სხვა სიახლეები
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
19.08.2026.18:01
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ წარმატებით განათავსა 11 მლნ აშშ დოლარისა და 6.9 მლნ ევროს მოცულობის 2-წლიანი ობლიგაციები. ტრანზაქცია $20-მილიონიანი ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ლოპოტასთვის სადებიუტოა. ფასიანი ქაღალდები საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განთავსდა. ინვესტორები ძირითადად ფიზიკური პირები არიან. აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციების კუპონის განაკვეთი 8.00%-ით, ევროს ობლიგაციების კუპონი კი 7.25%-ით განისაზღვრა. მოზიდული სახსრები კომპანიამ არსებული საბანკო ვალდებულებების რეფინანსირებისთვის გამოიყენა.