გუდაურში მსოფლიო თასზე 21 ქვეყნის, მათ შორის, აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და ჩინეთის სპორტმენები ასპარეზობენ - მარიამ ქვრივიშვილი
„საქართველოში ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრი მიმდინარე ზამთრის სეზონზე უკვე მესამედ ტარდება. წელს გუდაურმა და ბაკურიანმა ჯამში 300-მდე სპორტსმენს უმასპინძლა. დღევანდელი შეჯიბრის ორგანიზება მაღალ დონეზე შეფასდა. დადებითი შეფასებები მიიღო ორგანიზებისთვის მთის ტრასების სააგენტომ და სათხილამურო ფედერაციამ. ასეთი ღონისძიებების მასპინძლობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და სამთო-ტურისტული კურორტების პოპულარიზებისთვის. მით უფრო, რომ საერთაშორისო მედია აქტიურად აქვეყნებს სიუჟეტებსა და სტატიებს მსოფლიო თასის მიმდინარეობაზე. გამონაკლისი არც დღევანდელი შეჯიბრია, რომელიც ევროსპორტზე პირდაპირი ტრანსლირებით გადაიცემოდა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც გუდაურში სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპის პირველ საშეჯიბრო დღეს დაესწრო.
მინისტრის მოადგილემ სნოუბორდ კროსში გამარჯვებული სპორტსმენები - იაკობ დუშეკი (ავსტრია), ადამ ლამბერტი (ავსტრალია) და ელიოტ გრონდინი (კანადა)დააჯილდოვა. სულ მსოფლიო თასის ეტაპზე 21 ქვეყნის 88 სპორტსმენი ასპარეზობს. მათ შორისაა, კანადა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ავსტრალია, შვეიცარია, ჩინეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ბრაზილია, უნგრეთი, იაპონია და სხვ.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის (FIS) ეგიდით მაღალი რანგის შეჯიბრების ჩატარება ხელს უწყობს საქართველოს, როგორც განვითარებული სამთო სათხილამურო ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნის ცნობადობის ზრდას. მისი თქმით, აღნიშნული პოზიტიურად აისახება როგორც უშუალოდ ტურიზმის სექტორზე, ასევე სამთო კურორტების პოპულარიზებასა და ტურისტული ნაკადების ზრდაზე.
ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოსა" (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.
აღსანიშნავია, რომ წარმატებულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციამ საქართველო, კერძოდ, გუდაური და ბაკურიანი, მუდმივ კალენდარში ჩასვა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
25.05.2025.14:01
2028 წლის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების დროს ლოს-ანჯელესში გულშემატკივრები არენებს შორის გადაადგილებას საჰაერო ტაქსის მეშვეობით შეძლებენ. BBC-ს ინფორმაციით, თამაშების ორგანიზატორებმა კომპანია Archer Aviation-თან პარტნიორობის შესახებ განაცხადეს, რომელიც ამ სერვისზე იმუშავებს.
ორგანიზატორების ჩანაფიქრით, ფრენის დაჯავშნა მობილურ აპლიკაციაში იქნება შესაძლებელი, როგორც ჩვეულებრივი ტაქსის შეკვეთისას. თვითონ საფრენი აპარატი 4 ადამიანზე იქნება გათვლილი და ჰაერში ვერტიკალურად ავა, როგორც ვერტმფრენი. ფრენის სავარაუდო საფასური აპლიკაცია Uber-ის პრემიუმ-ტარიფთან იქნება შეთავსებული, სხვადასხვა ობიექტს შორის გადაადგილებას კი 10-20 წუთი დასჭირდება.
Archer Aviation-ში იმედოვნებენ, რომ კომერციული გადაზიდვების დასაწყებად აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველოს ლიცენზიას წელს მოახერხებს.