მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

5 საინტერესო შეთავაზება ბიზნესებისთვის ბიზნეს მობილბანკში

news image

გიზიარებთ ბლოგს: ალბათ არავისთვისაა უცხო უამრავი შეტყობინება, რომლებსაც სხვადასხვა არხიდან ვიღებთ და ფასდაკლების, აქციების, სპეციალური შეთავაზებების, ახალი პროდუქტების თუ რაიმე სხვა სახის სიახლეების შესახებ გვამცნობენ.

მსგავსი სერვისები და პროდუქტები არამხოლოდ ცალკეული მომხმარებლებისთვისაა საინტერესო, არამედ ბიზნესისთვისაც. თუმცა, ამ შემთხვევაში უფრო რთულია რელევანტურ ბიზნეს აუდიტორიამდე გასვლა: ბიზნესი ხელმძღვანელობს საჭიროებით და არა სურვილით, ანუ ყიდულობს იმ პროდუქტს ან სერვისს, რომელიც სჭირდება ბიზნესის საკეთებლად. ამავე დროს, არ არსებობს ისეთი ონლაინმაღაზია, სადაც ნებისმიერი ბიზნესი მისთვის სასურველ ყველა პროდუქტსა თუ სერვისს ნახავს, აარჩევს და იყიდის. ბიზნესს უწევს მოიძიოს იმ სერვისის მიმწოდებელი, რომელიც კონკრეტულ მომენტში სჭირდება. მეორეს მხრივ, კომპანიებს, რომლებსაც სურთ სერვისები შესთავაზონ ბიზნესს, უწევთ არაერთ არხში კომუნიკაციების გაშვება იმ იმედით, რომ მას იმ ბიზნესის წარმომადგენელი ნახავს, რომელსაც ეს სერვისი სჭირდება. ეს საკმაოდ რთული პროცესია და არც წარმატებაა გარანტირებული.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა, სხვადასხვა ტიპის მომსახურებაზე ბიზნესისთვის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, ბიზნესს მობილბანკს დაუმატა შეთავაზებების სივრცე, სადაც ამა თუ იმ სერვისზე ინფორმაციის სწრაფად მიღების გარდა, მათი გააქტიურებაცაა შესაძლებელი.

ეს არის უნიკალური გადაწყვეტა, რადგან ბიზნესებს საშუალება ეძლევათ, მუდმივად საქმის კურსში იყვნენ იმ ახალი შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც აქამდე სხვადასხვა ციფრულ არხებში იყო გაფანტული – შეთავაზებების სია ბიზნეს მობილბანკში მუდმივად განახლდება და აქტუალური იქნება როგორც მცირე, ასევე საშუალო და დიდი ბიზნესისთვისაც. ხოლო ბიზნესებს შეუძლიათ საკუთარი სერვისების შესახებ ინფორმაცია მათთვის ყველაზე რელევანტურ აუდიტორიას მიაწვდინონ.

ახლა იმ 5 შეთავაზების შესახებ, რომლების შესახებ სრული ინფორმაციის მიღება და შემდეგ გააქტიურება პირდაპირ ბიზნეს მობილბანკში შეგიძლიათ:

1. შეთავაზება მარაგების მართვის პროგრამაზე

ოპტიმო, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს, მარაგების მართვის პროგრამას განსაკუთრებული პირობებით გთავაზობთ:

  • პირველი 14 დღის განმავლობაში გამოიყენებთ უფასოდ
  • 3 თვის განმავლობაში 80-ლარიან პაკეტს შეიძენთ 40 ლარად
  • სარგებლობის პერიოდში ტექნიკურ მხარდაჭერას მიიღებთ სრულიად უფასოდ

ოპტიმო მაღაზიის მარაგებისა და გაყიდვების აღრიცხვის ქართული პროგრამაა, რომელსაც 2 000-ზე მეტი მაღაზია და კვების ობიექტი იყენებს.

მეტი ინფორმაციისთვის, გადადით ბმულზე.

2. განსაკუთრებული ფასი საბუღალტრო, საგადასახადო და იურიდიულ სერვისებზე FEC-სგან 

თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის კომპანია FEC გთავაზობთ განსაკუთრებულ ფასს სხვადასხვა საბუღალტრო, საგადასახადო და იურიდიულ სერვისებზე. მაგალითად, ბუღალტერიის მიმართულებით ისარგებლებთ 20%-იანი ფასდაკლებით ყოველთვიურ ხოლო 25%-იანი ფასდაკლებით − ერთჯერად მომსახურებაზე. ასევე, მიიღებთ 10%-იან ფასდაკლებას ფინანსური ანგარიშგების მომზადების, საგადასახადო მონიტორინგის, ფინანსური ინფორმაციის დამუშავებისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის სერვისებზე.

მეტი ინფორმაციისთვის, გადადით ბმულზე.

3. 2 თვე უფასო მომსახურება Quickshipper-ისგან

თუ თქვენს კომპანიას დასჭირდება საკურიერო სერვისებით სარგებლობა, QuickShipper-ს საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს:

  • 2 თვე უფასოდ გამოიყენებთ QuickShipper-ის ციფრულ პლატფორმას საკუთარი კურიერების სამართავად
  • 3-ჯერ უფასოდ მოგემსახურებათ QuickShipper-ის ნებისმიერი პარტნიორი კომპანიის კურიერი

ასევე, ერთი ანგარიშიდან გექნებათ წვდომა QuickShipper-ის პარტნიორი საკურიერო კომპანიების სერვისებზე, მათ შორის, როგორც იურიდიულ, ასევე საბუღალტრო მომსახურებაზე − რომელი კომპანიის კურიერიც არ უნდა გამოიძახოთ, ანგარიშსწორება მხოლოდ QuickShipper-თან მოხდება.

მეტი ინფორმაციისთვის, გადადით ბმულზე.

4. 25%-იანი ფასდაკლება ციფრული ინდუსტრიის აკადემიისგან

ციფრული ინდუსტრიის აკადემია, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს, დიზაინის, მარკეტინგის, ბიზნესის ან დეველოპმენტის მიმართულებით კურსებზე 25%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. აკადემია მე-5 წელია, ატარებს კურსებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: JavaScript, Python, UI/UX დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, SEO/SEM, კოპირაიტინგი, ციფრული პროექტების მართვა, Product Owner-ი და სხვ. დღეს აკადემიას უკვე 15 000-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს

მეტი ინფორმაციისთვის, გადადით ბმულზე.

5. 30%-იანი ფასდაკლება ფინანსური ლაბორატორიისგან

ფინანსური ლაბორატორია  30%-იანი ფასდაკლებით გთავაზობთ ინდივიდუალურად თქვენზე მორგებულ სერვისს ფინანსების მიმართულებით, მაღალი ხარისხითა და კონფიდენციალურობის სრული გარანტიით. შეთავაზება მოიცავს, ფინანსური რეპორტინგის აუთსორსზე მომზადებას, ფინანსურ დაგეგმვას, ბიუჯეტირებას და ა.შ.

მეტი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

საქართველოს ბანკის სხვა ბიზნესპროდუქტებსა და სერვისებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ გაიგოთ აქ.  ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში სულ მარტივად ონლაინ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

WEEKEND
image სიახლე თიბისის მობაილბანკში - გაიაქტიურე სმარტ პორტფელი და დაიწყე ინვესტირება მარტივად

22.03.2025.00:00

ინვესტირებისას, ხშრიად ყველაზე რთული, პირველი ნაბიჯის გადადგმაა, როდესაც არ იცი საიდან დაიწყო. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას ინოვაციური პროდუქტი - სმარტ პორტფელები დაემატა - შენს მიზნებზე მორგებული და ავტომატურად მართვადი.

 

შენი მიზნებისა და რისკიანობის დასადგენად, საინვესტიციო პლატფორმაზე შეავსე მარტივი კითხვარი. პასუხების მიხედვით განისაზღვრება რომელია შენთვის რეკომენდებული სმარტ პორტფელი - კონსერვატიული, დაბალანსებული, თუ დინამიური.

 

შესაძლებლობა გაქვს შენთვის რეკომენდებული, ან შენთვის სასურველი პორტფელი აირჩიო.

 

კონსერვატიული პორტფელი გათვლილია იმ მიმხმარებლებზე რომლებიც სტაბილურობას ანიჭებენ უპირატესობას და მზად არიან, ნაკლები რისკის სანაცვლოდ, შედარებით მცირე სარგებელი მიიღონ. რისკი და სარგებელი - დაბალი.  

 

დაბალანსებული პორტფელი გათვლილია იმ მომხმარებლებზე, ვისაც საშუალოვადიან პერსპექტივაში თანხის დაბანდება და საფონდო ბირჟის ზრდის ტენდენციით სარგებლის მიღება სურთ. რისკი და სარგებელი - საშუალო.  

 

დინამიური პორტფელის მიზანი გრძელვადიან პერიოდში მაქსიმალური სარგებლის მიღებაა და ის გათვლილია ისეთ ინვესტორებზე, რომელთაც შედარებით მაღალი რისკი და მერყეობა არ აშინებთ. რისკი და სარგებელი - მაღალი.  

 

სმარტ პორტფელი უზრუნველყოფს:  

 

დივერსიფიკაციას - თანხა ნაწილდება სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო აქტივებში (გლობალურ ბაზარზე წარმოდგენილი კომპანიების აქციებში და ობლიგაციებში), რაც ამცირებს რისკს და უზრუნველყოფს პორტფელის სტაბილურობას.

 

ზრდას - პორტფელი მზარდი აქტივებითაა დაკომპლექტებული, რომელთა მიმართაც ანალიტიკოსებს პოზიტიური მოლოდინები აქვთ და რომლებიც ზრდის დინამიკით გამოირჩევიან. 


 
რებალანსირებას - სისტემა ავტომატურად აბალანსებს პორტფელს - ზრდის ან ამცირებს პოზიციებს იმისთვის, რომ წინასწარ განსაზღვრული სამიზნე პარამეტრები და სტრატეგია მუდმივად იყოს შენარჩუნებული. სისტემა პორტფელის რებალანსირებას და შედეგების მონიტორინგს ყოველდღიურად უზრუნველყოფს.

 

სიმარტივეს - შენ არ გჭირდება ფინანსური ბაზრის შესწავლა და კომპანიების ფინანსური შედეგების მონიტორინგი. სმარტ პორტფელი თავად არჩევს საინვესტიციო აქტივების სიას და ამით მარტივად პასუხობს შენს მთავარ შეკითხვას - რა უნდა ვიყიდო?

 

ხელმისაწვდომობას - პორტფელი დაბალდანახარჯიანი აქტივებისაგან შედგება და მომსახურების წლიური საკომისიო პორტფელის 0.8%-ს შეადგენს. პორტფელის მინიმალური ინვესტიციის მოცულობა კი  მხოლოდ $20-ია.

 

ანგარიშზე თანხის ასახვას საშუალოდ 2 სამუშაო დღე სჭირდება. თანხის ასახვის შემდეგ, სისტემა მის ინვესტირებას და მართვას ავტომატურად უზრუნველყოფს.

 

თანხის გატანისთვის სმარტ პორტფელის პანელიდან სასურველი თანხის მოცულობა უნდა აირჩიო და შესაბამისი ბრძანება მონიშნო. მას შემდეგ, რაც სისტემა პოზიციების დახურვას უზრუნველყოფს, თანხა საბანკო ანგარიშზე დაგერიცხება და საშუალოდ 3 სამუშაო დღეში ანგარიშზე აგესახება.

 

შერჩეული პორტფელის სტრუქტურა წინასწარაა განსაზღვრული და მისი შეცვლა არ შეგიძლია. თუმცა, თავად პორტფელის სხვა პორტფელით ჩანაცვლება ნებისმიერ დროს შეგიძლია. არსებული აქტივების გაყიდვას და ახლის შეძენას გარკვეული დრო სჭირდება.

 

სმარტ პორტფელების არაერთი უპირატესობის მიუხედავად, გაითვალისწინე, რომ ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, აქტივების ღირებულება შემცირდეს. შესაბამისად, საბაზრო რყევების სრულად დაზღვევას სმარტ პორტფელი ვერ უზრუნველყოფს.

 

ასევე, საინვესტიციო სტრატეგია ყოველთვის სასურველ შედეგს ვერ აჩვენებს და შესაძლოა, პორტფელის რეალური ამონაგები პროგნოზირებულზე ნაკლები აღმოჩნდეს, ან სასურველი შედეგის მიღებას, მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდეს.

 

გაიგე რომელია შენს მიზნებზე მორგებული სმარტ პორტფელი და დაიწყე ინვესტირება მარტივად.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა