Wizz Air-ის მილიონობით მგზავრი აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ეცნობა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავიაკომპანია „Wizz Air“-ის მილიონობით მგზავრს ბათუმში დასვენებისკენ მოუწოდებს. „ესტუმრე ბათუმს და შეიგრძენი წამი“ ამ სათაურით სტატია ავიაკომპანიის საბორტო ჟურნალის გაზაფხულის გამოცემაში დაიბეჭდა.
„ბათუმი კონტრასტების ქალაქია - შავი ზღვის სანაპირო ზოლითა და კავკასიონის მთებით, მზითა და წვიმით, ისტორიითა და თანამედროვეობით, კულტურითა და თავგადასავლებით, რწმენებითა და ხედვებით, რიჟრაჟებითა და დაისებით. მოგზაურის აქაური მოგონებები ყოველთვის ღიმილით სავსეა, მოლოდინები კი გადაჭარბებული. ეწვიეთ ამ პატარა და მყუდრო ქალაქს და თავად გადაწყვიტეთ, ის ევროპის ფარული მარგალიტია თუ ყველა სეზონის დანიშნულების ადგილი. სადაც არ უნდა წახვიდეთ, დაიჭირეთ მომენტი და შეიქმენით დაუვიწყარი მოგონებები,“ ნათქვამია სტატიაში.
ავიაკომპანია ,,Wizz Air“ ფრენებს 200-ზე მეტი მიმართულებით 50-მდე ქვეყანაში ასრულებს. აჭარის პოპულარიზაცია ავიკომპანიის საბორტო ჟურნალების ზაფხული-შემოდგომის ნომრებშიც იგეგმება. ჟურნალ ,,Wizz”-ის, რომელიც ორ თვეში ერთხელ გამოიცემა ყოველთვიურად 10 მილიონზე მეტი მგზავრი ეცნობა. ჟურნალი მკითხველს უზიარებს ინფორმაციას საინტერესო და გამორჩეული ტურისტული პროდუქტების, ქალაქების, ქვეყნების შესახებ და აცნობს სიახლეებს მასპინძლობის ინდუსტრიიდან.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
16.07.2025.16:35
პარაგრაფს ახალი ზღვისპირა სივრცე “ჰორიზონტ პარაგრაფი” შეემატა. სივრცე, სადაც შეგიძლიათ განიტვირთოთ, აღმოაჩინოთ და მიიღოთ ახალი გამოცდილებები.
„შემოგვიერთდით ყოველდღე, რათა დატკბეთ ჰორიზონტის მშვენიერებით, შეიგრძენოთ ზღვის სიო - ჰარმონიულად შერწყმული ჩვენს მუსიკასთან და დატკბეთ შეკვეთილის მზის ჩასვლის ცქერით“,-
Horizon Paragraph . პარაგრაფის ჰორიზონტის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაში.