დღეს, ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართება
დღეს, ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართება. ერთმანეთის წინაშე ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებები წარდგებიან.
ინგლისის ნააკრები ზედიზედ მეორედ თამაშობს ევროპის ჩემპიონატის ფინალში. ევრო 2020-ზე გარეთ საუთგეიტის გუნდი ფინალში იტალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
ესპანეთის ნაკრები კი მოგების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონი მეოთხედ გახდება.
სხვა სიახლეები
15.06.2025.23:00
უნგრეთში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს ძიუდოში. მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ).
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ლიპარტელიანმ ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც სენიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალამდე ეთერ ლიპარტელიანმა სამხრეთკორეელი ჯუჰე კიმი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია კურბონმამედოვა და ფინელი ფილალ სალონელი დაამარცხა. ნახევარფინალში კი თურქმენეთის სახელით მოასპარეზე მაია პარდაიევას სძლია.
ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.