Georgian Airways-ი ავიაბილეთებზე ფასდაკლების აქციას აცხადებს
ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ავიაბილეთებზე ფასდაკლების აქციას აცხადებს.
„ძვირფასო მგზავრებო!
გთავაზობთ, სპეციალურ შეთავაზებას სათხილამურო სეზონზე!
აქცია ვრცელდება ევროპის მიმართულებებზე.
ორმხრივი ავიაბილეთის ფასი - 320 ევრო!
დაჯავშნეთ მოგზაურობა, 1 თებერვლიდან 10 მარტამდე შუალედში.
ბილეთების შეძენის პერიოდი 1-10 თებერვალი.
ფასში შედის 23 კგ ჩასაბარებელი ბარგი და 8 კგ ხელბარგი“, - აღნიშნულია ფასდაკლების აქციის აღწერაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
15.06.2025.23:00
უნგრეთში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს ძიუდოში. მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ).
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ლიპარტელიანმ ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც სენიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალამდე ეთერ ლიპარტელიანმა სამხრეთკორეელი ჯუჰე კიმი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია კურბონმამედოვა და ფინელი ფილალ სალონელი დაამარცხა. ნახევარფინალში კი თურქმენეთის სახელით მოასპარეზე მაია პარდაიევას სძლია.
ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.