გუდაურში შეჯიბრი კარგად იყო ორგანიზებული და წარმატებით ჩატარდა - კლაუს ვალდნერი
გუდაურში შეჯიბრი კარგად იყო ორგანიზებული და წარმატებით ჩატარდა, - ასე შეაფასა სკი კროსის მსოფლიო თასის შეჯიბრის ხელმძღვანელმაკლაუს ვალდნერმა სკი კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი, რომელიც ორი დღის განმავლობაში გუდაურში მიმდინარეობდა.ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს" (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. შეჯიბრება საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით (FIS)ჩატარდა.
"ორი დღის განმავლობაში მართლაც შესანიშნავი შეჯიბრი ვიხილეთ. შეჯიბრის ორი დღის განმავლობაში ტრავმები არ გვქონია. მთელმა საორგანიზაციო გუნდმა ძალიან კარგად იმუშავა. სათხილამურო ფერდობზე საკმარისი მოხალისეები გვყავდა და მათგან საოცარი მხარდაჭერა მივიღეთ. უაღრესად საინტერესო შეჯიბრი იყო და ამ ორი დღისთვის ძალიან ბედნიერები ვართ. ტრასა საოცარი იყო ", - აღნიშნა კლაუს ვალდნერმა.
დღეს გუდაურში სკი კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ფინალი გაიმართა. ქალ სპორტსმენებში იტალიის წარმომადგენელმა ჯოლე გალიმ გაიმარჯვა. კაცების შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა კანადის წარმომადგენელმა რის ჰოუდენმა, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა.
საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს 14 ქვეყნის (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ჩილე, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, შვეიცარია, შვედეთი, ჩეხეთი, საქართველო) 97 სპორტსმენმაიასპარეზა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში, საქართველოში მეორედ ჩატარდა. გასულ წელს ღონისძიებას ბაკურიანმა უმასპინძლა.
8-9 მარტს გუდაურში კიდევ ერთი საერთაშორისო შეჯიბრი ჩატარდება -დაგეგმილია მსოფლიოს თასის ეტაპის გამართვა სნოუბორდ კროსის დისციპლინაში.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
გადაიხადე Kiwi Post-ის საიტზე საქართველოს ბანკის PLUS ბარათით და დააგროვე 10-ჯერ მეტ ქულა
07.02.2026.13:00
თუ ხარ საქართველოს ბანკის და Kiwi Post-ის მომხმარებელი შენი ამანათებით უკვე ქულების დაგროვებაა შესაძლებელი.
„გადაიხადე Kiwi Post-ის საიტზე PLUS ბარათით და დააგროვე 10-ჯერ მეტი PLUS ქულა.
Kiwi Post გეხმარება სწრაფად და მარტივად მიიღო ამანათები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან - კომფორტულად და უსაფრთხოდ“, - აღნიშნულია საქართველოს ბანკის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.
აქცია ძალაშია თებერვლის ბოლომდე!