მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

Wizz Air-ის მორიგი წარმატება - Carbon Disclosure Project-მა ავიაკომპანია კიდევ ერთხელ დააჯილდოვა

news image
  • მიუხედავად შეფასების კრიტერიუმების გამკაცრებისა, ავიაკომპანია კვლავ ინარჩუნებს "B" შეფასებას CDP-ის რეიტინგში;
  • აღნიშნული მიღწევა ხაზს უსვამს Wizz Air-ის წარმატებას ნახშირბადის ემისიების შემცირების მიმართულებით.

Wizz Air-მა, ევროპის ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადმა ავიაკომპანიამ, 2024 წლის The Carbon Disclosure Project-ის (CDP) კლიმატის რეიტინგში კვლავ "B" შეფასება მიიღო. CDP-ის რეიტინგი არის ინდიკატორი, რომელიც განსაზღვრავს კომპანიების წარმატებას ეკოლოგიური გამჭვირვალობისა და მდგრადობის მიმართულებით.

Wizz Air-ს უკვე მეორე წელია, "B" შეფასება ენიჭება CDP-ის მიერ, რაც ადასტურებს ავიაკომპანიის მიზანს, შეამციროს ნახშირბადის ემისიების ინტენსივობა და მიიღოს ყოვლისმომცველი ზომები კლიმატის ცვლილებების საპირწონედ. აღნიშნული აღიარება ხაზს უსვამს Wizz Air-ის წარმატებას ემისიების შემცირებასთან დაკავშირებული ინიციატივების, რისკების მართვის მექანიზმების, გარემოსდაცვითი მმართველობისა და სტრატეგიული ტარიფების განსაზღვრის მიმართულებით.

2024 წელს Carbon Disclosure Project-მა განაახლა თავისი მეთოდოლოგია, რომელიც ახლა უფრო ფართო ეკოლოგიურ საკითხებს მოიცავს და არა მხოლოდ ნახშირბადთან დაკავშირებულ თემებს. ახალი კრიტერიუმები ხაზს უსვამს, თუ რამდენად ეფექტურად მართავენ კომპანიები კლიმატთან დაკავშირებულ რისკებსა და შესაძლებლობებს, როგორ პროგრესირებენ ემისიების შემცირებასთან დაკავშირებული მიზნების მისაღწევად და როგორია მათი საერთო გარემოსდაცვითი სტრატეგია.

რეიტინგი გამოქვეყნდა მაშინ, როდესაც Wizz Air-ი კვლავ განაგრძობს პროგრესს თავისი მიზნის მისაღწევად, რაც გულისხმობს 2030 წლისთვის ნახშირბადის ემისიების შემცირებას 25%-ით. ავიაკომპანია ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) გამოყენებაში, რაც მოიცავს საცდელ ფრენებს SAF-ის ნარევით ორ მარშრუტზე, ReFuelEU-ის რეგულაციების ამოქმედებამდე.

Wizz Air-ის კორპორატიულმა და ESG ოფიცერმა, ივონ მოინიჰანმა, განაცხადა: "გვეამაყება, რომ The Carbon Disclosure Project-მა კიდევ ერთხელ აღიარა ჩვენი ერთგულება ნახშირბადის ემისიების შემცირების მიმართულებით. როგორც ავიაკომპანია, რომელიც ლიდერობს ნახშირბადის ემისიების შემცირებასა და კლიმატის დაკავშირებული საკითხების  ადვოკატირებაში, ჩვენ ვაცნობიერებთ ავიაციის ინდუსტრიის მნიშვნელოვან როლს გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევასა და სექტორის მასშტაბით ცვლილებების მოტანაში. ეს აღიარება ადასტურებს ჩვენს ერთგულებას, გავხადოთ ფრენა უფრო ეკოლოგიურად მდგადი. ჩვენი მისიაა, გავუზიაროთ მომხმარებლებს ინფორმაცია ავიაციის გავლენაზე გარემოზე და ხელი შევუწყოთ უფრო მდგრადი მგზავრობის პრაქტიკას. ცოტა ხნის წინ, ჩვენ ჩავატარეთ კვლევა მომხმარებლებში, რომლებიც მონაწილეობდნენ მდგრადი საავიაციო საწვავის საცდელ ფრენებში. შედეგებმა აჩვენა, რომ მგზავრებს კვლავ სურთ ფრენა, მაგრამ უფრო ეკომეგობრული გზით."

CDP-ის რეიტინგი საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ინდიკატორია და სრულად შეესაბამება კლიმატთან დაკავშირებული ფინანსური ანგარიშგების სამუშაო ჯგუფის (TCFD) სტანდარტებს. CDP მოიცავს მსოფლიოში ყველაზე დიდ გარემოსდაცვით მონაცემთა ბაზას და წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც კომპანიები აფასებენ, მართავენ და კომუნიკაციას აწარმოებენ გარემოსდაცვითი გავლენისა და მდგრადი განვითარების პროგრესის შესახებ.

Wizz Air-ის შესახებ

Wizz Air-ი ოპერირებს 227 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია ასევე დასახელდა მსოფლიოს ათ უმწვანეს ავიაკომპანიას შორის airlineratings.com-ის მიერ, ხოლო 2019 და 2023 წლებში Air Transport Awards-ის მიერ აღიარებულ იქნა წლის ავიაკომპანიად. Wizz Air-მა 2021-2023 წლებში მიიღო "ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის" ტიტული და 2024 წელს World Finance Sustainability Awards-ის მიერ "ნახშირბადის ემისიების შემცირების საუკეთესო ავიაკომპანიად" დასახელდა. Wizz Air-მა ასევე მიიღო "EMEA-ს გარემოსდაცვითი მდგრადობის წლის ავიაკომპანიის ჯგუფის" ჯილდო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence 2024-ის მიერ.

 

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აპრილის თვის მგზავრთნაკადის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა

08.05.2025.13:29

გასულ თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, აპრილის თვის ისტორიაში ყველაზე მეტ, 145,137 - მგზავრს მოემსახურაგასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული, 49 %-იანი ზრდა, (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით  ზრდამ 28% შეადგინა. (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).  

რაც შეეხება 4 თვის ჯამურ მონაცემს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში  506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება  (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.   

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოლოდინები მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით კიდევ უფრო პოზიტიურია

,, აპრილის თვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. 3 ივნისიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ასევე, გაიზრდება ფრენის სიხშირეები არსებულ რეისებზე. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს,“-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა