უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები როგორც საერთაშორისო, ასევე შიდასახელმწიფოებრივ გზებზე - ირაკლი ქარსელაძე
უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები როგორც საერთაშორისო, ასევე შიდასახელმწიფოებრივ გზებზე, შესაბამისი ტექნიკა არის მობილიზებული უკვე სოფლებამდე მისასვლელ გზებზე, - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა საჭირო ტექნიკა, ისევე, როგორც ადამიანური რესურსი, ადგილზეა.
„ყველა შესაბამისი სამინისტრო და სამსახური ჩართულია. კოორდინირებულად მიმდინარეობს სამუშაოები კონკრეტული გეგმის შესაბამისად. ვფიქრობთ, რომ კავშირის დამყარება მოხდება იმ მდებარეობებთან, სადაც ამ წუთში არ არის კავშირი.
ამავდროულად აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზები ამ მომენტისთვის გაწმენდილია და გაგრძელდება სამუშაოები. ინტენსიურმა თოვამ მნიშვნელოვანი პრობლემები და გამოწვევები შექმნა, თუმცა შესაბამისი პასუხი როგორც მობილიზაციის, ასევე შესაბამისი სამუშაოებისა და ღონისძიებების თვალსაზრისით გათვალისწინებულია“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
საქართველოს უმეტეს რეგიონში დიდთოვლობაა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გუშინ გურიის რეგიონში ჩავიდა და საკოორდინაციო შტაბთან შეხვედრა გამართა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.13:29
გასულ თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, აპრილის თვის ისტორიაში ყველაზე მეტ, 145,137 - მგზავრს მოემსახურა. გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული, 49 %-იანი ზრდა, (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით ზრდამ 28% შეადგინა. (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).
რაც შეეხება 4 თვის ჯამურ მონაცემს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში 506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოლოდინები მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით კიდევ უფრო პოზიტიურია.
,, აპრილის თვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. 3 ივნისიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ასევე, გაიზრდება ფრენის სიხშირეები არსებულ რეისებზე. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს,“-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.