მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

ვეცდებით, საქართველოში ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ Edelweiss Air-თან ერთად - მაია ომიაძე

news image

შვეიცარიიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოსაზიდად და ევროპულ ტურისტულ ბაზარზე ცნობადობის გასაზრდელად, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შვეიცარიულ ავიაკომპანიასთან Edelweiss მარკეტინგული კამპანია დაიწყო.

„მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში, ჩვენ მოვახდენთ საქართველოს პოპულარიზაციას, ვუმასპინძლებთ ჟურნალისტებს პრესტურის ფარგლებში, გვექნება მარკეტინგული კამპანიები ციფრულ პლატფორმებზე, ასევე გარე რეკლამები შვეიცარიის ქალაქებში, სადაც მოვახდენთ საქართველოს ცნობადობის ამაღლებას და ვეცდებით, რომ საქართველოში ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ Edelweiss Air-თან ერთად“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ. 

მარკეტინგული კამპანიის დაწყებამდე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შვეიცარიულ ავიაკომპანიის Edelweiss Air-ის უფროს მენეჯერს კორინ რომერს შეხვდა და კამპანიის გეგმები განიხილა. 

„თბილისის მიმართულებით ფრენას აპრილიდან შევძლებთ და კვირაში ორი რეისი შესრულდება. მიმაჩნია, რომ ეს კარგი შესაძლებლობაა, რადგან ამ დრომდე შვეიცარიიდან თბილისში ჩამოსვლა არ იყო ადვილი. თანაც, ამ მიმართულებაზე მაღალი მოთხოვნაა. მოუთმენლად ველოდები ამ რეისის ამოქმედებას“,-განაცხადა კორინ რომერმა. 

ახალი მარკეტინგული კამპანია მთელი წელი გაგრძელდება. კამპანიის ფარგლებში საქართველოში შვეიცარიელი ჟურნალისტებისთვის მედია ტური შედგება, საქართველოს ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიები გამოქვეყნდება სხვადასხვა მაღალრეიტინგულ გამოცემებში, ასევე საბორტო ჟურნალში. 

კამპანიის ფარგლებში, 6-8 გვერდიანი სტატია მომზადდება საქართველოს შესახებ.
ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, სოციალურ ქსელებში: facebook, Instagram და YouTube რილსები და პოსტები გავრცელდება საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ. 
ციფრული მედია კამპანიის პარალელურად სარეკლამო ბანერები განთავსდება შვეიცარიის 5 ქალაქში: ბერნი, ბაზელი, ლუცერნი, ცუგი და ციურიხი. 

შვეიცარია საქართველოს მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, შვეიცარიელი ტურისტები მაღალმხარჯველობით გამოირჩევიან. 

ავიაკომპანია Edelweiss ციურიხი-თბილისის მიმართულებით 12 აპრილიდან რეგულარულ ფრენებს შეასრულებს. თბილისსა და ციურიხს შორის პირდაპირი ფრენები აქამდე არ სრულდებოდა.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აპრილის თვის მგზავრთნაკადის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა

08.05.2025.13:29

გასულ თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, აპრილის თვის ისტორიაში ყველაზე მეტ, 145,137 - მგზავრს მოემსახურაგასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული, 49 %-იანი ზრდა, (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით  ზრდამ 28% შეადგინა. (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).  

რაც შეეხება 4 თვის ჯამურ მონაცემს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში  506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება  (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.   

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოლოდინები მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით კიდევ უფრო პოზიტიურია

,, აპრილის თვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. 3 ივნისიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ასევე, გაიზრდება ფრენის სიხშირეები არსებულ რეისებზე. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს,“-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა