ქალაქში, ანა პოლიტოვსკაიას 3 ნომერში, წერტის პირველი ვენდინგის აპარატი გამოჩნდა
ქალაქში, ანა პოლიტოვსკაიას 3 ნომერში, წერტის პირველი ვენდინგის აპარატი გამოჩნდა!
ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან, როგორც ადგილზე, ასევე გამოძახებით, შეძლებთ წერტის ნახევარფაბრიკატების შეძენას დღისით თუ ღამით.
შესაკვეთად კი, Glovo-ს აპლიკაციაში Tserti Express უნდა მოძებნოთ და შეკვეთას ჩვეულზე სწრაფად მიიღებთ. სულ ესაა!
სხვა სიახლეები
15.06.2025.23:00
უნგრეთში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს ძიუდოში. მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ).
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ლიპარტელიანმ ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც სენიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალამდე ეთერ ლიპარტელიანმა სამხრეთკორეელი ჯუჰე კიმი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია კურბონმამედოვა და ფინელი ფილალ სალონელი დაამარცხა. ნახევარფინალში კი თურქმენეთის სახელით მოასპარეზე მაია პარდაიევას სძლია.
ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.