მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7091
0.0031
flag
AZN 1.5928
-0.0002
flag
CNY 38.102
-0.0048
flag
EUR 3.1424
-0.0038
flag
GBP 3.5656
0.005
flag
KZT 51.78
0.0006
flag
TRY 0.064
0
flag
USD 2.708
-0.0005

გაიგე, რა შესაძლებლობებს ქმნის ინვესტორებისთვის პოლონეთის მზარდი ეკონომიკა

news image

გიზიარებთ ბლოგს:

პოლონეთი ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკას წარმოადგენს, რომელმაც, ეკონომიკური ზრდით, გასული ათწლეულის განმავლობაში არაერთ განვითარებულ მეზობელს გადააჭარბა, რაც გონივრულმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა და სტრატეგიულმა მდებარეობამ განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან პოლიტიკური გაურკვევლობები მოკლევადიან რყევებს იწვევს, პოლონეთის დინამიკური ზრდა, ფრთხილი მონეტარული პოლიტიკა და დივერსიფიცირებული საგარეო დაფინანსება ქმნის ისეთ გარემოს, სადაც როგორც ბიზნესი, ისე კერძო სექტორი მდგრადი განვითარებით სარგებლობს.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, პოლონეთის ეკონომიკის გამორჩეული ზრდა მიმზიდველ საინვესტიციო შესაძლებლობებს გვთავაზობს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ პოლონეთი დასავლელ გიგანტებთან შედარებით უფრო ნიშური და ნაკლებად პოპულარულია, რაც უზარმაზარ აუთვისებელ პოტენციალზე მიუთითებს. შედარებისთვის, წლის დასაწყისიდან დღემდე, პოლონეთის საფონდო ბირჟის ძირითადი ინდექსი - WIG – 33%-ზე მეტითაა გაზრდილი, მაშინ, როცა აშშ-ის S&P500-ი ამ მომენტში 8.5%-იან ზრდას აფიქსირებს, ევროპული STOXX600 კი - 8%-იანს. გარდა ამისა, მიმდინარე საერთაშორისო გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორები პოლონეთს ზრდისა და განვითარების ტრამპლინს სთავაზობს, რის გამოც ქვეყანა სტრატეგიულად მომგებიან პოზიციაში იმყოფება.

ზურგის ქარები

• საწარმოო ჰაბი – პოლონეთის მშპ-ის 30%-ზე მეტი წარმოებაზე მოდის. მრეწველობის უზარმაზარი შესაძლებლობები და 40 მილიონზე მეტი მოსახლეობა პოლონეთს მნიშვნელოვან კვანძად აქცევს მიწოდების ევროპულ ჯაჭვში. იმ ფონზე, როცა რუსეთ-უკრაინის დაზავება სულ უფრო აქტიურად განიხილება, კონტინენტი კი უკრაინის ომისშემდგომი აღდგენის გეგმებს აყალიბებს, პოლონეთის მრეწველობა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა ქვეყანას მასალების, აღჭურვილობისა და ადამიანური რესურსის ძირითად მიმწოდებლად აქცევს — რაც ქვეყანას დასავლეთის მიერ დაფინანსებულ აღდგენით პროგრამებში ერთ-ერთ მთავარ ბენეფიციარად წარმოაჩენს.

• მდგრადობა ტარიფების მიმართ – გლობალურმა სავაჭრო დაძაბულობამ ის ქვეყნები შეარყია, რომელთა ეკონომიკაც გლობალურ ექსპორტზეა დამოკიდებული. პოლონეთის სავაჭრო პროფილი კი მკვეთრად ევროკავშირზეა ორიენტირებული: ძირითადი ექსპორტი მიემართება გერმანიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებსა და მეზობელ ბაზრებზე. სწორედ ეს ფოკუსი იცავს პოლონეთს ამერიკა-ჩინეთსა და ამერიკა-ევროკავშირის დაპირისპირებებთან დაკავშირებული სატარიფო რისკებისგან და ინვესტორებს დამატებით უსაფრთხოებას სთავაზობს.

• ევროკავშირის გრანტები – პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის პრო-ევროპული მთავრობის პირობებში პოლონეთმა ხელახლა მოიპოვა წვდომა ევროკავშირის მიერ წინა, ევროსკეპტიკური მთავრობის დროს გაყინულ ფონდებზე, რომელთა მოცულობა €150 მილიარდ ევროს აღემატება. აღნიშნული რესურსები ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მწვანე ენერგეტიკულ პროექტებს მოხმარდება, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, ნახშირზე დამოკიდებული მოდელიდან თანდათან ახალ, მდგრად სისტემაზე გადავიდეს. შედეგად, მომდევნო ათწლეულში პოლონეთში განახლებადი ენერგიის მასიური აუქციონები, ელექტროგადაცემის ქსელების გაფართოება და მცირე მოდულური რეაქტორების მშენებლობაც კია მოსალოდნელი – ყველაფერი ევროკავშირის და სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში. შედეგად, კომუნალური და განახლებადი ენერგიის ინდუსტრიები მთავარი ბენეფიციარები იქნებიან.

• თავდაცვა, ინფრასტრუქტურა და რეგიონული უსაფრთხოება – გერმანიის ახალი კანცლერის, ფრიდრიხ მერცის უპრეცედენტო, €1-ტრილიონიან ფისკალურ გეგმას თავდაცვისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით მეზობელ ეკონომიკებზე გრძელვადიანი გავლენა ექნება. პოლონეთი, რომელიც უკვე მასპინძლობს მსხვილ NATO სწავლებებს და საკუთარ თავდაცვის წარმოებას აძლიერებს, დიდი შანსია, რომ კონტრაქტებსა და ტექნოლოგიურ გადაცემებს მიიღებს. თავდაცვის ბიუჯეტი რეკორდულ დონეზეა – 186.6 მილიარდი ზლოტი (მშპ-ის 4.7%), რაც ხაზს უსვამს, როგორ გარდაქმნის ვარშავა უსაფრთხოების გამოწვევებს ეკონომიკურ შესაძლებლობებად.

სექტორული მიმოხილვა

პოლონეთის ეკონომიკა დივერსიფიცირებული სტრუქტურით ხასიათდება, რაც ეკონომიკური აქტივობის ფართო ბაზის საფუძველს ქმნის. სერვისების სექტორი მთლიან მშპ-ში 58.8%-ს იკავებს, შემდეგ მოდის ინდუსტრია 28.7%-ით და სოფლის მეურნეობა 2.9%-ით. ეს სტრუქტურა ასახავს პოლონეთის ეკონომიკის გარდაქმნის პროცესს უფრო სერვისზე ორიენტირებულ მოდელად, რომელსაც ჯერ კიდევ მყარი საწარმოო ფუნდამენტი ამაგრებს.

თავდაცვა და მრეწველობა

პოლონეთის თავდაცვისა და მრეწველობის სექტორი სწრაფად იზრდება, რასაც ხელს უწყობს რეკორდული 2025 წლის თავდაცვის ბიუჯეტი (186.6 მილიარდი ზლოტი, მშპ-ის 4.7%), NATO-ს მზარდი მოთხოვნა უკრაინის ომის ფონზე და გერმანიის ტრილიონიანი პაკეტიდან მომდინარე ირიბი სარგებელი. თუმცა, რისკები კვლავ რჩება — როგორიცაა ვალუტის მერყეობა - დოლარში ნომინირებული კონტრაქტების შემთხვევაში და ძირითადი პლატფორმების, მაგალითად K2 ტანკების მიწოდების შეფერხებები.

ენერგეტიკა და განახლებადი რესურსები

პოლონეთის ენერგეტიკისა და განახლებადი ენერგიის სექტორს წინ მნიშვნელოვანი გაფართოება ელის, რომელიც ძირითადად ევროკავშირის გრანტებით იქნება დაფინანსებული. ინვესტიციები მიემართება მწვანე ენერგიისკენ, ქსელის მოდერნიზაციისა და წყალბადზე დაფუძნებული პროექტებისკენ. მთავრობა დამატებით 32-გიგავატიანი განახლებადი სიმძლავრეების აუქციონებს გეგმავს, ხოლო ზღვის ქარის ენერგეტიკაში წამყვანი ევროპული ინვესტორები სულ უფრო აქტიურად ერთვებიან. მიუხედავად ამისა, სირთულეები მაინც რჩება – როგორიცაა ელექტროგადამცემი ქსელების შეზღუდვები, ნებართვების გაცემის პროცესის დაგვიანება და ნახშირის ეტაპობრივი ჩანაცვლების სოციალური ხარჯები სამთო რეგიონებში. ამასთან, ევროკავშირის ფონდების განაწილება კვლავ დამოკიდებულია სამართლის უზენაესობის საკითხებში მიღწეულ პროგრესზე.

საინფორმაციო ტექნოლოგიები და ციფრული სერვისები

პოლონეთის ICT და ციფრული სერვისების სექტორი მდგრადი ზრდით გამოირჩევა. ეს ძირითადად გამოწვეულია სწრაფი დიჯიტალიზაციით ფინანსურ, ჯანდაცვის და საწარმოო სექტორებში. მთავრობის ხელშეწყობა საგადასახადო შეღავათების და R&D გრანტების მეშვეობით ხელოვნური ინტელექტის, ღრუბლოვანი ტექნოლოგიებისა და მანქანური სწავლების დანერგვას აჩქარებს, ხოლო 2026 წლამდე ეროვნული 5G ქსელის ამოქმედება ახალ შესაძლებლობებს ქმნის IoT-სა და Industry 4.0-ის მიმართულებით. ამავდროულად, რჩება გამოწვევები — კვალიფიციური კადრების დეფიციტი, მზარდი ხელფასები და ნახევარგამტარების მიწოდების შეფერხებები. ასევე, მონაცემთა სუვერენულობის საკითხებზე მზარდი ფოკუსი საზოგადო ინსტიტუტებს ლოკალურ ღრუბლოვან გადაწყვეტებზე გადასვლისკენ უბიძგებს.

ფინანსური სექტორი

ბოლო პერიოდში, ფინანსურმა სექტორმა 7.2%-იანი ზრდა აჩვენა და ბაზრის ლიდერი გახდა. წამყვანი ბანკები – PKO Bank Polski და Santander Bank Polska – სამუშაო გარემოს გაუმჯობესების ფონზე დივიდენდების გადახდას აანონსებენ, რაც ფინანსურ სისტემაში სტაბილურობის მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ საბანკო აქციები ჯერ კიდევ ციკლურად დაბალ შეფასებებზე ივაჭრება, სტაბილური დივიდენდები და სესხის ზრდის აღდგენა სექტორს პორტფელში დაცვით ფუნქციას ანიჭებს – განსაკუთრებით ციკლურ სექტორებთან მიმართებით.

შეჯამება

პოლონეთის განვითარება აერთიანებს გარდამავალ ისტორიას – პოსტ-სოციალისტური ეკონომიკიდან ევროკავშირში ინტეგრირებულ, თანამედროვე სისტემამდე. პოლიტიკური ნიუანსები და რეგულაციური სირთულეები გარდაუვალია, თუმცა დიდი სურათი ცალსახად მიანიშნებს მოდერნიზაციაზე, სტრუქტურულ რეფორმებსა და მიზნობრივ გამორჩეულობაზე. ინვესტორებისთვის, რომლებსაც სურთ წვდომა ჰქონდეთ მდგრად, ზრდაზე ორიენტირებულ ევროპულ ბაზარზე, პოლონეთი სიღრმისეულ და მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს.


თვალი ადევნე ბაზრის დინამიკას ინვესტიციების პალტფორმაზე, iShares MSCI Poland Capped ETF (EPOL)-ის შეძენას შეძლებ აქ 
გაითვალისწინე, ეს არ არის ფინანსური რჩევა

სამართლებრივი შეტყობინება

შპს „თიბისი კაპიტალის“ მიერ ამ არხით მოწოდებული ინფორმაცია ემსახურება მხოლოდ საინფორმაციო მიზნებს. წინამდებარე ინფორმაცია არ არის დამტკიცებული რომელიმე მარეგულირებელი ორგანოს მიერ და არ უნდა ჩაითვალოს ოფიციალურად. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული როგორც საინვესტიციო, იურიდიული ან საგადასახადო რჩევა. ის ასევე არ წარმოადგენს ფინანსური ინსტრუმენტის ყიდვის, გაყიდვის ან ფლობისკენ მოწოდებას ან რეკომენდაციას.

ფინანსურ ბაზრებზე ინვესტირება დაკავშირებულია მნიშვნელოვან რისკთან, მათ შორის, დაბანდებული ძირითადი თანხის სრულად დაკარგვის შესაძლებლობასთან. წარსული შედეგები არ წარმოადგენს მომავალი შედეგების სანდო ინდიკატორს. ეს არხი არ იძლევა ყველა პოტენციური რისკის შეფასებას; ნებისმიერ პოტენციურ ინვესტიციასთან დაკავშირებული ყველა რისკის იდენტიფიცირება და შეფასება წარმოადგენს თქვენს პირად პასუხისმგებლობას.

ნებისმიერი საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე თქვენ უნდა ჩაატაროთ დამოუკიდებელი კვლევა და სრულყოფილი due diligence (სათანადო გულმოდგინება). ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია თქვენს პროფესიონალ ფინანსურ, იურიდიულ და საგადასახადო მრჩევლებთან. ამ ინფორმაციის მიღებით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს „თიბისი კაპიტალი“, მისი აფილირებული პირები და მათი წარმომადგენლები თავისუფლდებიან ნებისმიერი და ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან ნებისმიერი პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზიანისთვის, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ ინფორმაციის გამოყენებით ან მასზე დაყრდნობით.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

WEEKEND
image დაიბრუნე 30 ლარი Wolt-ის ბალანსზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას

18.10.2025.10:26

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ კომპანია ვოლტთან ერთად მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა.

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში  Wolt+ ის მომხმარებლები, რომლებიც Wolt-ზე 100 ლარზე მეტს დახარჯავენ და საქართველოს ბანკის ბარათით PLUS ან Mastercard-ის სადებეტო ბარათით გადაიხდიან, Wolt-ის ბალანსზე 30 ლარი დაუბრუნდებათ.  

აქცია უკვე დაიწყო და 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მომხმარებლები ყოველკვირეულად სხვადასხვა შეთავაზებს მიიღებენ. 

შეთავაზების პირველი კვირის ფარგლებში, 18-19 ოქტომბერს მომხმარებლები აღნიშნული აქციით  სარგებლობას Europroduct-ის, GPC Pharmacy-ისა  და Alcorium-ის პროდუქციის შეძენისას შეძლებენ. 

ინფორმაციისთვის, აღნიშნული აქციით სარგებლობა შესაძლებელია კვირაში ერთხელ. 

საქართველოს ბანკის შეთავაზებებს სრულად ნახავთ აქ.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა