იაფი მოდელების დაანონსების ფონზე, Tesla, inc. (TSLA)-ს აქციების ფასი 9%-ით გაიზარდა
გიზიარებთ ბლოგს: Tesla, inc. (TSLA)-ს აქციების ფასი მნიშვნელოვნად იზრდება, რადგან ანალიტიკოსების აზრით, ილონ მასკის სტრატეგია იმ პრობლემების გადაწონას ახერხებს, რომლებიც საზოგადოებას აშფოთებდა და კომპანიის მომავალს ბუნდოვანს ხდიდა.
მიუხედავად იმისა, რომ კვარტალური შემოსავალი შემცირდა, Tesla, inc. (TSLA)-ს აქციების ფასი იზრდება, რადგან კომპანია იაფი მოდელების გამოშვებას ჩქარობს.
Tesla, inc. (TSLA)-მ პირობა დადო, რომ თავისი ელექტრო მანქანების მეტად ხელმისაწვდომ მოდელებს გამოუშვებს, რაც ბოლოდროინდელი დანაკარგების ანაზღაურებას მოხმარდება.
სამშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში, აღინიშნა, რომ ახალი მოდელების გამოშვება დაჩქარებული წესით დაიწყება. განცხადებას კი უკვე ოთხშაბათს Tesla, inc. (TSLA)-ს აქციების ფასის 9%-იანი ზრდა მოჰყვა.
აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, მანამდე იანვარში აღნიშნა, რომ Tesla, inc. (TSLA) მომავალ წელს ახალი, ბიუჯეტური მანქანის წარმოებისთვის ემზადებოდა (Model 2, ფასით $25000). თვის დასაწყისში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროექტი გაუქმდა, რამაც Tesla, inc. (TSLA)-ს აქციების დაცემა გამოიწვია. მასკმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო.
მასკმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ Model 2-ს დასჭირდება ახალი წარმოების სისტემა ტეხასსა და მექსიკაში. დაინტერესებულებს კი მეტი ინფორმაციის გაზიარებას აგვისტოს თვეში პირდება.
აღმასრულებელმა დირექტორმა, ასევე თქვა, რომ Tesla, inc. (TSLA)-ს განხილვა, როგორც მხოლოდ ავტომობილების კომპანია - შეცდომაა. მას მიაჩნია, რომ Tesla, inc. (TSLA)-ს ავტონომიური მანქანების წარმოებაზე ფოკუსირება გამორჩეულად მნიშვნელოვანია კომპანიის საქმიანობაში და აცხადებს, რომ თუ ვინმეს არ სჯერა, რომ Tesla, inc. (TSLA)-ს ამას შეძლებს, კომპანიაში ინვესტირებას არც ურჩევს. მან გადაჭრით აღნიშნა, რომ Tesla, inc. (TSLA) ყველა გამოწვევას წარმატებით გაუმკლავდება.
Tesla, inc. (TSLA)-ს აქციების შეძენას შეძლებ აქ.
*გაითვალისწინე, რომ ეს არის ფინანსური რჩევა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
15.06.2025.23:00
უნგრეთში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს ძიუდოში. მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ).
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ლიპარტელიანმ ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც სენიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალამდე ეთერ ლიპარტელიანმა სამხრეთკორეელი ჯუჰე კიმი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია კურბონმამედოვა და ფინელი ფილალ სალონელი დაამარცხა. ნახევარფინალში კი თურქმენეთის სახელით მოასპარეზე მაია პარდაიევას სძლია.
ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.