გურია გემო ფესტს პირველად უმასპინძლებს
23-24 აგვისტოს, შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გასტრონომიული ფესტივალი გემო ფესტი გაიმართება.
ფესტივალში მონაწილეობის მსურველებს გამოცდილმა შეფ-მზარეულებმა ტრენინგი ჩაუტარეს. უკვე შეირჩა 13 მონაწილე ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან.
გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი გურული კერძები, რომლებსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ.
მუსიკოსთა პარკში მოეწყობა კვების სივრცე, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი აქტივობები. ფესტივალი მუსიკალურადაც გაფორმდება.
„წელს პირველად გემო ფესტი სტუმრობს ახალ რეგიონს, კერძოდ გურიას, შეკვეთილში, 23- 24 აგვისტოს, მონაწილეები აღმოაჩენენ გურულ გემოებს. აუცილებლად უნდა ეწვიოთ გურიაში გემო ფესტს, ეს იქნება განსაკუთრებული გემო ფესტი, ზღვისპირეთში ახალი თავგადასავლებით, ახალი გემოებით, ახალი მონაწილეებით, ახალი ქართული გემოებით, კარგად დავიწყებული ძველის გაცოცხლებული ვერსიებით. ასე რომ ეწვიეთ გურიას და შემოუერთდით გემო ფესტს“, - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძვანელი მაია ომიაძე.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
გადაიხადე Kiwi Post-ის საიტზე საქართველოს ბანკის PLUS ბარათით და დააგროვე 10-ჯერ მეტ ქულა
07.02.2026.13:00
თუ ხარ საქართველოს ბანკის და Kiwi Post-ის მომხმარებელი შენი ამანათებით უკვე ქულების დაგროვებაა შესაძლებელი.
„გადაიხადე Kiwi Post-ის საიტზე PLUS ბარათით და დააგროვე 10-ჯერ მეტი PLUS ქულა.
Kiwi Post გეხმარება სწრაფად და მარტივად მიიღო ამანათები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან - კომფორტულად და უსაფრთხოდ“, - აღნიშნულია საქართველოს ბანკის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.
აქცია ძალაშია თებერვლის ბოლომდე!