2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, ბორჯღალოსნებმა შვეიცარია სარეკორდო ანგარიშით 110-0 დაამარცხეს
„რაგბი ევროპის“ 2025 წლის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა „ბორჯღალოსნებმა“ დიდი ანგარიშით, 110:0 მოიგეს.
საქართველოს რაგბის ნაკრებსა და შვეიცარიის ნაკრებს შორის მატჩი ავჭალის სტადიონზე გაიმართა. ქართველი მორაგბეების მეტოქე ტურნირის დებიუტანტი გუნდი იყო. მატჩის პირველი ნახევარი საქართველოს გამარჯვებით - 42:0 დასრულდა.
ქართველი მორაგბეები 8 თებერვალს ნიდერლანდების გუნდს მიიღებენ, 16 თებერვალს კი სტუმრად ესპანელებთან ითამაშებენ.
ჯგუფიდან ნახევარფინალურ ეტაპზე მოხვედრა 2027 წლის მსოფლიოს თასზე თამაშის გარანტიაა, რადგან საგზურს პირდაპირ 4 საუკეთესო გუნდი მიიღებს.
სხვა სიახლეები
15.06.2025.23:00
უნგრეთში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს ძიუდოში. მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ).
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ლიპარტელიანმ ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც სენიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალამდე ეთერ ლიპარტელიანმა სამხრეთკორეელი ჯუჰე კიმი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია კურბონმამედოვა და ფინელი ფილალ სალონელი დაამარცხა. ნახევარფინალში კი თურქმენეთის სახელით მოასპარეზე მაია პარდაიევას სძლია.
ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.