მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

Jazz Club 1984 — ადგილი, სადაც მუსიკალური თავგადასავლები იწყება

news image
mbc image

Jazz Club 1984 — აღმოაჩინე შენი მუსიკალური თავგადასავალი

ვინტაჟური გარემო, ცოცხალი მუსიკა, იმპროვიზაციული შესრულება, სიმყუდროვე, ჯაზის ჰანგები — ეს ფილმის სცენარი არ არის, არამედ რეალობაა, რომელიც Jazz Club 1984-ის კედლებში ყოველ საღამოს ცოცხლდება. ადგილი, რომელიც მუსიკის მოყვარულებს ჯაზის ჯადოსნურ სამყაროში ეპატიჟება და საინტერესო თავგადასავლებს სთავაზობს, თბილისის გულში, რუსთაველის N37-ში, მდებარეობს. ასეთივე საინტერესოა ჯაზკლუბის შექმნის ისტორია, რომელსაც მუსიკოსი, დრამერი, კომპოზიტორი და Jazz Club 1984-ის დამფუძნებელი, დანიელ ადიკაშვილი, გვიყვება.

როგორ შეიქმნა Jazz Club 1984

“Jazz Club 1984-ის დაარსების იდეა 2021 წელს ქვეყნიდან წასვლის სამზადისში გამიჩნდა. ამ დროისთვის აშკარა იყო, რომ ჩემს შეყვარებულთან განშორება არ მინდოდა და არსებული დაფინანსებით, რომელიც ჩემი შემეცნებითი მუსიკალური მოგზაურობისთვის იყო განკუთვნილი, ჯაზკლუბის გახსნა გადავწყვიტე. იმავე დღეს უკვე ვიცოდი სახელი — “1984”, რომლის იდეაც ჯორჯ ორუელის წიგნის სახელწოდებიდან მოდის (სხვათა შორის, ქართულ ენაზე მისი ერთადერთი მთარგმნელი მამაჩემი დათო აკრიანია). ამის შემდეგ დავურეკე დავით ანდღულაძეს, რადგან მისი გამოცდილება და უნარები მანამდე არსებული ჯაზკლუბების მენეჯმენტში კარგად ვიცოდი. საინტერესო ფაქტია, რომ ჩვენს პირველ შეხვედრაზე, როდესაც მას კლუბის სახელი “1984” გავაცანი, ჩანთაში სწორედ ეს წიგნი ედო”, — ამბობს დანიელი.

პირველი ნაბიჯები

სწორედ ასე იწყება თბილისის ყველაზე წარმატებული ჯაზკლუბის ისტორია, რომელიც თავდაპირველად ლესელიძის ქუჩაზე მდებარეობდა. Jazz Club 1984-ის სივრცე მალევე ყველა მოქმედი ქართველი ჯაზმენისთვის თავშეყრისა და მუზიცირების ადგილად იქცა. ჯაზის მოყვარულთათვის კი კლუბი გახდა სივრცე, სადაც მუსიკალური თავგადასავალი იწყება და ყოველი ახალი საღამო უნიკალური მელოდიითა და შემოქმედებითი ენერგიით გამოირჩევა.

“ჩემი აზრით, ამ საქმით ბევრად მეტი ბენეფიტი მივიღე როგორც მუსიკოსმა, ვიდრე ეს უცხოეთში წასვლით მოხდებოდა. ჯაზკლუბმა მე და ყველა ჩემს მუსიკოს მეგობარს შესაძლებლობა მოგვცა, ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო და გაგვეზარდა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ კერამ ერთიორად გაზარდა ქვეყანაში ჯაზ მუსიკის პოპულარიზაცია და მუსიკოსებს რეალიზების საშუალება მისცა. ცნობილ მსოფლიო ვარსკვლავებს ჯერ კიდევ Jazz Club 1984-ის ძველ ლოკაციაზე აქვთ კომპოზიციები შესრულებული, ესენი არიან: Ari Hoenig (დრამი), Robert “sput” Searight (ghost note), Mike Mitchell — ბექა გოჩიაშვილთან ერთად. ბექას დიდი დამსახურებაა Jazz Club1984-ის პოპულარიზაცია, ლაივიცარაერთხელ  ჩაუტარებია”, — აღნიშნა დანიელმა.

Jazz Club 1984 დღეს

როგორც დანიელი გვიყვება, 2024 წლის ზაფხულიდან გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის, დახმარებით ჯაზკლუბმა ლოკაცია შეიცვალა. მუსიკოსებსა და ჯაზის მოყვარულებს დღეს Jazz Club 1984 რუსთაველის N37-ში მასპინძლობს, ატმოსფეროზე კი ლოკაციაც დიდ გავლენას ახდენს. ჯაზკლუბი მელიკ აზარიანცის ღვინით ნაშენებ ისტორიულ სახლში მდებარეობს. ეს უნიკალური სივრცე დღესაც ინარჩუნებს თავის ვინტაჟურ ხიბლს, რაც განსაკუთრებულ და ჯაზისთვის შესაფერის განუმეორებელ ატმოსფეროს ქმნის.

“ჩვენთან ყოველდღე ლაივია. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მონაწილე ბენდების შემადგენლობები მრავალფეროვნად იყოს დაკომპლექტებული. მაგალითად, ყოველ  კვირას რეზო კიკნაძე უკრავს. რეზო ქართული ჯაზისა და იმპროვიზაციული მუსიკის მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელსაც ახალგაზრდა თაობის მუსიკალურ განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ნიკა გაბაძე, ხატია ქორიძე, ლუკა თოფურია, გიო კაპანაძე, ლაშა საყვარელიძე და კიდევ მრავალი მუსიკოსი მახსოვს, რომლებიც ჯერ კიდევ მოძრაობის თეატრის ჯემებზე გავიცანი წლების წინ. ახლა კი ჩვენი რეზიდენტები არიან. პირადად მე, ვგრძნობ საკუთარ პროგრესს მათთან დაკვრით და ძალიან მიხარია, რომ ამხელა შესაძლებლობა მაქვს, საყვარელი საქმით ვიყო დაკავებული”.

Jazz Club1984, როგორც მუსიკალური ექსპერიმენტების სივრცე

“მუსიკალური კუთხით, ექსპერიმენტებს ვემხრობი და ამის მაგალითია ცნობილი ქართველი ელექტრონული არტისტების პერფორმანსები. გამოვარჩევდი ნიკაკოის ლაივს, Metastasis და ანუშკა ჩხეიძის დუეტს ჩემთან, ნამდვილად დასამახსოვრებელი დაკვრები იყო. Jazz Club 1984 ასევე მხარს უჭერს ნებისმიერ მუსიკალურ ექსპერიმენტს და ცნობილი პოპ ბენდების ჰოსტინგს, რომლებიც funk/fusion ელემენტებს მოიცავს. გამოვარჩევ სტეფანეს ლაივს და მწვანე ოთახს. ეს არტისტები ჩვენს კლუბს კრიზისულ მდგომარეობაში ძალიან დაეხმარნენ. იგივე შემიძლია ვთქვა ნინო ქათამაძის ლაივზეც, ამ დახმარებით ჩვენი ჯაზ სცენის შენარჩუნებასა და სიმყარეში დიდი წვლილი შეიტანეს”, — ამბობს დანიელ ადიკაშვილი.

აღმოაჩინეთ Jazz Club1984

Jazz Club 1984 სტუმრებს უკვე 4 წელია, რაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს სთავაზობს. თუ მათ რიგებში ჯერ კიდევ არ ყოფილხართ, დროა, რომ თქვენი მუსიკალური თავგადასავალი აღმოაჩინოთ. სიმყუდროვე, ვინტაჟი, მრავალფეროვანი მუსიკალური წახნაგები, სასიამოვნო სტაფი და ხარისხიანი მომსახურება არის ის, რაც Jazz Club 1984 მიმზიდველ ადგილად აქცევს. ახლახან კი SOLO Jazz Club 1984-ის პარტნიორი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯაზის მოყვარულებს წინ დიდი სიურპრიზები გელოდებათ. Jazz Club 1984-ის მიერ დაგეგმილ ივენთებს აქ შეგიძლიათ ადევნოთ თვალი, მიმდინარე ღონისძიებებზე ბილეთის SOLO MasterCard World elite ბარათით შეძენისას კი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

WEEKEND
image FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა

30.08.2025.12:00

ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.

განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.

ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.

მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.

პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.

ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.

პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს. 

პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.

განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა