მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.4
-0.0021
flag
AZN 1.5916
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0032
flag
EUR 3.123
-0.0114
flag
GBP 3.6172
0.0004
flag
KZT 49.81
-0.0001
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7067
-0.0003

Dunkin'-მა დუბაის შოკოლადის დონატების სამი სახეობა დაამატა

news image

ამერიკული რესტორნების ქსელი Dunkin'-ი, რომლის ფრანჩაიზსაც საქართველოში „ვისოლ ჯგუფი“ ფლობს, საკუთარ მომხმარებელს სხვადასხვა ახალი დონატებით აქტიურად ანებივრებს. როგორც Business Insider Georgia-ს „ვისოლ ჯგუფში“ განუცხადეს, მოხდა Dunkin'-ის ასორტიმენტის გამრავალფეროვნება და მენიუს დუბაის შოკოლადის დონატების სამი სახეობა დაემატა. 

„დავამატეთ დუბაის შოკოლადის დონატების სამი სახეობა“, - აცხადებენ კომპანიაში, შესაბამისად დამატებულია: DUBAI CHOCOLATE DONUT, PISTACHIO&KADAIF RING DONUT, და CHOCOLATE&KADAIF RING DONUT.

დღეისათვის  Dunkin’-ი საქართველოში 24 სახეობის დონატს აწარმოებს. Dunkin’ მსოფლიოს არომატული ყავით, მრავალფეროვანი დონატებითა და უგემრიელესი სენდვიჩებით მასპინძლობს. ისტორია კი დაიწყო 1950 წელს, როდესაც ბილ როზენბერგმა პირველი რესტორანი გახსნა ქუინსში, მასაჩუსეტსის შტატში. 

დღეს Dunkin’-ი 12 000-ზე მეტ ობიექტს ითვლის 45 ქვეყანაში და ამაყობს, რომ არის მსოფლიოს წამყვანი კომპანია რესტორნების ინდუსტრიაში.

2020 წელს Dunkin’-ი 11.3 მილიარდ აშშ დოლარად „Inspire Brands Inc“-მა შეისყიდა. “Inspire Brands Inc”-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში და 60 სხვადასხვა ქვეყანაში 32,000 რესტორანს აერთიანებს, რომლებიც Arby’s-ის, Dunkin’ -ის, Baskin-Robbins-ის, Buffalo Wild Wings-ის, Jimmy John’s-ის, Rusty Taco-ს, and SONIC-ის ბრენდებით არის წარმოდგენილი.

2014 წლის ოქტომბერში ხელი მოეწერა ამერიკული რესტორნების ქსელ Dunkin’-ის განვითარების ხელშეკრულებას საქართველოში. Dunkin’ არის საერთაშორისო ბრენდი, რომლის ღირებულებები სრულ თანხვედრაში მოდის „ვისოლ ჯგუფის“ ღირებულებებთან.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

WEEKEND
image 26 ივლისს, "კიკეთის ფერმაში", ადგილობრივი ფერმერები და მწარმოებლები წარმოადგენენ ნატურალურ, ჯანსაღ და ხელნაკეთ პროდუქტებს

26.07.2025.10:00

26 ივლისს, კიკეთის ფერმაში, ადგილობრივი ფერმერები და მწარმოებლები წარმოგიდგენენ ნატურალურ, ჯანსაღ და ხელნაკეთ პროდუქტებს.
 
მონაწილეები:
 
• საგულეთი – ნატურალური პროდუქტების მწარმოებელი;
• მარგალიტი ქოლექშენი – ინოვაციური მიდგომები შვეიცარიული აგრარული სკოლიდან;
• ფონა – სერტიფიცირებული ბიოწარმოება;
• ლაგაზი ბეიქერი – უძველესი ქართული ხორბლის ჯიშებით დამზადებული პურები;
• ტანინი – ნატურალური მეღვინეობა;
• კიკეთის ფერმა – მცირე წარმოების ნატურალური და ხელნაკეთი პროდუქტები. 
 
ჩვენი მიზანია, შევქმნათ პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციასა და ფერმერთათთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას.
 
გელოდებით კიკეთში ბუნებრივი პროდუქტების დასაგემოვნებლად.
 
კიკეთი, ცხრა ძმა ხერხეულიძის ქ. 28
 
ფერმაში სტუმრობა და დღის განმავლობაში დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა:

ზრდასრული - 20 ლარი;
 
6 წლამდე ბავშვები დაიშვებიან უფასოდ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა