მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7069.8
-0.0029
flag
AZN 1.5957
-0.0001
flag
CNY 37.786
-0.0044
flag
EUR 3.1511
-0.0192
flag
GBP 3.635
-0.0167
flag
KZT 51.44
-0.0016
flag
TRY 0.0674
-0.0001
flag
USD 2.7127
-0.0011

ზაფხულისთვის ჯავშნების მიღება აქტიურად მიმდინარეობს, რაც პოზიტიური ბიზნეს მოლოდინებს გვიჩენს - Bakuriani Inn-ის მფლობელი კომპანია Inn Hospitality-ს კომერციული დირექტორი

news image

ტაბაწყურის მიმართულებით დავამატეთ სათავგადასავლო ტურები, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან სასტუმრო ბაკურიანი ინნ • Bakuriani Inn-ის მფლობელი კომპანია Inn Hospitality-ს კომერციულმა დირექტორმა ნინა გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისივე თქმით, განახლდა სასტუმროს ტექნიკური ინფრასტრუქტურაც.

„2025 წლის მაღალი სეზონის დაწყებამდე განვაახლეთ სასტუმროს ტექნიკური ინფრასტრუქტურა. პარალელურად მიმდინარეობს ვაკანტური პოზიციების შევსება ახალი კადრებით და, შესაბამისად, მათი გადატრენინგება.

მომსახურების მიმართულებით დავამატეთ საზაფხულო სათავგადასავლო ტურები ტაბაწყურის მიმართულებით, რაც სტუმრებს საშუალებას აძლევს ზაფხულის სეზონი აქტიურად და შთამბეჭდავად გაატარონ“, - აცხადებს ნინა გაჩეჩილაძე.

Inn Hospitality-ს კომერციული დირექტორის განმარტებით, Bakuriani Inn-ის მაგალითზე ზაფხულის სეზონისთვის ჯავშნები საკმაოდ აქტიურად შედის. 


„რაც შეეხება წინასწარ ჯავშნებს და ფასებს მიმდინარე სეზონზე – ფასები უცვლელი რჩება ჩვენი სტუმრებისთვის, ხოლო ერთგული მომხმარებლებისთვის გთავაზობთ არაერთ სპეციალურ სააქციო შეთავაზებას.

როგორც ცნობილია, ბაკურიანის ერთ-ერთი ძირითადი აუდიტორია შიდა ბაზრის მომხმარებელია. უკვე არსებული ჯავშნებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ტენდენცია წარმატებით ნარჩუნდება 2025 წელსაც“, - ამბობს ნინა გაჩეჩილაძე.

 რაც შეეხება ზამთრის ტურისტულ სეზონს (2025–2026 წლები), Bakuriani Inn-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ გაყიდვები უკვე დაწყებულია. 


„მარკეტინგული კამპანიები ეტაპობრივად ვითარდება და, ტრადიციულად, აქტიურ ფაზაში აგვისტოს ბოლოს შევა“, - აცხადებს Inn Hospitality-ს კომერციული დირექტორი.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image „პარაგრაფს“ ახალი ზღვისპირა სივრცე “ჰორიზონტ პარაგრაფი” შეემატა

16.07.2025.16:35

პარაგრაფს ახალი ზღვისპირა სივრცე “ჰორიზონტ პარაგრაფი” შეემატა. სივრცე, სადაც შეგიძლიათ განიტვირთოთ, აღმოაჩინოთ და მიიღოთ ახალი გამოცდილებები.
„შემოგვიერთდით ყოველდღე, რათა დატკბეთ ჰორიზონტის მშვენიერებით, შეიგრძენოთ ზღვის სიო - ჰარმონიულად შერწყმული ჩვენს მუსიკასთან და დატკბეთ შეკვეთილის მზის ჩასვლის ცქერით“,-
Horizon Paragraph . პარაგრაფის ჰორიზონტის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაში. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა