ზაფხულის სეზონზე მოლოდინები საკმაოდ მაღალი გვაქვს - HSC Group Hospitality
HSC Group Hospitality დირექტორის და სასტუმრო Glarros OldTown-ის მმართველის გიორგი დოლიძის ინფორმაციით წელს სასტუმროს ჯავშნების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია.
„ამ ეტაპისთვის ვიმყოფებით გარდამავალი სეზონის ეტაპზე, რაც გულისხმობს დაბლიდან მაღალი სეზონისკენ ეტაპობრივ გადასვლას. იანვარ-თებერვალი საშუალოდ გვქონდა 45% დატვირთულობა, ხოლო მარტში ველოდებით 55% მდე თვის დახურვას. რაც შეეხება ზაფხულის სეზონს, მოლოდინები საკმაოდ მაღალი გვაქვს, რის საფუძველსაც გვაძლევს წინასწარ გაკეთებული ჯავშნების მოცულობა და რეზერვაციებზე მოთხოვნების შემოსვლა. ვფიქრობთ, 2025 წლის ზაფხული საშუალოდ 80% ით, ხოლო მთლიანად წელი საშუალოდ 72% ით იქნება დატვირთული“-აცხადებს გიორგი დოლიძე.
HSC Group Hospitality დირექტორის და სასტუმრო Glarros OldTown-ის მმართველის თქმით, სასტუმრომ 2025 წელს 2024 წელთან შედარებით ფასები გაზარდა.
„ფასებთან დაკავშირებით, წელს წინა წელთან შედარებით ზოგად ჭრილში საშუალოდ 10% ზრდა გვაქვს, ვცდილობთ მოთხოვნის ზრდისა ან კლებასთან მიმართებით დინამიკურად დავარეგულიროთ გამოცხადებული ფასები და მივყვეთ სეზონურ პრინციპებს. მთლიანობაში, 2024 წელთან შედარებით წელს საფასო მაჩვენებლისა და დატვირთულობის ზრდა 8-10% მდე გვაქვს დაგეგმილი“-განაცხადა გიორგი დოლიძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.13:29
გასულ თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, აპრილის თვის ისტორიაში ყველაზე მეტ, 145,137 - მგზავრს მოემსახურა. გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული, 49 %-იანი ზრდა, (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით ზრდამ 28% შეადგინა. (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).
რაც შეეხება 4 თვის ჯამურ მონაცემს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში 506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოლოდინები მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით კიდევ უფრო პოზიტიურია.
,, აპრილის თვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. 3 ივნისიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ასევე, გაიზრდება ფრენის სიხშირეები არსებულ რეისებზე. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს,“-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.