Wizz Air-ი 24 ნოემბერს ვარდისფერ პარასკევს აღნიშნავს და ფასდაკლებებს აანონსებს
ევროპის უმსხვილეს ავიაკომპანია Wizz Air-ში 24 ნოემბერს ფასდაკლების აქციას აანონსებს. როგორც ავიაკომპანიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, აქცია სეეხება როგორც ავიაბილეთებს, ასევე WIZZ Discount Club-ში წევრობის საფასურს.
„მზად ხართ ჩვენი უდიდესი ფასდაკლებებისთვის?
ვარდისფერი არის ახალი შავი და ვარდისფერი პარასკევი მალე დაბრუნდება! მონიშნეთ 24 ნოემბერი თქვენს კალენდარში და ისიამოვნეთ საუკეთესო შეთავაზებებით!
აი, ჩვენი საუკეთესო რჩევები თქვენთვის:
? გინდათ ისარგებლოთ ფასდაკლებებით ყოველ ჯერზე, როცა დაჯავშნით? გაწევრდით WIZZ Discount Club-ში, რომ მიიღოთ კიდევ უფრო მეტი უპირატესობა და კიდევ უფრო დიდი ფასდაკლებები ვარდისფერ პარასკევს წევრობის მიხედვით. შეამოწმეთ ჩვენი შემოთავაზება აქ.
? ჩამოტვირთეთ WIZZ აპი, რომ ნახოთ ჩვენი გარიგებები ნებისმიერი ადგილიდან!
? ეწვიეთ ჩვენს ვარდისფერი პარასკევის გვერდს და შეინახეთ ის თქვენს რჩეულებში“, აღნიშნულია ავიაკომპანიის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.
ავიაკომპანია Wizz Air არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლის საჰაერო ფლოტი მოიცავს 105 ეარბას A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდს. ავიაკომპანია მომხმარებელს სთავზობს ავიარეისებს 600-ზე მეტი მიმართულებით 25 ბაზირებული აეროპორტიდან, რითაც ერთმანეთთან აკავშირებს 44 ქვეყნის 142 ქალაქს. Wizz Air-ის გუნდი, რომელიც დაახლოებით 4,000 ავიაციის პროფესიონალისაგან შედგება, მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის სერვისს და ბილეთებს ყველაზე დაბალ ფასად, რის გამოც Wizz Air ბოლო 12 თვის განმავლობაში 32 მილიონზე მეტმა მგზავრმა აირჩია. ავიაკომპანია Wizz Air წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ ტიკერით და ასახულია FTSE 250 და FTSE-ის ჯამურ აქციათა ღირებულების ინდექსით. Wizz Air დარეგისტრირებულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრად და აღიარებულია ოპერირების უსაფრთხოების აუდიტის (IOSA) მიერ. ავიაკომპანია დასახელებულია 2016 წლის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად წამყვანი საავიაციო ჟურნალის Air Transport World-ის რედაქტორების, და ასევე ავიაციის ცენტრის (CAPA)-ს მიერ. ახლახანს ავიაკომპანიას AirlineRatings.com-ზე უსაფრთხოების ყველაზე მაღალი რეიტინგი, 7 ვარსკვლავი მიენიჭა. AirlineRatings.com მსოფლიოში ერთადერთი სააგენტოა, რომელიც ავიაკომპანიების უსაფრთხოებისა და მათი მომსახურების რეიტინგებს აერთიანებს. ასევე ახლახანს Aviation 100-მა, გამოცემამ, რომელიც ყოველწლიურად განსაკუთრებულ კომპანიებს გამოარჩევს, Wizz Air წლის ევროპულ ავიაკომპანიად დაასახელა. www.wizzair.com.
დღის ტოპ 10 სიახლე
ვენახების გაშენებაზე თანხმობა ევროკავშირის ღვინის მწარმოებელ ყველა ქვეყანაში გაიცემა - ლევან მეხუზლა
სხვა სიახლეები
200-ზე მეტი შეხვედრა წამყვან ევროპულ და ამერიკულ კომპანიებთან-საქართველო ITB Berlin-ის ტურისტულ გამოფენაზე
05.03.2026.10:22
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.
ბერლინში მიმდინარე გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, ასევე იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციებთან ერთად არის წარდგენილი. გამოფენაში 15-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს.
გამოფენას დაესწრო გერმანიაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია.
გამოფენაზე საქართველოს სტენდი გასაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა.
სამი დღის განმავლობაში ITB ITB Berlin-ის ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 200-ზე მეტი შეხვედრა გამართა საერთაშორისო ტურისტული სააგენტოების, მედია ორგანიზაციებისა და PR კომპანიების წარმომადგენლებთან.
„ჩვენ ტრადიციულად გერმანულ ბაზარზე ძალიან აქტიურად ვართ წარმოდგენილები. ჩანიშნული გვაქვს B2B შეხვედრები წამყვან კომპანიებთან. ვხვდებით მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმების, მედია გამოცემების წარმომადგენლებს, ვთავაზობთ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, რომ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია მომზადდეს საქართველოს შესახებ. გერმანია ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ქვეყანაა, გერმანელებს ტრადიციულად უყვართ საქართველოში მოგზაურობა და ჩვენც მსგავსი ტიპის აქტივობებით მუდმივად ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციებს გერმანიის ბაზარზე, რათა ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიდეს საქართველოში“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
შეხვედრები შედგა საერთაშორისო ტურისტული პლატფორმების, PR და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან: Booking, Aviareps, BBC, National Geographic, Wanderlust, Lonely Planet, Thinkstrawberries, TUI, Conde Nast Traveler და ა.შ.
“ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა საქართველოს გუნდთან Booking.com-ზე სარეკლამო გადაწყვეტილებების შესახებ. ახლახან დავიწყეთ ეს კამპანია და ვგეგმავთ მივწვდეთ იმ სტუმრებს, რომლებიც Booking.com-ის საშუალებით ეძებენ, რაც მილიონობით ადამიანს წარმოადგენს. ამიტომ, ჩვენ განვიხილავთ კრეატიულ კამპანიებს, სტრატეგიებს და ვცდილობთ, მეტი ადამიანი მოვიზიდოთ ულამაზეს საქართველოში”-აღნიშნა Booking.com-ის წარმომადგენელმა კაროლინ ვერმეულენმა.
გამოფენის სტუმრების დიდი ნაწილი საქართველოს ტურისტული პროდუქტებით დაიტერესდა. ITB Berlin-ზე, საქართველოს სტენდთან, გამოფენის ვიზიტორები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან, ინფორმაციას იღებენ ტურისტული ადგილების, კურორტებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ. საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ქართული ღვინო.
“ჩვენი კომპანია უკვე 15 წელზე მეტია აღნიშნულ გამოფენაზეა წარმოდგენილი, როგორცინდივიდუალურად, ასევე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად. შემიძლია ვთქვა, რომ ესერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოფენაa ტურიზმის სფეროში, სადაც შეგიძლია წარადგინო როგორცშენი პროდუქტი და შეთავაზებები, ასევე მოახდინო შენი ქვეყნის დანიშნულების ადგილისრეკლამირება. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი როგორც ქვეყნის წარდგენისთვის, ასევეპროდუქტის პრომოუშენისთვის, არა მხოლოდ გერმანულ ბაზარზე, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც. ინტერესი ზომიერად კარგია, მოლოდინები დადებითია“,-განაცხადა ტურისტული კომპანია „კავკასუს თრეველის“ წარმომადგენელმა გვანცა რაზმაძემ.
გამოფენის ფარგლებში, ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ გერმანელ კოლეგებთან, შეიმუშაონ და დაგეგმონ ერთობლივი ტურისტული პაკეტები.
ITB Berlin-ზე ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით 100 ათასია, გამოფენზე 170-ზე მეტი ქვეყნიდან 5 ათასზე მეტი ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი.
გერმანია საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარზს წარმოადგენს. 2025 წელს გერმანიიდან საქართველოში 83656 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 6.4%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით. გერმანელი მოგზაურები საუკეთესო 15-ეულში შედიან.
საქართველოსა და გერმანიას შორის ფრენებს 3 ავიაკომპანია ახორციელებს: Georgian Airways, Lufthansa და Wizz Air. ფრენები კვირაში 19 სიხშირით სრულდება.