მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.8
-0.0057
flag
AZN 1.5858
-0.003
flag
CNY 37.568
-0.0058
flag
EUR 3.1507
-0.0046
flag
GBP 3.6525
-0.0082
flag
KZT 50.02
0.0016
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6968
-0.0042

ინტერიერის დიზაინი საცხოვრებელ ბინაში - “არქის” რჩევები

news image

გიზიარებთ ბლოგს: თანამედროვე რეალობაში საკუთარი ბინის მოწყობაზე ფიქრი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან აჩქარებული ტემპის პირობებში, მნიშვნელოვანია სახლი იყოს ის ადგილი, სადაც განტვირთვისა და დასვენების ფუფუნება გექნება. ბინაში დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული ელემენტის ფერს, მდებარეობას თუ დიზაინს, რადგან სწორედ ეს პატარ-პატარა თუ დიდი დეტალები ქმნის ერთიან სტილს, რომელიც საბოლოოდ გავლენას ახდენს ემოციურ მდგომარეობაზე.

ყველა ადამიანს განსხვავებული გემოვნება აქვს, რაც ერთისთვის შესანიშნავია, მეორისთვის შეიძლება ნაკლებად შთამბეჭდავი იყოს, შესაბამისად კარგად მოწყობილი ინტერიერი უპირველესად ნიშნავს კონკრეტული ინდივიდის თუ ოჯახის საერთო პრეფერენციების მაქსიმალური გათვალისწინებით მოწყობილ ოთახებს.

რას ნიშნავს ინტერიერის დიზაინი?

ინტერიერის დიზაინი ნიშნავს ბინაში სივრცის ეფექტური გადანაწილებით ოთახის ისე მოწყობას, რომელიც ერთდროულად იქნება ფუნქციური, პრაქტიკული და ესთეტიკური. სწორად დაგეგმილ დიზაინს სახლში შემოაქვს ხასიათი, კომფორტი, ესთეტიკა და ინდივიდუალიზმი. მოკლედ რომ ვთქვათ, კითხვაზე რა არის ინტერიერის დიზაინი, პასუხი ის ემოცია და შინაარსია, რასაც ცალკეული ოთახი თუ მთლიანად სახლი გადმოსცემს, უბრალოდ აქ ორი მთავარი კითხვა ისაა, თუ რამდენად ატარებს მთლიანობაში ბინა იმ შინაარს, რასაც თქვენ გინდათ რომ ატარებდეს და რამდენადაა დაახლოებული თითოეული დეტალი თქვენს პიროვნულ მახასიათებლებთან.

ინტერიერის დიზაინზე მუშაობისას მთავარი ამოცანა დამკვეთის საჭიროებების ერთიან კონცეფციაში ისე ინტეგრირებაა, რომ მთლიანობაში ერთ დიდ იდეად ითარგმნოს, სადაც ყველა ასპექტი ჰარმონიაში იქნება ერთმანეთთან. გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ ხშირად ბინის ინტერიერის დიზაინი ასოცირდება მხოლოდ ვიზუალურ მხარესთან, რაც შეცდომაა, ამიტომ თუ ფიქრობთ ან უკვე გადაწყვეტილი გაქვთ თქვენი ბინის განახლება, განსაზღვრეთ პრიორიტეტები - მხოლოდ ესთეტიკის შეცვლა გინდათ თუ დამატებით ფუნქციურობის შემოტანა გსურთ.

მისი მნიშვნელობა თანამედროვე საცხოვრებელ პროექტებში

ადამიანისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო სახლის მთლიანი არქიტექტურის გარდა, შიდა სივრცის სწორად განაწილება მაქსიმალური ფუნქციურობის მისაღებად, ესთეტიკურ ჭრილში კი ყურადღება ექცეოდა როგორც გარე, ასევე შიდა ინტერიერს. არ აქვს მნიშვნელობა შენობა როგორი ტიპის იყო, ან მდიდრული იყო თუ ნაკლებად, ადამიანები ყოველთვის ზრუნავდნენ შეექმნათ მისაღები ოთახის დიზაინი, რომელიც იქნებოდა მათ საჭიროებებზე მორგებული და საშუალების ფარგლებში ისე მოაწყობდნენ, რომ ჰარმონია ჰქონოდათ. ისტორიის მანძილზე არასდროს მინიჭებია ინტერიერის დიზაინს ისეთი მასშტაბური სახე, როგორც დღეს, რადგან ინფორმაციის სწრაფი ცვლის ეპოქაში ადამიანებს საშუალება აქვთ გაიფართოონ გემოვნების არეალი.

სახლი ნებისმიერი ადამიანისთვის ის სივრცეა, სადაც თავს ყველაზე დაცულად, კომფორტულად და მშვიდად გრძნობს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ის მაცხოვრებლის გემოვნებასთან ჰარმონიულობაში მოდიოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დისკომფორტის უპირობო წყაროდ იქცევა, რაც გავლენას ყოველდღიურობაზე აუცილებლად მოახდენს და საბოლოო ჯამში ცხოვრების ხარისხზე აისახება. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია დადებითი ემოციური სტაბილურობა და თუ კეთილმოწყობილი სახლი დადებითად აისახება თქვენს განწყობაზე, თანაც ეს თუ განმეორებითად ხდება და გიხარიათ სახლში დაბრუნება, გრძელ ვადაში, აუცილებლად გამოიღებს შედეგს, სულ ცოტა, გაუმჯობესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის სახით.

თანამედროვე ტენდენციები ინტერიერის დიზაინში

ეპოქათა ცვლის პარალელურად იცვლება მოდა და იცვლება გემოვნებაც, რაც აუცილებლად აისახება ინტერიერის დიზაინზე, როგორც ესთეტიკური კუთხით, ისე ფუნქციური მიმართულებითაც. მაგალითად, რაც უფრო აქტუალური ხდება სახლიდან მუშაობა, მით უფრო მეტი საჭიროება ჩნდება ოთახში სამუშაო სივრცის მოწყობის და სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს თუ მთლიანი ოთახი ვერ, ოთახში ერთი სამუშაო კუთხე მაინც მოაწყოს, რათა კონცენტრაციისა და მუშაობისთვის ყველა მნიშვნელოვანი წინაპირობა დაკმაყოფილებული იყოს. ამასთან ერთად, ხშირია მოთხოვნა ახალ აშენებულ ბინებზე, სადაც მშენებლობის დასრულებისას ახალი მობინადრეები მაშინვე იწყებენ ინტერიერის დიზაინზე ზრუნვას, მანამდე კი ზუსტად არკვევენ რა არის მწვანე კარკასი, რადგან შესაძლოა სტანდარტი განსხვავდებოდეს სხვადასხვა დეველოპერულ კომპანიებში.

სავარაუდოა, რომ ინტერიერის დიზაინი 2025 წლისთვის კიდევ უფრო საინტერესო გახდება უამრავი ადამიანისთვის, იქიდან გამომდინარე კი, რომ წლიდან წლამდე ამ სფეროში მუდმივად რაღაც იცვლება, გამონაკლისი არც მომავალი წელი იქნება და ახალი ტენდენციებიც იქნება პოპულარული. ჩვენ შემოგთავაზებთ იმ მთავარ მიმართულებებს, რომელზეც მოთხოვნა აუცილებლად დიდი იქნება შემდეგ წელს.

დიდი პიროვნულობა, დიდი იდეები (Big Personalities, Big Ideas)

სახლი პიროვნების ან სულ ცოტა, ცხოვრების სტილის საუკეთესო ანარეკლია. 2025 წელს მოსალოდნელია ამ ფილოსოფიის უფრო მეტად გაღრმავება, რადგან ადამიანები ყოველთვის ცდილობენ საცხოვრებელს ხასიათი შემატონ, რათა უფრო მეტად წარმოაჩინონ საკუთარი პიროვნულობა. სწორად მოწყობილი ინტერიერის დიზაინი ჰყვება ისტორიას, ადამიანებს კი საკუთარი ისტორიის მოყოლა სურთ, აქედან გამომდინარე კი, აღნიშნული ტრენდი ხაზს გაუსვამს ხელნაკეთ ნივთებსა და მსგავსი სტილისტიკის ესთეტიკის შემოტანას ცოტა უფრო მეტი მასშტაბურობით.

ხელოვნება კედლებს მიღმა (Art Beyond the Walls)

თანამედროვე ინტერიერის დიზაინი ტენდენციები და ინსპირაციაა. ამ კონტექსტში, თანამედროვე ხელოვანები სულ უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას არათუ უშუალოდ სინათლეს, არამედ თავად მოწყობილობის დიზაინს, იქნება ეს სანათი, ჭაღი თუ სხვა. ამ ხედვას ბოლო პერიოდში უფრო მეტად ექცევა ყურადღება ფართო მასებში და სულ უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება საინტერესო. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ მომავალი წლისთვის უფრო ხშირად ვიხილავთ საინტერესო სტილისა და ფორმის ფიქსირებულ განათების მოწყობილობებს.

მიწისეული ტონალობა (Earth Tones)

ინტერიერის დიზაინის ნიმუშები რომ ვნახოთ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება მიწისეული დახვეწილი ტონალობების სახლებში გადმოსვლაა, რომელსაც უფრო მეტად შემოაქვს ბუნებრიობის განცდა. ეს პალიტრა განსაკუთრებით კარგი არჩევანია ისეთ სივრცეებში, სადაც ხაზი სიმშვიდის შექმნას ესმევა, მაგალითად საძინებელი ან აბაზანა.

ინტერიერის დიზაინი მშენებარე ბინაში

მოკლედ რომ ვთქვათ, ინტერიერის დიზაინი და რემონტი მჭიდროდაა ერთმანეთთან კავშირში, რადგან დიზაინზე ფიქრისას დიდი ყურადღება ეთმობა თავად რემონტის პროცესს. აქდან გამომდინარე, თუ გადაწყვეტილი გაქვთ ახალმშენებარე პროექტში სახლის შეძენა, მნიშვნელოვანია ორივე ფაქტორზე ყურადღების გამახვილება. გაითვალისწინეთ, რომ მშენებარე ბინები “არქიში” ბარდება პრემიუმ კარკასის მდგომარეობით, შესაბამისად საშუალება გეძლევათ უფრო მოსახერხებლად წარმართოთ დაგეგმვის პროცესი და უფრო მეტი ყურადღება დაუთმოთ თქვენს გემოვნებაზე მორგებული ინტერიერის მოწყობას.

როგორც წესი, პროექტის მშენებლობის პროცესი სანამ სრულად დასრულდება, მობინადრეს საშუალება აქვს საკუთარი გემოვნების მიხედვით მოაწყოს შიდა სივრცე. კომპანია არქიგთავაზობთ, მშენებარე პროექტებში ბინის შეძენისას ტიხრების საკუთარი გემოვნებით განლაგებას, რაც უფრო მეტი არჩევანის საშუალებას გიტოვებთ ოთახებში სივრცის გადანაწილების დროს.

ლიდერი დეველოპერული კომპანია პროექტებს ახორციელებს თბილისის ყველა უბანსა და ახლა უკვე საქართველოს სხვადასხვა წერტილში.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

WEEKEND
image ,,შესანიშნავი შვიდეულის“ - მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების ტენდენციები და შედარება

17.08.2025.14:00

გიზიარებთ ბლოგს:

ჩვენი 2025 წლის მეორე ნახევრის მოლოდინების მიმოხილვაში ერთ-ერთ მთავარ თემად დავასახელეთ ე.წ. “შესანიშნავი შვიდეულის”- Microsoft Corporation (MSFT), Alphabet Inc., (GOOGL) Amazon.com, Inc. (AMZN), Meta Platforms, Inc. (META), NVIDIA Corporation (NVDA), Apple Inc. (AAPL), Tesla, Inc. (TSLA)- აქციების ფასების კორექციის რისკი.

იქიდან გამომდინარე, რომ აქციების ბაზრის ბოლოდროინდელი ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა სწორედ აღნიშნული ტექნოლოგიური გიგანტების ჯგუფი იყო, გაჩნდა ეჭვი იმის შესახებ, თუ რამდენად შენარჩუნდებოდა ზემოთხსენებული 7 კომპანიის დომინაცია და ბაზრის მაღალი კონცენტრაცია.

შესაბამისად, ჯგუფს უფრო სელექციურად მივუდექით და რეიტინგის სისტემა შევიმუშავეთ, რომლის საფუძველზეც „შესანიშნავი შვიდეული“-დან გამოვლინდა კომპანიები, რომლებიც როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი მაჩვენებლებით გამოირჩევიან.

კვლევის ფარგლებში, კომპანიები შევადარეთ შემოსავლისა და მოგების ზრდით, ფინანსური მდგრადობით, აქციის ფასის სტაბილურობითა და სხვა ძირითადი მაჩვენებლებით. ასევე გავაანალიზეთ მათზე მოქმედი ფაქტორები, როგორებიცაა სავაჭრო კონფლიქტები, რეგულაციები, კონკურენცია და სხვა.

ფაქტორებს შესაბამისი წონა მიენიჭა, რაც თითოეულ კომპანიაზე დაბალანსებულ სურათს და 360 გრადუსიან ხედვას იძლევა.

შედეგები

#1 MSFT

ჩვენი ანალიზის მიხედვით „შესანიშნავი შვიდეულის“ კომპანიებს შორის Microsoft-ი პირველ ადგილს იკავებს. ჯგუფში არცერთ კომპანიას არ გააჩნია მსგავსი კომბინაცია სტაბილურობის, პროდუქტის მრავალფეროვნების, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციისა და გრძელვადიან ტექნოლოგიურ ტენდენციებში სტრატეგიული პოზიციონირების კუთხით. ტექნოლოგიურ გიგანტებს შორის, Microsoft-ის აქციას ყველაზე დაბალი მერყეობა და საბაზრო ბეტა ახასიათებს, რაც ინვესტორების ნდობასა და ბიზნესის მდგრადობაზე მიუთითებს.

გარდა ამისა, OpenAI-სთან პარტნიორობისა და შიდა წარმოების ჩიპის პროექტის (Maia) სახით, Microsoft-ს AI მიმართულებით მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა აქვს.

#2 GOOGL

რეიტინგის ფარგლებში, Alphabet-ი მეორე ადგილს იკავებს, რაც განპირობებულია პროდუქტების დაბალანსებული პორტფელით, სტაბილური ზრდითა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის პერსპექტივით.

ზრდა ყველა ძირითად სეგმენტში გრძელდება. საძიებო სერვისების შემოსავალი წელიწადში 12%-ით გაიზარდა, რაც მოლოდინებს კვლავ აჭარბებს, მიუხედავად შიშებისა იმის შესახებ, რომ გენერაციულმა AI-მ შესაძლოა ტრადიციული ძებნის ბიზნესი დააზიანოს.

კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიული ინვესტიციებიც ძალაში რჩება: DeepMind, Waymo, Verily და Isomorphic Labs ჯერ მატერიალურ შემოსავალს არ აგენერირებენ, თუმცა ისინი უზრუნველყოფენ წვდომას ისეთ მოწინავე სფეროებზე, როგორებიცაა რობოტიკა და ა.შ.

#3 AMZN

Amazon-ი, რომელიც ჩვენს სიაში მესამე ადგილზეა, თვისობრივად და მომგებიანობის მაჩვენებლების ზრდის ტემპით გამორჩეულია. ის „შესანიშნავ შვიდეულში“ ერთ-ერთი ყველაზე დივერსიფიცირებული ბიზნესია, რომელიც გარდა ელ. კომერციისა, ასევე ჯანდაცვის, მედიის, სამომხმარებლო მოწყობილობებისა და ღრუბლოვანი სერვისების სეგმენტებშიც ოპერირებს.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია, რომ Amazon-ის ხელოვნური ინტელექტით მართული რობოტების პლატფორმა ახლა უკვე მომხმარებლების შეკვეთების დაახლოებით 75%-ს ამუშავებს.

გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ამაზონი სტრატეგიულ ნაბიჯებს დგამს ვერტიკალური კონტროლის მოსაპოვებლად. Project Rainer-ი მრავალწლიანი ინიციატივაა, რომლის მიზანიც ღრუბლოვან ეკოსისტემაში Amazon-ის საკუთარი ჩიპების (Trainium და Inferentia) ინტეგრაციაა.

#4 NVDA

მართალია, Nvidia ჩვენს რეიტინგში მეოთხე ადგილზეა, მისი უნიკალური ზრდისა და დომინანტური კონკურენტული პოზიციის გამო. თუმცა, აქციის ფასის მერყეობისა და სხვა რისკების გათვალისწინებით, ჩვენს ფავორიტებს მიღმა რჩება.

ზრდის თვალსაზრისით, Nvidia სრულიად განსხვავებულ ლიგაშია. კომპანია გლობალური AI აქსელერატორების ბაზრის დაახლოებით 90%-ს ფლობს, ხოლო მისი კვარტალური შემოსავლებისა და აქციის მოგების ზრდა მუდმივად მნიშვნელოვნად უსწრებს „შესანიშნავი შვიდეულის“ ყველა წევრს.

თუმცა, ამ გამორჩეული ზრდის ფონზე, Nvidia „შესანიშნავ შვიდეულში“ შემავალი კომპანიების აქციებთან შედარებით ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მულტიპლიკატორებზე ივაჭრება, რაც ფასის კორექციის რისკებს ზრდის.

გარდა ამისა, Nvidia-ს ბიზნესი დიდწილად ერთ ტენდენციაზეა დამოკიდებული — გრაფიკული ბარათების (GPU) გაყიდვებზე ხელოვნური ინტელექტისა და გამოთვლითი დატვირთვებისთვის, რაც შემოსავლების კონცენტრაციის რისკსაც აჩენს.

#5 META

Meta ჩვენს რეიტინგში დაბალ პოზიციას იკავებს — არა რაიმე გამორჩეულად სუსტი წერტილის არსებობის, არამედ შემოსავლების ბაზის კონცენტრაციისა და შედარებით დაბალი AI მონეტიზაციის გამო.

Meta ფუნდამენტურად ერთი სეგმენტის ბიზნესია, რადგან მისი შემოსავლების 98% დღემდე ციფრულ სარეკლამო სეგმენტზე მოდის.

AI-ის მიმართულებით, მონეტიზაცია ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, თუმცა, ხელოვნური ინტელექტის გაძლიერებული გუნდისა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ფონზე, კომპანია ზრდის პოტენციალს, რომ დროთა განმავლობაში უფრო მიმზიდველი გახდეს.

#6 AAPL

Apple ჩვენს ანალიზში მეექვსე ადგილს იკავებს, რაც გამოწვეულია კომპანიის შენელებული ზრდის დინამიკით, ხელოვნური ინტელექტის მონეტიზაციის გაურკვეველი პერსპექტივებით და იმით, რომ მისი შემოსავლები კვლავაც ძლიერად კონცენტრირებულია სამომხმარებლო მოწყობილობებზე.

ჩვენი ანალიზის ფარგლებში, რომელიც აქცენტს ზრდაზე, დივერსიფიკაციასა და სეკულარულ ტენდენციებზე აკეთებს, Apple კონკურენტებთან შედარებით ნაკლებად მიმზიდველია.

ბოლო კვარტალებში კომპანიის შემოსავლების ზრდა შენელდა, რაც iPhone-ის, Mac-ისა და iPad-ის გაყიდვების შემცირებას უკავშირდება.

გარდა ამისა, Apple-ის ამჟამინდელი სტრატეგიული პოზიციონირება ხელოვნური ინტელექტის სფეროში მკვეთრად ჩამოუვარდება კონკურენტებს, როგორებიცაა Microsoft-ი, Google-ი და Amazon-ი.

#7 TSLA

ჩვენი რეიტინგის ფარგლებში, Tesla ბოლო პოზიციას იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ამბიციური გრძელვადიანი ხედვა აქვს, მისი ამჟამინდელი ფუნდამენტური მაჩვენებლები ვეღარ ამყარებს იმ ნარატივს, რომელიც წარსულში მისი აქციის ფასის ზრდას ხსნიდა.

შემოსავლების ზრდა მკვეთრად შენელდა, რაც ისეთი კომპანიისთვის, რომელიც ზრდაზე ორიენტირებულ (Growth) აქციად აღიქმება - საყურადღებოა.

Tesla გაძლიერებულ კონკურენციას აწყდება ელექტრო მანქანების ბაზარზე — განსაკუთრებით ჩინური მწარმოებლების, მაგალითად BYD-ის მხრიდან, რომლებიც სწრაფად იზრდებიან გლობალურ ბაზრებზე.

მიუხედავად იმისა, რომ Optimus-ის — ჰუმანოიდი რობოტის პროექტი — უნიკალურ სეგმენტს წარმოადგენს, მის გარშემო ჯერ არც კონკრეტული ვადებია განსაზღვრული და არც მონეტიზაციის მექანიზმია გამოკვეთილი.

გარდა ამისა, Tesla-ს შემოსავლების დამოკიდებულება მომხმარებლის ციკლურ დანახარჯებზე, მას მაკროეკონომიკური გარემოს გაუარესების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის.

“შესანიშნავი შვიდეულის” აქციების შეძენას შეძლებ აქ

გაითვალისწინე, ეს არ არის ფინანსური რჩევა.

სამართლებრივი შეტყობინება

შპს „თიბისი კაპიტალის“ მიერ ამ არხით მოწოდებული ინფორმაცია ემსახურება მხოლოდ საინფორმაციო მიზნებს. წინამდებარე ინფორმაცია არ არის დამტკიცებული რომელიმე მარეგულირებელი ორგანოს მიერ და არ უნდა ჩაითვალოს ოფიციალურად. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული როგორც საინვესტიციო, იურიდიული ან საგადასახადო რჩევა. ის ასევე არ წარმოადგენს ფინანსური ინსტრუმენტის ყიდვის, გაყიდვის ან ფლობისკენ მოწოდებას ან რეკომენდაციას.

ფინანსურ ბაზრებზე ინვესტირება დაკავშირებულია მნიშვნელოვან რისკთან, მათ შორის, დაბანდებული ძირითადი თანხის სრულად დაკარგვის შესაძლებლობასთან. წარსული შედეგები არ წარმოადგენს მომავალი შედეგების სანდო ინდიკატორს. ეს არხი არ იძლევა ყველა პოტენციური რისკის შეფასებას; ნებისმიერ პოტენციურ ინვესტიციასთან დაკავშირებული ყველა რისკის იდენტიფიცირება და შეფასება წარმოადგენს თქვენს პირად პასუხისმგებლობას.

ნებისმიერი საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე თქვენ უნდა ჩაატაროთ დამოუკიდებელი კვლევა და სრულყოფილი due diligence (სათანადო გულმოდგინება). ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია თქვენს პროფესიონალ ფინანსურ, იურიდიულ და საგადასახადო მრჩევლებთან. ამ ინფორმაციის მიღებით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს „თიბისი კაპიტალი“, მისი აფილირებული პირები და მათი წარმომადგენლები თავისუფლდებიან ნებისმიერი და ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან ნებისმიერი პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზიანისთვის, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ ინფორმაციის გამოყენებით ან მასზე დაყრდნობით.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა