მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.4
0.0161
flag
AZN 1.5532
-0.0009
flag
CNY 38.858
-0.0076
flag
EUR 3.0147
-0.009
flag
GBP 3.5222
-0.0058
flag
KZT 55.83
0.0001
flag
TRY 0.0564
0
flag
USD 2.6403
-0.0012
news banner

გუდაურში შეჯიბრი კარგად იყო ორგანიზებული და წარმატებით ჩატარდა - კლაუს ვალდნერი

news image
mbc image

გუდაურში  შეჯიბრი კარგად იყო ორგანიზებული და წარმატებით ჩატარდა, - ასე შეაფასა სკი კროსის მსოფლიო თასის შეჯიბრის ხელმძღვანელმაკლაუს ვალდნერმა სკი კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი, რომელიც ორი დღის განმავლობაში გუდაურში მიმდინარეობდა.ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით,  ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს" (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. შეჯიბრება საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით (FIS)ჩატარდა.  

 

"ორი დღის განმავლობაში მართლაც შესანიშნავი შეჯიბრი ვიხილეთ. შეჯიბრის ორი დღის განმავლობაში ტრავმები არ გვქონია. მთელმა საორგანიზაციო გუნდმა ძალიან კარგად იმუშავა. სათხილამურო ფერდობზე საკმარისი მოხალისეები გვყავდა და მათგან საოცარი მხარდაჭერა მივიღეთ. უაღრესად საინტერესო შეჯიბრი იყო და ამ ორი დღისთვის ძალიან ბედნიერები ვართ. ტრასა საოცარი იყო ", - აღნიშნა კლაუს ვალდნერმა.

 

დღეს გუდაურში სკი კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ფინალი გაიმართა. ქალ სპორტსმენებში იტალიის წარმომადგენელმა ჯოლე გალიმ გაიმარჯვა. კაცების შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა კანადის წარმომადგენელმა რის ჰოუდენმა, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა. 

 

საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს 14 ქვეყნის (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ჩილე, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, შვეიცარია, შვედეთი, ჩეხეთი, საქართველო) 97 სპორტსმენმაიასპარეზა.

 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში, საქართველოში მეორედ ჩატარდა. გასულ წელს ღონისძიებას ბაკურიანმა უმასპინძლა. 

 

8-9 მარტს გუდაურში კიდევ ერთი საერთაშორისო შეჯიბრი ჩატარდება -დაგეგმილია მსოფლიოს თასის ეტაპის გამართვა სნოუბორდ კროსის დისციპლინაში.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

WEEKEND
image გადაიხადე Kiwi Post-ის საიტზე საქართველოს ბანკის PLUS ბარათით და დააგროვე 10-ჯერ მეტ ქულა

07.02.2026.13:00

თუ ხარ საქართველოს ბანკის და Kiwi Post-ის მომხმარებელი შენი ამანათებით უკვე ქულების დაგროვებაა შესაძლებელი.

„გადაიხადე Kiwi Post-ის საიტზე PLUS ბარათით და დააგროვე 10-ჯერ მეტი PLUS ქულა.

Kiwi Post გეხმარება სწრაფად და მარტივად მიიღო ამანათები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან - კომფორტულად და უსაფრთხოდ“, - აღნიშნულია საქართველოს ბანკის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში. 

აქცია ძალაშია თებერვლის ბოლომდე!

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა