5 რამ, რაც საფარიში მოგზაურობაზე უნდა იცოდეთ
გიზიარებთ ბლოგს: უკვე მოგიყევით აფრიკაში დაუვიწყარი ტურის შესახებ, რომლის ფარგლებშიც 20-მა მონაწილემ 12 დღე საფარიში იმოგზაურა და სამშობლოში დაუვიწყარი გამოცდილებითა და ემოციებით დაბრუნდა – გეოგრაფიული და კულტურული მრავალფეროვნება, ბუნება და ადგილობრივი ადამიანები, რომლებიც ერწყმიან ამ სივრცეს, მართლაც განუმეორებელ სამოგზაურო ამბებს ქმნის.
სწორედ ამ ტურიდან დაბრუნების შემდეგ გიორგი შაკაია საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გვიზიარებს 5 სამოგზაურო რჩევას, რომელიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ, თუკი ჩვენც გადავწყვეტთ საფარიში წასვლას:
იქამდეც ვიცოდით, რომ აფრიკა ცხელი კონტინენტია, თუმცა ჩვენი ექსპედიცია იქაური ზამთრის პერიოდს დავამთხვიეთ, ამიტომაც მაისურითა და მოსაცმლით, ან საექსპედიციო ჟილეტით გადავადგილდებოდით, რომელსაც ბევრი ჯიბე აქვს და მოსახერხებელია ნივთების თან წამოსაღებად. ასევე თან გვქონდა მზისგან დამცავი კრემი, სათვალე და წყლის ბოთლი – მაქსიმალურად მსუბუქად, სეზონისა და დღის მონაკვეთის გათვალისწინებით. ჩვენი მთავარი აქსესუარი იყო კამერა – საფარი ერთგვარი ფოტო-ნადირობაა, საოცნებო ადგილია მოყვარული თუ პროფესიონალი ვიდეოგრაფებისთვის.
საფარიში ადგილობრივი მოსახლეობა საკმაოდ მეგობრულია, მათ არ უკვირთ ტურისტების სიმრავლე. საფარიში ორგანიზებული ტურები 1950-იანი წლებიდან დღემდე პოპულარულია, შესაბამისად, აქვთ კიდეც ტურისტული მომსახურების გარკვეული გამოცდილებაც. მიუხედავად მძიმე ეკონომიკური ფონისა, ადგილობრივები ძალიან მხიარულები არიან, მომსახურების სერვისიც საშუალო დონეზეა. ექსპედიციის 5 დღე ადგილობრივ გამყოლ-მძღოლებთან ერთად გავატარეთ და მათთან დამეგობრებაც მოვასწარით – დღემდე ხაზზე არიან და სულ გვკითხულობენ და მომავალშიც ელოდებიან ქართველების ახალ საექსპედიციო ჯგუფს.
უშუალოდ სოფლებსა და საფარიში კრიმინალის დონე დაბალია და თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდით. არცერთ სიტუაციაში თავი უხერხულად ან დაუცველად არ გვიგრძნია – მთავარი საფრთხე ბუნება, განსაკუთრებით კი მზის დარტყმაა – აუცილებელია, ყველგან კეპი ან პანამა-ქუდი გეხუროს, ჩრდილოეთის მხარეშიც კი საშიშად მწველი მზეა.
აფრიკაში, კერძოდ კენიაში, არ არსებობს საშუალო ფენა – ან ძალიან მდიდრები არიან, ან უკიდურესად გაჭირვებულები. სასტუმროებიც მხოლოდ მაღალი ხარისხისაა, რომელიც მხოლოდ ტურისტებისთვისაა განკუთვნილი. შესაბამისად, ფასები მაღალია როგორც სასტუმროებში, ისე ტურისტულად პოპულარულ ადგილებში. სამაგიეროდ ტურისტული ზონები ძალიან უსაფრთხოა. მიღებულია ე.წ. თიფის კულტურაც ნებისმიერ მომსახურების სფეროში. ქვეყანაში არსებული კორუფციისა და ხელფასის მკაცრი დაბეგვრის გამო მომსახურე პერსონალს, ძირითადად, თიფების ხარჯზე უწევთ მუშაობა.
ჩვენ რადგანაც ნამყოფები ვიყავით აღმოსავლეთ აფრიკაში, უკვე გვქონდა წარმოდგენა ადგილობრივ კულტურაზე, თუმცა თითოეული ექსპედიციისას რაიმე ახალს იძენ და სულ სხვანაირად შეისწავლი მათი კულტურის ელემენტებს – ამ მოგზაურობის შემდეგ კიდევ უფრო მეტი გავიგეთ მათი კულტურის ღიაობასა და მიმღებლობაზე და გამოვცადეთ კიდეც – შევიძინეთ ახალი მეგობრები და პარტნიორები, რომლებთანაც დღემდე ვმეგობრობთ და ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით უკან.
SOLO კვლავ აგრძელებს დაუვიწყარი სამოგზაურო ტურების მხარდაჭერასა და ორგანიზებას – უყურეთ საფარის ტურის მონაწილეების მიერ გადაღებულ უნიკალურ მასალას აქ, შემდეგ წაიკითხეთ გიორგი შაკაიას სამოგზაურო რჩევები და დაელოდეთ ახალ ექსპედიციას, რომლის მონაწილე თქვენც შეიძლება გახდეთ.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
22.03.2025.00:00
ინვესტირებისას, ხშრიად ყველაზე რთული, პირველი ნაბიჯის გადადგმაა, როდესაც არ იცი საიდან დაიწყო. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას ინოვაციური პროდუქტი - სმარტ პორტფელები დაემატა - შენს მიზნებზე მორგებული და ავტომატურად მართვადი.
შენი მიზნებისა და რისკიანობის დასადგენად, საინვესტიციო პლატფორმაზე შეავსე მარტივი კითხვარი. პასუხების მიხედვით განისაზღვრება რომელია შენთვის რეკომენდებული სმარტ პორტფელი - კონსერვატიული, დაბალანსებული, თუ დინამიური.
შესაძლებლობა გაქვს შენთვის რეკომენდებული, ან შენთვის სასურველი პორტფელი აირჩიო.
კონსერვატიული პორტფელი გათვლილია იმ მიმხმარებლებზე რომლებიც სტაბილურობას ანიჭებენ უპირატესობას და მზად არიან, ნაკლები რისკის სანაცვლოდ, შედარებით მცირე სარგებელი მიიღონ. რისკი და სარგებელი - დაბალი.
დაბალანსებული პორტფელი გათვლილია იმ მომხმარებლებზე, ვისაც საშუალოვადიან პერსპექტივაში თანხის დაბანდება და საფონდო ბირჟის ზრდის ტენდენციით სარგებლის მიღება სურთ. რისკი და სარგებელი - საშუალო.
დინამიური პორტფელის მიზანი გრძელვადიან პერიოდში მაქსიმალური სარგებლის მიღებაა და ის გათვლილია ისეთ ინვესტორებზე, რომელთაც შედარებით მაღალი რისკი და მერყეობა არ აშინებთ. რისკი და სარგებელი - მაღალი.
სმარტ პორტფელი უზრუნველყოფს:
დივერსიფიკაციას - თანხა ნაწილდება სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო აქტივებში (გლობალურ ბაზარზე წარმოდგენილი კომპანიების აქციებში და ობლიგაციებში), რაც ამცირებს რისკს და უზრუნველყოფს პორტფელის სტაბილურობას.
ზრდას - პორტფელი მზარდი აქტივებითაა დაკომპლექტებული, რომელთა მიმართაც ანალიტიკოსებს პოზიტიური მოლოდინები აქვთ და რომლებიც ზრდის დინამიკით გამოირჩევიან.
რებალანსირებას - სისტემა ავტომატურად აბალანსებს პორტფელს - ზრდის ან ამცირებს პოზიციებს იმისთვის, რომ წინასწარ განსაზღვრული სამიზნე პარამეტრები და სტრატეგია მუდმივად იყოს შენარჩუნებული. სისტემა პორტფელის რებალანსირებას და შედეგების მონიტორინგს ყოველდღიურად უზრუნველყოფს.
სიმარტივეს - შენ არ გჭირდება ფინანსური ბაზრის შესწავლა და კომპანიების ფინანსური შედეგების მონიტორინგი. სმარტ პორტფელი თავად არჩევს საინვესტიციო აქტივების სიას და ამით მარტივად პასუხობს შენს მთავარ შეკითხვას - რა უნდა ვიყიდო?
ხელმისაწვდომობას - პორტფელი დაბალდანახარჯიანი აქტივებისაგან შედგება და მომსახურების წლიური საკომისიო პორტფელის 0.8%-ს შეადგენს. პორტფელის მინიმალური ინვესტიციის მოცულობა კი მხოლოდ $20-ია.
ანგარიშზე თანხის ასახვას საშუალოდ 2 სამუშაო დღე სჭირდება. თანხის ასახვის შემდეგ, სისტემა მის ინვესტირებას და მართვას ავტომატურად უზრუნველყოფს.
თანხის გატანისთვის სმარტ პორტფელის პანელიდან სასურველი თანხის მოცულობა უნდა აირჩიო და შესაბამისი ბრძანება მონიშნო. მას შემდეგ, რაც სისტემა პოზიციების დახურვას უზრუნველყოფს, თანხა საბანკო ანგარიშზე დაგერიცხება და საშუალოდ 3 სამუშაო დღეში ანგარიშზე აგესახება.
შერჩეული პორტფელის სტრუქტურა წინასწარაა განსაზღვრული და მისი შეცვლა არ შეგიძლია. თუმცა, თავად პორტფელის სხვა პორტფელით ჩანაცვლება ნებისმიერ დროს შეგიძლია. არსებული აქტივების გაყიდვას და ახლის შეძენას გარკვეული დრო სჭირდება.
სმარტ პორტფელების არაერთი უპირატესობის მიუხედავად, გაითვალისწინე, რომ ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, აქტივების ღირებულება შემცირდეს. შესაბამისად, საბაზრო რყევების სრულად დაზღვევას სმარტ პორტფელი ვერ უზრუნველყოფს.
ასევე, საინვესტიციო სტრატეგია ყოველთვის სასურველ შედეგს ვერ აჩვენებს და შესაძლოა, პორტფელის რეალური ამონაგები პროგნოზირებულზე ნაკლები აღმოჩნდეს, ან სასურველი შედეგის მიღებას, მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდეს.
გაიგე რომელია შენს მიზნებზე მორგებული სმარტ პორტფელი და დაიწყე ინვესტირება მარტივად.