ზვიად გაბისონია, განათლების რეფორმა
6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი აქციზი - შემოყვანის აკრძალვა ჩანაცვლდება გაზრდილი აქციზის ტარიფით | ირაკლი კობახიძე;
სტატისტიკის ეროვნული სამსახური / National Statistics Office of Georgia-ის მონაცემები პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (2025 წლის წლიური, წინასწარი) | პრემიერის ირაკლი კობახიძე / შეფასება;
#ბიზნესინსაიდერისტუმარი ზვიად გაბისონია, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
განათლების რეფორმა | დეტალები;
შრომის ბაზრის კვლევა და ძირითაფი მიგნებები | რამდენად პასუხობს კვლევის შედეგები ბიზნესის გამოწვევებს;
უნივერსიტეტების კვოტირების საკითხები, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებზე;
სპეკულაციები, რომ თითქოს მთავრობის მიერ მიღებული ახალი დადგენილება სტუდენტთა კვოტირების შესახებ მოქმედ სტუდენტებს ეხება;
კომუნიკაცია სექტორთან;
„განათლებისა და მეცნიერების შესახებ“ ახალი კანონპროექტი | დეტალები;
მოლოდინები 2026 წლის ჭრილში.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურისტულ მიმართულებას პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ
06.04.2026.13:26
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
International Tourism and Leisure Fair (MTT) Wrocław 2026-ზე, 3 დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ ადგილებს, მთიან აჭარას, ტურისტულ პროდუქტებს. გამოფენის სტუმრებისთვის გაიმართა პრეზენტაციები, შედგა შეხვედრები საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან.
Wrocław 2026-ზე ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ პოლონელ კოლეგებთან საქართველოში ტურისტული პაკეტების მოსამზადებლად.
ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტი ტურისტული კომპანია, ორგანიზაცია და მიმართულება იყო წარმოდგენილი.