მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7141
-0.011
flag
AZN 1.5868
-0.0003
flag
CNY 39.195
-0.0014
flag
EUR 3.114
-0.001
flag
GBP 3.5718
0.0011
flag
KZT 57.97
0.0049
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.6975
-0.0006

გასულ წელს ტურისტებმა ტრევის შადრევანში რეკორდული რაოდენობის მონეტები ჩაყარეს

news image

2023 წელს ტურისტებმა რომის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობაში - ტრევის შადრევანში 1,6 მილიონი ევროს ოდენობის მონეტა ჩაყარეს, რაც 2006 წლის შემდეგ ახალი რეკორდია. ამის შესახებ გაზეთი Il Gazzettino წერს

გამოცემის ინფორმაციით, შადრევანში ჩაყრილ მონეტებს შორის არის როგორც ევროები და ევროცენტები, ასევე დოლარები და გირვანქა სტერლინგები. შადრევნიდან ამოღების შემდეგ მონეტებს ახარისხებენ და უცხოურ ვალუტას ევროზე ცვლიან. ევროები კი გამანაწილებელ ცენტრში გადააქვთ, აღდგენენ, შემდეგ კი კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაციის „კათარსისი“ რომაულ განყოფილებაში გადააქვთ. ორგანიზაცია შეგროვილ თანხას გაჭირვებულების დასახმარებლად იყენებს. 

ფულთან ერთად შადრევანში სხვადასხვა ნივთებიც აღმოაჩინეს: სათვალეები, საათები, სამაჯურები, ბეჭდები, გიტარის მედიატორები და კბილის პროთეზიც კი. ნივთებს შადრევნიდან კვირაში სამჯერ ან უფრო მეტჯერ აგროვებენ. 

ტრევის შადრევანი რომის უდიდესი შადრევანია. ბაროკოს სტილის ობიექტი 1732-1762 წლებში არქიტექტორმა ნიკოლო სალვიმ ააგო. ლეგენდის თანახმად, შადრევანში მონეტის ჩაგდება იმის საწინდარია, რომ ადამიანი რომში დაბრუნდება, ან შადრევანთან ჩაფიქრებული სურვილი აუსრულდება.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

WEEKEND
image გადაიხადე Kiwi Post-ის საიტზე საქართველოს ბანკის PLUS ბარათით და დააგროვე 10-ჯერ მეტ ქულა

07.02.2026.13:00

თუ ხარ საქართველოს ბანკის და Kiwi Post-ის მომხმარებელი შენი ამანათებით უკვე ქულების დაგროვებაა შესაძლებელი.

„გადაიხადე Kiwi Post-ის საიტზე PLUS ბარათით და დააგროვე 10-ჯერ მეტი PLUS ქულა.

Kiwi Post გეხმარება სწრაფად და მარტივად მიიღო ამანათები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან - კომფორტულად და უსაფრთხოდ“, - აღნიშნულია საქართველოს ბანკის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში. 

აქცია ძალაშია თებერვლის ბოლომდე!

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა