მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7090.2
-0.004
flag
AZN 1.5955
-0.0007
flag
CNY 38.134
-0.0027
flag
EUR 3.1386
-0.0128
flag
GBP 3.5623
-0.0143
flag
KZT 51.31
0.0017
flag
TRY 0.0645
-0.0001
flag
USD 2.7127
-0.0012

ბაქოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა და ჰეიდარ ალიევის ცენტრი საქართველოს დროშის ფერებში განათდა

news image

ბაქოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა და ჰეიდარ ალიევის ცენტრი საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

ჰეიდარ ალიევის ცენტრში გამართულ კონცერტს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა, კულტურის მინისტრი ადილ კარიმლი, მინისტრის მოადგილე მურად ჰუსეინოვი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენელი მუხთარ ბაბაევი, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, საქართველოს პარლამენტის წევრები ზაზა ლომინაძე და ირაკლი ქადაგიშვილი დაესწრნენ.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს კულტურის მინისტრმა აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს და ხალხს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, რომელიც 28 მაისს აღინიშნება.

თინათინ რუხაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრულ და მჭიდრო კულტურულ კავშირებს.

„ჩემთვის პატივია საქართველოს კულტურა წარმოვადგინო როგორც მინისტრმა. ასევე მინდა იცოდეთ, რომ ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისთვის, ძალიან დიდი პატივია ვიდგე ამ სცენაზე, დარბაზში, რომელიც ატარებს ჰეიდარ ალიევის სახელს და თანამედროვე აზერბაიჯანის კულტურული სიმბოლოა. საქართველო და აზერბაიჯანი საუკუნეთა მანძილზე ინარჩუნებდნენ მჭიდრო კულტურულ კავშირებს და ტრადიციებს. ჩვენ დღესაც ვართ ორი მეზობელი და მეგობარი ქვეყანა, გვერდიგვერდ ვდგავართ და ამ ურთიერთობების, კულტურული დიალოგისა და მემკვიდრეობის დაცვის სადარაჯოზე ვართ.

დღევანდელ კონცერტს განსაკუთრებული სიყვარულით ვამზადებდით. მინდა წარვადგინო მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი და ის დიდი გუნდი, რომელიც მას ზურგს უმაგრებს. ეს არის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი და ბენდის წევრები, არაჩვეულებრივი ქართველი მუსიკოსები და ის არაჩვეულებრივი გუნდი, რომელთან ერთადაც მაესტრომ, როგორც მუსიკალურმა ხელმძღვანელმა დღევანდელი დღისთვის სპეციალურად მოამზადა ეს პროგრამა. ვფიქრობ, ჩემს კოლეგასთან, ბატონ ადილთან ერთად კიდევ მოვახერხებთ სულ სხვა ტიპის საერთო პროექტებით გაგახაროთ როგორც ქართველი, ისე აზერბაიჯანელი მაყურებელი“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.

საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარიძემ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტზე ანსამბლმა „შვიდკაცამ“ საქართველოსა და აზერბაიჯანის ჰიმნები შეასრულა. კონცერტზე ასევე წარდგნენ ნიკა ნიკვაშვილი ორკესტრისა და ბენდის თანხლებით, მომღერლები ლიზა ბაგრატიონი, მანანა თოდაძე, კონსტანტინე ყიფიანი და ოთო ბაზერაშვილი.

26 მაისს, ბაქოს ოლიმპიური სტადიონი საქართველოს დროშის ფერებში განათდება.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ჰეიდარ ალიევის ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

WEEKEND
image დაიბრუნე 30 ლარი Wolt-ის ბალანსზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას

18.10.2025.10:26

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ კომპანია ვოლტთან ერთად მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა.

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში  Wolt+ ის მომხმარებლები, რომლებიც Wolt-ზე 100 ლარზე მეტს დახარჯავენ და საქართველოს ბანკის ბარათით PLUS ან Mastercard-ის სადებეტო ბარათით გადაიხდიან, Wolt-ის ბალანსზე 30 ლარი დაუბრუნდებათ.  

აქცია უკვე დაიწყო და 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მომხმარებლები ყოველკვირეულად სხვადასხვა შეთავაზებს მიიღებენ. 

შეთავაზების პირველი კვირის ფარგლებში, 18-19 ოქტომბერს მომხმარებლები აღნიშნული აქციით  სარგებლობას Europroduct-ის, GPC Pharmacy-ისა  და Alcorium-ის პროდუქციის შეძენისას შეძლებენ. 

ინფორმაციისთვის, აღნიშნული აქციით სარგებლობა შესაძლებელია კვირაში ერთხელ. 

საქართველოს ბანკის შეთავაზებებს სრულად ნახავთ აქ.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა