მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

ბიზნესისთვის ​საარჩევნო ელექტრონული აპარატების დემონსტრირება დაიწყო - ცესკომ პირველი პრეზენტაცია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში“ გამართა

news image

საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონული არჩევნების შესახებ საზოგადოების ინფორმირების კამპანიის ახალ ეტაპზე გადადის, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისა და სახელმწიფო სტრუქტურების შემდეგ, დღეიდან ტექნოლოგიების დემონსტრირება ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან დაიწყო. დღევანდელი დღე სიმბოლურად შეირჩა, რადგან 1 თებერვალს არჩევნების საერთაშორისო დღე აღინიშნება.

პირველი კორპორაცია, რომლის წარმომადგენლებიც საარჩევნო ელექტრონული აპარატურის მუშაობას გაეცნენ „კოკა - კოლა ბოთლერს ჯორჯიაა.“ კორპორაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარემ გახსნა და შეხვედრის მონაწილეებს 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე, ტექნოლოგიურ სიახლეებსა და ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობებზე მიაწოდა ინფორმაცია.

,,დღეს არჩევნების საერთაშორისო დღეა და სიმბოლურია, რომ ერთ-ერთი აქტივობა ამომრჩეველთა ინფორმირებას ეხება. დღეს ჩვენ ვიმყოფებით კოკა-კოლაში, რომელიც გახლავთ პირველი იმ დიდი კორპორაციებიდან, სადაც გვაქვს შესაძლებლობა უშუალო ინტერაქციის პირობებში, თანამშრომლებს მივაწოდოთ ინფორმაცია ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ. მადლობა მინდა გადავუხადო კოკა-კოლის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს გამოხატული მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია საარჩევნო კულტურის განვითარებისა და შემდგომი ტრანსფორმაციისთვის“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის შემდგომ.  

ელექტრონული აპარატების პრეზენტაციას პირადად დაესწრო  „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია, რომელმაც ცესკოს თავმჯდომარეს აღნიშნული შეხვედრის ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა და საარჩევნო ადმინისტრაციას წარმატებები უსურვა.

,,ბატონმა გიორგიმ ძალიან სრულყოფილი და დამაჯერებელი ინფორმაცია წარმოგვიდგინა ელექტრონული აპარატების შესახებ, აღტაცებულები დავრჩით,  ვფიქრობ წლევანდელი არჩევნები სრულყოფილი იქნება. წარმატებას ვუსურვებ ყველა ამომრჩეველს და პირველ რიგში ცესკოს იმ დიდი შრომისთვის, რომელიც მან გასწია.“ - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

საქართველოში საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ პრეზენტაციის გაცნობის შემდეგ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ კენჭისყრაში და პრაქტიკაში თავად გამოცადეს ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების მუშაობა.

საარჩევნო ადმინისტრაცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საარჩევნო საკითხებისადმი ამომრჩეველთა დეტალური ინფორმირებაა, შესაბამისად ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიები კვლავ უწყვეტად გაგრძელდება.

 

 

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

WEEKEND
image სიახლე თიბისის მობაილბანკში - გაიაქტიურე სმარტ პორტფელი და დაიწყე ინვესტირება მარტივად

22.03.2025.00:00

ინვესტირებისას, ხშრიად ყველაზე რთული, პირველი ნაბიჯის გადადგმაა, როდესაც არ იცი საიდან დაიწყო. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას ინოვაციური პროდუქტი - სმარტ პორტფელები დაემატა - შენს მიზნებზე მორგებული და ავტომატურად მართვადი.

 

შენი მიზნებისა და რისკიანობის დასადგენად, საინვესტიციო პლატფორმაზე შეავსე მარტივი კითხვარი. პასუხების მიხედვით განისაზღვრება რომელია შენთვის რეკომენდებული სმარტ პორტფელი - კონსერვატიული, დაბალანსებული, თუ დინამიური.

 

შესაძლებლობა გაქვს შენთვის რეკომენდებული, ან შენთვის სასურველი პორტფელი აირჩიო.

 

კონსერვატიული პორტფელი გათვლილია იმ მიმხმარებლებზე რომლებიც სტაბილურობას ანიჭებენ უპირატესობას და მზად არიან, ნაკლები რისკის სანაცვლოდ, შედარებით მცირე სარგებელი მიიღონ. რისკი და სარგებელი - დაბალი.  

 

დაბალანსებული პორტფელი გათვლილია იმ მომხმარებლებზე, ვისაც საშუალოვადიან პერსპექტივაში თანხის დაბანდება და საფონდო ბირჟის ზრდის ტენდენციით სარგებლის მიღება სურთ. რისკი და სარგებელი - საშუალო.  

 

დინამიური პორტფელის მიზანი გრძელვადიან პერიოდში მაქსიმალური სარგებლის მიღებაა და ის გათვლილია ისეთ ინვესტორებზე, რომელთაც შედარებით მაღალი რისკი და მერყეობა არ აშინებთ. რისკი და სარგებელი - მაღალი.  

 

სმარტ პორტფელი უზრუნველყოფს:  

 

დივერსიფიკაციას - თანხა ნაწილდება სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო აქტივებში (გლობალურ ბაზარზე წარმოდგენილი კომპანიების აქციებში და ობლიგაციებში), რაც ამცირებს რისკს და უზრუნველყოფს პორტფელის სტაბილურობას.

 

ზრდას - პორტფელი მზარდი აქტივებითაა დაკომპლექტებული, რომელთა მიმართაც ანალიტიკოსებს პოზიტიური მოლოდინები აქვთ და რომლებიც ზრდის დინამიკით გამოირჩევიან. 


 
რებალანსირებას - სისტემა ავტომატურად აბალანსებს პორტფელს - ზრდის ან ამცირებს პოზიციებს იმისთვის, რომ წინასწარ განსაზღვრული სამიზნე პარამეტრები და სტრატეგია მუდმივად იყოს შენარჩუნებული. სისტემა პორტფელის რებალანსირებას და შედეგების მონიტორინგს ყოველდღიურად უზრუნველყოფს.

 

სიმარტივეს - შენ არ გჭირდება ფინანსური ბაზრის შესწავლა და კომპანიების ფინანსური შედეგების მონიტორინგი. სმარტ პორტფელი თავად არჩევს საინვესტიციო აქტივების სიას და ამით მარტივად პასუხობს შენს მთავარ შეკითხვას - რა უნდა ვიყიდო?

 

ხელმისაწვდომობას - პორტფელი დაბალდანახარჯიანი აქტივებისაგან შედგება და მომსახურების წლიური საკომისიო პორტფელის 0.8%-ს შეადგენს. პორტფელის მინიმალური ინვესტიციის მოცულობა კი  მხოლოდ $20-ია.

 

ანგარიშზე თანხის ასახვას საშუალოდ 2 სამუშაო დღე სჭირდება. თანხის ასახვის შემდეგ, სისტემა მის ინვესტირებას და მართვას ავტომატურად უზრუნველყოფს.

 

თანხის გატანისთვის სმარტ პორტფელის პანელიდან სასურველი თანხის მოცულობა უნდა აირჩიო და შესაბამისი ბრძანება მონიშნო. მას შემდეგ, რაც სისტემა პოზიციების დახურვას უზრუნველყოფს, თანხა საბანკო ანგარიშზე დაგერიცხება და საშუალოდ 3 სამუშაო დღეში ანგარიშზე აგესახება.

 

შერჩეული პორტფელის სტრუქტურა წინასწარაა განსაზღვრული და მისი შეცვლა არ შეგიძლია. თუმცა, თავად პორტფელის სხვა პორტფელით ჩანაცვლება ნებისმიერ დროს შეგიძლია. არსებული აქტივების გაყიდვას და ახლის შეძენას გარკვეული დრო სჭირდება.

 

სმარტ პორტფელების არაერთი უპირატესობის მიუხედავად, გაითვალისწინე, რომ ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, აქტივების ღირებულება შემცირდეს. შესაბამისად, საბაზრო რყევების სრულად დაზღვევას სმარტ პორტფელი ვერ უზრუნველყოფს.

 

ასევე, საინვესტიციო სტრატეგია ყოველთვის სასურველ შედეგს ვერ აჩვენებს და შესაძლოა, პორტფელის რეალური ამონაგები პროგნოზირებულზე ნაკლები აღმოჩნდეს, ან სასურველი შედეგის მიღებას, მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდეს.

 

გაიგე რომელია შენს მიზნებზე მორგებული სმარტ პორტფელი და დაიწყე ინვესტირება მარტივად.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა