გაიცანით 2025 წლის ყველაზე ტრენდული მიმართულებები: იმოგზაურეთ Wizz Air-თან ერთად
უკვე ოცნებობთ თქვენს მომავალ თავგადასავლებზე? როგორც ყოველთვის, Wizz Air-ი გვეხმარება ოცნებების ასრულებაში და ქუთაისიდან წლის საუკეთესო მიმართულებებისკენ მიგვიძღვება. ლაჟვარდოვანი სანაპიროებიდან დაწყებული, კულტურული ღირსშესანიშნაობებით მდიდარი ქალაქებით დამთავრებული, Wizz Air-ი გვთავაზობთ ყველაფერს, რაც თქვენს 2025 წელს, დაუვიწყარს გახდის:
რომი - ქალაქი, სადაც ცხოვრება ნამდვილად მშვენიერია
თუკი მთელი ცხოვრებაა გული მარადიული ქალაქისკენ მიგიწევთ, მაშინ წელს აუცილებლად უნდა აისრულოთ ოცნება. რატომ? იმიტომ, რომ 2025 წელი, რომისა და ვატიკანის განსაკუთრებული - საიუბილეო წელია. ეს მნიშვნელოვანი წმინდა წელი 2024 წლის შობის დღესასწაულზე დაიწყო და 2026 წლის ნათლისღებაზე დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ეს განსაკუთრებული მოვლენა ყოველ 25 წელში ერთხელ ხდება - იუბილეზე კათოლიკური ეკლესია საშუალებას აძლევს ადამიანებს ითხოვონ პლენარული ინდულგენცია, რაც ნიშნავს ცოდვების მიტევებას საკუთარი თავისა ან მათი გარდაცვლილი ახლობლებისთვის.
ასე რომ, წელს, მარადიული ქალაქი, კიდევ უფრო შთამბეჭდავი და განუმეორებელი იქნება!
ბუდაპეშტი - განუმეორებელი არქიტექტურის დედაქალაქი
რა სჯობს ბუდაპეშტის სახელგანთქმულ აბანოებში ნებივრობას, დუნაის პანორამული ხედების ფონზე და უგემრიელესი, ხრაშუნა ჩიმნი ქეიქებით ტკბობას? ეს ქალაქი ხომ სავსეა სახურავებზე განთავსებული კაფეებითა თუ რესტორნებით, ევროპაში ყველაზე ახალგაზრდული ენერგიითა და საიდუმლო ბარებით, რაც ისედაც ჯადოსნურ ქალაქს, კიდევ უფრო მეტ მისტიკასა და ზღაპრულობას სძენს?
2025 წელს, აუცილებლად უნდა გამოსცადოთ სეჩენის სამკურნალო აუზები და ღამის კრუიზი დუნაიზე - ცხადია, ცქრიალა ღვინის თანხლებით!
ლარნაკა - ხმელთაშუა ზღვის მშვენიერება
წარმოიდგინეთ ოქროსფერი სანაპირო, სუფთა, კამკამა წყალი და ზღვის პროდუქტებით სავსე რესტორნები. ლარნაკა იდეალური ადგილია, თუკი გსურთ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე დაისვენოთ, თანაც, ხელმისაწვდომ ფასად. ულამაზესი ხედებით, მყუდრო ზღვისპირა ტავერნებითა და მშვიდი ენერგიით, ეს ქალაქი ღია ბარათზე გამოსახულ სურათს ჰგავს.
თუკი ლარნაკას გვიან შემოდგომაზე ან ზამთარში ეწვევით და მლაშე ტბას მოინახულებთ, მაშინ საკუთარი თვალით იხილავთ ვარდისფერ ფლამინგოებს - სანახაობას, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ.
2025 წელს, მარადიულ ქალაქში, ბუდაპეშტსა და ლარნაკაში ფრენებს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად, კვლავ Wizz Air-ი გვთავაზობს. ჩაალაგეთ ჩემოდნები, აიღეთ თქვენი საყვარელი ფოტოკამერა და გაემზადეთ საკუთარ ოცნებებთან შესახვედრად - Wizz Air-ი ხომ ქუთაისიდან პირდაპირ დანიშნულების ადგილზე ჩაგიყვანთ!
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
22.03.2025.00:00
ინვესტირებისას, ხშრიად ყველაზე რთული, პირველი ნაბიჯის გადადგმაა, როდესაც არ იცი საიდან დაიწყო. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას ინოვაციური პროდუქტი - სმარტ პორტფელები დაემატა - შენს მიზნებზე მორგებული და ავტომატურად მართვადი.
შენი მიზნებისა და რისკიანობის დასადგენად, საინვესტიციო პლატფორმაზე შეავსე მარტივი კითხვარი. პასუხების მიხედვით განისაზღვრება რომელია შენთვის რეკომენდებული სმარტ პორტფელი - კონსერვატიული, დაბალანსებული, თუ დინამიური.
შესაძლებლობა გაქვს შენთვის რეკომენდებული, ან შენთვის სასურველი პორტფელი აირჩიო.
კონსერვატიული პორტფელი გათვლილია იმ მიმხმარებლებზე რომლებიც სტაბილურობას ანიჭებენ უპირატესობას და მზად არიან, ნაკლები რისკის სანაცვლოდ, შედარებით მცირე სარგებელი მიიღონ. რისკი და სარგებელი - დაბალი.
დაბალანსებული პორტფელი გათვლილია იმ მომხმარებლებზე, ვისაც საშუალოვადიან პერსპექტივაში თანხის დაბანდება და საფონდო ბირჟის ზრდის ტენდენციით სარგებლის მიღება სურთ. რისკი და სარგებელი - საშუალო.
დინამიური პორტფელის მიზანი გრძელვადიან პერიოდში მაქსიმალური სარგებლის მიღებაა და ის გათვლილია ისეთ ინვესტორებზე, რომელთაც შედარებით მაღალი რისკი და მერყეობა არ აშინებთ. რისკი და სარგებელი - მაღალი.
სმარტ პორტფელი უზრუნველყოფს:
დივერსიფიკაციას - თანხა ნაწილდება სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო აქტივებში (გლობალურ ბაზარზე წარმოდგენილი კომპანიების აქციებში და ობლიგაციებში), რაც ამცირებს რისკს და უზრუნველყოფს პორტფელის სტაბილურობას.
ზრდას - პორტფელი მზარდი აქტივებითაა დაკომპლექტებული, რომელთა მიმართაც ანალიტიკოსებს პოზიტიური მოლოდინები აქვთ და რომლებიც ზრდის დინამიკით გამოირჩევიან.
რებალანსირებას - სისტემა ავტომატურად აბალანსებს პორტფელს - ზრდის ან ამცირებს პოზიციებს იმისთვის, რომ წინასწარ განსაზღვრული სამიზნე პარამეტრები და სტრატეგია მუდმივად იყოს შენარჩუნებული. სისტემა პორტფელის რებალანსირებას და შედეგების მონიტორინგს ყოველდღიურად უზრუნველყოფს.
სიმარტივეს - შენ არ გჭირდება ფინანსური ბაზრის შესწავლა და კომპანიების ფინანსური შედეგების მონიტორინგი. სმარტ პორტფელი თავად არჩევს საინვესტიციო აქტივების სიას და ამით მარტივად პასუხობს შენს მთავარ შეკითხვას - რა უნდა ვიყიდო?
ხელმისაწვდომობას - პორტფელი დაბალდანახარჯიანი აქტივებისაგან შედგება და მომსახურების წლიური საკომისიო პორტფელის 0.8%-ს შეადგენს. პორტფელის მინიმალური ინვესტიციის მოცულობა კი მხოლოდ $20-ია.
ანგარიშზე თანხის ასახვას საშუალოდ 2 სამუშაო დღე სჭირდება. თანხის ასახვის შემდეგ, სისტემა მის ინვესტირებას და მართვას ავტომატურად უზრუნველყოფს.
თანხის გატანისთვის სმარტ პორტფელის პანელიდან სასურველი თანხის მოცულობა უნდა აირჩიო და შესაბამისი ბრძანება მონიშნო. მას შემდეგ, რაც სისტემა პოზიციების დახურვას უზრუნველყოფს, თანხა საბანკო ანგარიშზე დაგერიცხება და საშუალოდ 3 სამუშაო დღეში ანგარიშზე აგესახება.
შერჩეული პორტფელის სტრუქტურა წინასწარაა განსაზღვრული და მისი შეცვლა არ შეგიძლია. თუმცა, თავად პორტფელის სხვა პორტფელით ჩანაცვლება ნებისმიერ დროს შეგიძლია. არსებული აქტივების გაყიდვას და ახლის შეძენას გარკვეული დრო სჭირდება.
სმარტ პორტფელების არაერთი უპირატესობის მიუხედავად, გაითვალისწინე, რომ ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, აქტივების ღირებულება შემცირდეს. შესაბამისად, საბაზრო რყევების სრულად დაზღვევას სმარტ პორტფელი ვერ უზრუნველყოფს.
ასევე, საინვესტიციო სტრატეგია ყოველთვის სასურველ შედეგს ვერ აჩვენებს და შესაძლოა, პორტფელის რეალური ამონაგები პროგნოზირებულზე ნაკლები აღმოჩნდეს, ან სასურველი შედეგის მიღებას, მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდეს.
გაიგე რომელია შენს მიზნებზე მორგებული სმარტ პორტფელი და დაიწყე ინვესტირება მარტივად.