სკოლის პედაგოგთა ანსამბლი; ა. ვასაძის ფოლკლორის სასწავლებლის ქორეოგრაფიული ანსამბლი; ქუთაისის მუნუციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლი ,, ბერმუხა”; მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბავშვთა ქორეოგრაფიული ჯგუფი;
▪ 15:30 - სამცხე-ჯავახეთი / ფოლკლორული ანსამბლი ,,მესხეთი'', ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მესხეთის უნივერსიტეტი'', ,,ლომსია''.
▪ 16:30 - სვანეთი / ანსამბლი ,,რიჰო“.
▪ 12:00 – 20:00 - სასიმღერო და საცეკვაო ნომრები, გასტრონომია, გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაცია, მასტერკლასები, საბავშვო ზონა.

2 ივნისი
▪ 12:00 - ფესტივალის გახსნა
▪ 14:00 - რაჭა/ შალვა ჯაფარიძის სახელობის ფოლკლორული ანსამბლი ,,რაჭა'', ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ორბა''.
▪ 15:30 - გურია/ ფოლკ-ბენდი ,,ნართი'' .
▪ 16:30 - სამეგრელო/ ანსამბლები ,,მუსიკელი'', ,,კოლხური ტრიო'', ,,გოგალაი'', ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,კოლხი“.
▪ 12:00 - სასიმღერო და საცეკვაო ნომრები, გასტრონომია, გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაცია, მასტერკლასები, საბავშვო ზონა.

*ფესტივალის პარტნიორი მუნიციპალიტეტები:
ქუთაისის მუნიციპალიტეტი, ონის მუნიციპალიტეტი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, ახალციხის მუნიციპალიტეტი, სენაკის მუნიციპალიტეტი, მესტიის მუნიციპალიტეტი.

ორგანიზატორები: წისქვილი ჯგუფი, მეიდან ჯგუფი.

დეტალური ინფორმაციისთვის: 032 2 00 55 55

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

WEEKEND
image ისტორიაში პირველად, ქართველმა ქალმა ძიუდოისტმა, ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა

15.06.2025.23:00

უნგრეთში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს ძიუდოში. მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ).

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ლიპარტელიანმ ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც სენიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალამდე ეთერ ლიპარტელიანმა სამხრეთკორეელი ჯუჰე კიმი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია კურბონმამედოვა და ფინელი ფილალ სალონელი დაამარცხა. ნახევარფინალში კი თურქმენეთის სახელით მოასპარეზე მაია პარდაიევას სძლია.

ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა