ვფიქრობთ, რომ ძალიან აქტიური ზაფხულის სეზონი გვექნება - მაია ომიაძე
ვფიქრობთ, რომ ძალიან აქტიური ზაფხულის სეზონი გვექნება და ამინდი ხელს შეგვიწყობს როგორც მთაში ისე ზღვაზე, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ განაცხადა. მისი თქმით, მარკეტინგული აქტივობების მთელი წლის განმავლობაშია გაწერილი და ასევე საქართველოს თემა, როგორც ტურისტული მიმართულებით, აქტიურია საერთაშორისო მედიაშიც.
„გეგმები ძალიან აქტიური გაქვს. ვფიქრობთ, რომ ძალიან აქტიური ზაფხულის სეზონი გვექნება და ამინდი ხელს შეგვიწყობს როგორც მთაში ისე ზღვაზე. იცით, რომ ჩვენთან ზაფხულის სეზონი არამხოლოდ ზღვასთან ასოცირდება სათავგადასავლო ტურიზმის ზაფხულის კომპონენტი მთაში ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგ ამ ყველაფერს მოსდევს ძალიან კარგი რამდენიმე ფესტივალი გაქვს, ვარსკვლავები ჩამოდიან საქართველოში. იცით, რომ Starring Georgia მნიშვნელოვანი პროექტია, რის გამოც საქართველოში ჩამოდიან უცხოელი ვიზიტორები და დამატებითაც რჩებიან. შემოდგომაზე რთველი პერიოდი იწყება, რომელიც ასევე განსაკუთრებული ტურისტული პროდუქტია. მერე ზამთარი მოდის, წელს ძალიან აქტიური და დატვირთული კამპანიები გაქვს. საერთაშორისო გამოცემებში წელს ძალიან ბევრი, მსუყე სტატია მომზადდა. გაქვს წამყვან მედია პლატფორმებთან კამპანიები“, - აცხადებს ომიაძე.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
16.07.2025.11:00