მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7091
0.0031
flag
AZN 1.5928
-0.0002
flag
CNY 38.102
-0.0048
flag
EUR 3.1424
-0.0038
flag
GBP 3.5656
0.005
flag
KZT 51.78
0.0006
flag
TRY 0.064
0
flag
USD 2.708
-0.0005

Wizz Air-ი ქუთაისიდან ვროცლავის მიმართულებით ფრენებს 30 ოქტომბრიდან განაახლებს

news image

პოლონეთის კულტურულ ცენტრში, ვროცლავში, სამოგზაუროდ ბილეთების შეძენას 119 ლარიდან შეძლებთ.

Wizz Air-ი, მსოფლიოში ყველაზე ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანია, ქუთაისიდან ვროცლავის მიმართულებით, 30 ოქტომბრიდან პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ქუთაისიდან პოლონეთში ფრენა უკვე ოთხი მიმართულებით იქნება შესაძლებელი: ვროცლავი, კატოვიცე, ვარშავა და პოზნანი. ფრენები შესრულდება კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას, რაც მგზავრებს მისცემს პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი ქალაქისა და მისი ულამაზესი შემოგარენის მონახულების საშუალებას. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია Wizz Air-ის ვებსაიტსა და მობილურ აპლიკაციაში, ბილეთის ღირებულება 119 ლარიდან იწყება.

აღმოაჩინეთ ვროცლავისა და მისი შემოგარენის სილამაზე

ვროცლავი, რომელიც ცნობილია თავისი განსაცვიფრებელი არქიტექტურით, ცოცხალი კულტურითა და ისტორიული მნიშვნელობით, შესანიშნავი ადგილია მოგზაურთათვის, რომლებიც ეძებენ ისტორიისა და თანამედროვეობის ნაზავს. ძირითადი ღირსშესანიშნაობები მოიცავს ულამაზეს ბაზრის მოედანს, დიდებული ვროცლავის ტაძარს და მომხიბვლელი ტუმსკის ხიდს. ვიზიტორებს ასევე შეუძლიათ დაათვალიერონ სილეზიის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ცნობილია თავისი ბუნებრივი სილამაზითა და კულტურული მემკვიდრეობით.

ქუთაისი-ვროცლავის მარშრუტის მნიშვნელობა ხაზს უსვამს Wizz Air-ის ვალდებულებას, შესთავაზოს მგზავრებს ხელმისაწვდომი მოგზაურობის ვარიანტები და შესაძლებლობები. ეს მარშრუტი წარმოადგენს მნიშვნელოვან კავშირს როგორც დამსვენებლებისთვის, ასევე საქმიანი მოგზაურებისთვის, რაც ხელს უწყობს კულტურულ და ეკონომიკურ კავშირებს საქართველოსა და პოლონეთს შორის.

მარშრუტი სიხშირე ფასები* თარიღი
ქუთაისი-ვროცლავი ოთხშაბათი, კვირა 119 ლარიდან 2024 წლის 30 ოქტომბრიდან

 

Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი, ოლივია ჰარანგოსო:

„მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ქუთაისი დავაკავშიროთ კიდევ ერთ ქალაქთან,  ვროცლავთან, რომელიც ცნობილია თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითა და ცოცხალი ატმოსფეროთი. ვამაყობთ, რომ ქართველ მოგზაურებს ვთავაზობთ ისევე როგორც ხელმისაწვდომ ტარიფებს, ასევე მრავალფეროვან მარშრუტებს. როგორც იცით, ვროცლავი არის Wizz Air-ის მეოთხე დამაკავშირებელი მარშრუტი ქუთაისსა და პოლონეთს შორის. ჩვენ პრიორიტეტი კი მრავალფეროვანი მარშრუტების შეთავაზებაა ქართველი მოგზაურებისა და ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის.

Wizz Air-ის შესახებ:

Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა–ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 221 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი 62 მილიონი მგზავრისთვის 2024 ფინანსურ წელს (F24), რომელიც მთავრდება 2024 წლის მარტში. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2020 წელს Wizz Air დასახელდა, „წლის ავიაკომპანიად“ ATW-ს, ხოლო 2019 და 2023 წლებში ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air აღიარეს ყველაზე მდგრად ავიაკომპანიად 2022 წელს, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა Wizz Air დაასახელა, როგორც „წლის გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი“ 2022 და 2023 წლებში.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ (UAG) ICAO-ს რეგიონულ შეხვედრას უმასპინძლა

13.11.2025.00:14

11-12 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „ტელეგრაფში“, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ(UAG) საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) რეგიონულ ვორქშოფს უმასპინძლა. ღონისძიება კომპანია Airbus-თან თანამშრომლობით ჩატარდა. 

ვორქშოფის მიზანი აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოების ამაღლება და ICAO-ს ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების ეფექტიანი დანერგვის ხელშეწყობა იყო. 

ღონისძიებაზე, რომელსაც 19 ქვეყნის 35-მდე მონაწილე ესწრებოდა, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის (ICAO) 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართი (Annex 14) განიხილეს, რომელიც აეროდროების დიზაინსა და  სტანდარტებს მოიცავს. ასევე, იმსჯელეს კლასიფიკაციის ახალი მეთოდოლოგიის შესახებ, რომელიც აეროდრომის ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდის დატვირთვის მაჩვენებლების განსაზღვრას შეეხება. 

ღონისძიება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმარების რეგიონული ჯგუფის თავმჯდომარემ (ICAO EASPG) ლევან კარანაძემ გახსნეს.

აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებით დანერგა საჰაერო ხომალდისა და აეროდრომის ხელოვნური საფარის საკლასიფიკაციო მაჩვენებლის ახალი მეთოდოლოგია, რაც ქვეყნის საავიაციო სექტორის განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმართულებით. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა