ზაფხულის აქტიური სეზონი წარმატებული იყო - „ბაკურიანი ინნ“-ის კომერციული დირექტორი
როგორი იყო ზაფხულის ტურისტული სეზონი, რომელი ქვეყნებიდან აქტიურობდნენ ტურისტები და რა მოლოდინებია შემოდგომისა და ზამთრის სეზონზე, ამ საკითხებზე Business Insider Georgia სასტუმრო „ბაკურიანი ინნ“-ის კომერციულ დირექტორს ნინა გაჩეჩილაძეს ესაუბრა:
როგორ შეაფასებდით მაღალი ტურისტული სეზონის შედეგებს „ბაკურიანი ინნ“-ის მაგალითზე?
ცნობილია, რომ ზოგადად ქვეყნის მასშტაბით, წელს საკმაოდ აქტიური და ტურისტულად დატვირთული სეზონი იყო, რაც ბუნებრივია აისახა ჩვენი სასტუმროს საქმიანობაზეც. შესაბამისად დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინა წლებთან შედარებით დატვირთულობის მკვეთრად მაღალი მაჩვენებელი გვქონდა, საბოლოო ჯამში აქტიური სეზონი წარმატებულად დავხურეთ.
ძირითადად რომელი ქვეყნებიდან გსტუმრობდნენ ტურისტები?
როგორც აღვნიშნეთ, ივლისი და აგვისტოს თვეში, მომართვიანობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. როგორც ზოგადად ქვეყნის მასშტაბით, ისე ჩვენთან მაღალი მოთხოვნა ფიქსირდებოდა გალფისა და ყურის ქვეყნებიდან, რა თქმა უნდა ასევე აქტიური იყო შიდა ბაზარი, მეზობელი ქვეყნები და ისრაელი, შედარებით ნაკლები მაგრამ მაინც გამოკვეთილად იყო ჩინეთი და ევროპის ქვეყნებიდან აქტივობა.
როგორია ტურისტების აქტივობის კუთხით მოლოდინი შემოდგომის სეზონზე?
ბაკურიანის ლოკაციისათვის შემოდგომა ხასიათდება, დაბალი სეზონის მაჩვენებლებით და ჯავშნების რაოდენობა რა თქმა უნდა იკლებს, შესაბამისად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მოთხოვნის გაზრდას, რის გამოც დაგეგმილია არაერთი ღონისძიება და აქტივობა. ამავდროულად, ვიწყებთ ზამთრის მაღალი სეზონისათვის მზადებას, რაც გულისხმობს სხვადასხვა ტიპის სერისების, სივრცეების და მომსახურებების დამატებას, რათა ჩვენს სტუმრებს შევთავაზოთ გაუმჯობესებული გარემო კომფორტული დასვენებისთვის.
სასტუმრო „ბაკურინაი ინნ“-ში ამ დროისათვის ფუნქციონირებს 153 ნომერი, 450 ადამიანის განთავსების შესაძლებლობით, რაც შეეხება ფასებს, მოგეხსენებათ დამოკიდებულია, როგორც ოთახის ისე კვების კატეგორიაზე. მიმდინარე სეზონზე კი აღნიშნული ფასები იწყება 190 ლარიდან. სასტუმროში დასაქმებულია დაახლოებით 100 მდე ადამიანი და რა თქმა უნდა პრიორიტეტი ენიჭება ადგილობრივებს, რომელთა გადამზადებასაც პერიოდულად თავად უზრუნველვყოფთ.
დღის ტოპ 10 სიახლე
1 იანვრიდან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 ათასამდე მოქალაქე მართვის მოწმობის დაბრუნებას შეძლებს
სხვა სიახლეები
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტაციამ წელს 500-ზე მეტ საერთაშორისო მედიისა და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელს უმასპინძლა
31.12.2025.17:48
საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით და სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტული ნაკადების მოსაზიდად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, წელს 70 მედია და 12 გაცნობითი ტური გამართა.
ადმინისტრაციამ 350 უცხოელ ჟურნალისტს, ბლოგერს, ინფლუენსერს, ფოტოგრაფსა და 158 ტუროპერატორს უმასპინძლა.
კამპანიის ფარგლებში, საქართველოს საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიები მომზადდა ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოცემებში, როგორიცაა: The Independent, Travel + Luxury Magazine, The London Standard, SAVEUR, The Spectator, Forbes, Food & Wine, Decanter, Mail, Guardian, The Observer,”Frankfurten Allgemeine”, “The National UAE” ხოლო სატელევიზიო სიუჟეტები გავიდა არხებზე „EBS Korea“, „MBC1“, „RTVE“, „TRT“, Rai1.
საინფორმაციო და მედია ტურების პარალელურად ქართული ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ათამდე B2B შეხვედრა, სადაც საერთაშორისო და ადგილობრივმა კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ურთიერთობები დაამყარეს და შეთანხმებებიგააფორმეს მომავალი თანამშრომლობისა და პარტნიორობის მიზნით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ეს პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული კერძო სექტორის განვითარებას და საერთაშორისო ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვას.