ზაფხულის ტურისტულ სეზონს აჭარა სიახლეებით შეხვდება
დადებითი და პოზიტიური მოლოდინები გვაქვს 2025 წელთან დაკავშირებითაც, აქტიურად ვემზადებით ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი აკეთებს. ჯავა ფუტკარაძის თქმით, აქტიურად გრძელდება და იგეგმება აჭარის რეგიონის მარკეტინგული კამპანიები.
„2024 წელი მზარდი ტურისტული ნაკადი გვქონდა. რეგიონში წინა წელს 4.7 მილიონზე მეტი ვიზიტი განხორციელდა. ყოველწლიურად მზარდია საერთაშორისო ფრენების რაოდენობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2024 წელს 50%-ით გაიზარდა ფრენების რაოდენობა რეგიონში. გაზრდილია ვიზიტების რაოდენობა აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებშიც. მაღალი დატვირთვით მუშაობს კურორტ გოდერძიზე მდებარე განთავსების ობიექტები. დადებითი და პოზიტიური მოლოდინები გვაქვს 2025 წელთან დაკავშირებითაც. ვემზადებით აქტიურად. 25 ქვეყანაში იგეგმება აჭარის რეგიონის რეკლამირება და მარკეტინგული კამპანიები. დაგეგმილია რეგიონში ცნობილი ჟურნალისტებისა და ბლოგერების ვიზიტები, რომლებიც აჭარაზე მოამზადებენ სიუჟეტებს და გადაცემებს, აჭარა წარმოდგენილი იქნება ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურისტულ პლატფორმაზე. პარალელურად ვაგრძელებთ რეგიონში ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების განვითარებას. ზაფხულის სეზონს აჭარა შეხვდება სიახლეებით“, - აცხადებს ჯაბა ფუტკარაძე.
სხვა სიახლეები
14.04.2026.09:43
გერმანიაში Lufthansa-სა და Eurowings-ის პილოტები გაიფიცნენ
13.04.2026.14:29
ავიაკომპანიების Deutsche Lufthansa AG, Lufthansa Cargo AG და Lufthansa CityLine GmbH პილოტებმა გაფიცვა დაიწყეს. პროტესტს შეუერთდნენ Eurowings GmbH-ის პილოტებიც, რომლებიც რეისებს გერმანიის აეროპორტებიდან ასრულებენ. აქცია პილოტთა პროფკავშირის, Vereinigung Cockpit-ის ინიციატივით ტარდება. გაფიცვამ ყველაზე დიდი შეფერხებები ფრანკფურტისა და მიუნხენის აეროპორტებში გამოიწვია და 14 აპრილის, ადგილობრივი დროით 23:59 საათამდე გაგრძელდება.
ერთი დღით ადრე Eurowings-ში ვარაუდობდნენ, რომ ფრენების განრიგის „დიდ ნაწილს“ მაინც შეასრულებდნენ Eurowings Europe-ისა და პარტნიორი ავიაკომპანიების მხარდაჭერის იმედით.
ახლო აღმოსავლეთში არსებული არასტაბილურობის გამო, გაფიცვისგან გათავისუფლდნენ Lufthansa-სა და CityLine-ის ის პილოტები, რომლებიც ასრულებენ რეისებს გერმანიიდან შემდეგი მიმართულებებით: აზერბაიჯანი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, ერაყი, იემენი, კატარი, ქუვეითი, ლიბანი, ომანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
პროფკავშირის წარმომადგენლებმა გაფიცვის მიზეზად ის გარემოება დაასახელეს, რომ Lufthansa-ს და Lufthansa Cargo-ს ჯერჯერობით არ წარუდგენიათ წინადადებები კორპორაციული საპენსიო პროგრამების შესახებ. ანალოგიური სიტუაციაა CityLine-ის შემთხვევაშიც თანამშრომლებთან კოლექტიური ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით. წელს ესLufthansa-ს გაფიცვების მეოთხე ტალღაა.